ამ თემაში მინდა ვისაუბროთ ძველი ჰოლივუდის ისეთ კლიშეებზე, რომლებმაც დიდი ხნის წინ შეაღწიეს ჩვენს ცნობიერებაში და რომლებსაც კრიტიკულად ვეღარ უდგებით იმიტომ, რომ რაღაც-რაღაც მოგონებები გვაკავშირებს მათთან.
ამას წინად ხელში ჩამივარდა ჯონ ფორდის Oh My Darling Clementine (1946), რომელიც ბავშვობაში მქონდა ნანახი და მახსოვს, რომ მაშინ მომეწონა

.
რაღა დაგიმალოთ, ამჯერადაც მაგრა ვიხალისე (სულ სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე).
წარმოიდგინეთ: დოკ ჰოლიდეი - განგსტერი, ბანდიტი, იდეალური მსროლელი (ტუზს აქცევს ექვსიანად 10 მეტრში), მურტალი ძლიერი პიროვნება, თან "კრასავჩიკი", თან შექსპირის მაგარი დამფასებელი (დიდი გულისყურით უსმენს ჰამლეტის მონოლოგს), თან პროფესიით ქირურგი (ოქროს ხელები აქვს), თან ჭლექით ავადმყოფი (უმნიშვნელოვანესი დეტალია!

) და თან - პატარა კლემენტინაში მწარედ შეყვერებული....

ამაზე მაგარი კომპლექტი გინახავთ?

მარტო ის სცენა რად ღირს, დახურულ ბარში, აყირავებულ სკამებში რომ შედის და სიყვარულით გულდათუთქული, ბარმენს ეკითხება:
- Jim, have you ever loved anybody?
- No Sir, I've always been a barman
(– ჯიმ, გყვარებიათ ოდესმე?/ – არა, სერ, მე ყოველთვის ბარმენი ვიყავი)
ეს ის დონეა, როდესაც "სუპერმენის" კლიშე იმდენად არის კლიშირებული, რომ ამ "სუპერკლიშეს" ამბავში უკვე საკუთარი თავის უარყოფაში გადადის და ლამის ხელოვნებად აღიქმება.
ყოველ შემთხვევაში, კინოკლასიკად რომ დარჩა = ფაქტია.
http://www.imdb.com/title/tt0038762/საუნდტრეკიც ფანტასტიკური აქვს
http://www.youtube.com/watch?v=2WTaci5qIJ0&feature=related
This post has been edited by Johnnie Walker on 13 Sep 2008, 11:00