რა მიამიტი უნდა იყოს ადამიანი პოლიტიკურად, რომელიც თანახმაა ითამაშოს მოწინააღმდეგის მოედანზე იმ თამაშის წესებით, რომელი წესებიც მოწინააღმდეგის მიერვე არის დადგენილი?!... ასეთებზე იტყვიან „ნეტარ არიან მორწმუნენიო!...“
ადამიანის ამდაგვარი პოლიტიკურ მიამიტობას შეიძლება არც კი მიაქციოს კაცმა ყურადღება, რომ არა ასეთ მორწმუნეთა სიბრმავე, რომლებიც თვალებდავსილნი მიუძღვიან ცხვრის ფარასა და აუცილებლად გადაჩეხავენ უფსკრულში, რაც უკვე არა ერთხელ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, თუნდაც ამ ბოლო წლებში... არ შემიძლია ჩუმად ვიყო და არ შევახსენო ბატონ გელა სალუაშვილსა და მის თანამოაზრეთ, რომ პოლიტიკაში მანამ ვერ მიაღწევთ ვერაფერს ვიდრე არ აიძულებთ მოწინააღმდეგეს, სულ ცოტა, ყურად მაინც იღოს თქვენი არსებობა... არ შეიძლება უკანონოს უწოდებდე ხელისუფლებას და მის მიერ დაწერილი კანონებით ცდილობდე ხელისუფლებაში მოსვლას, ამის შემდეგ თავად ხდები უკანონო ხელისუფლება და მიტომ.... არ შეიძლება პრეზიდენტი ყავდეს ქვეყანას, რომელიც თავის ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე კონსტიტუციით არის საპარლამენტო რესპუბლიკა... არ შეიძლება ქვეყნის გადარჩენის პრეტენზიები გქონდესა და უხეშად არღვევდე, ფეხქვეშ თელავდე, ამავე ქვეყნის კონსტიტუციას. მე ჯერ კიდევ არ მინდა დავიჯერო, რომ ბატონი გელა სალუაშვილი და მისი თანამოაზრეები არ არიან მიამიტი ადამიანები და სულ სხვა თამაშს თამაშობენ....
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ;
ა) დატოვონ მოწინააღმდეგის მეოდანი.
ბ) ნუ ითამაშებენ მოწინააღმდეგის მიერ დადგენილი წესებით, მისსავე მოედანზე, ამ წაგებულ თამაშს.
გ) ერთად მოვთხოვოთ ფაქტიურ ხელისუფლებას საპრეზიდენტოს ნაცვლად საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, საქართველოს ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შესაბამისად,
დ) ბოიკოტი გამოვუცხადოთ პრეზიდენტის არჩევნებს საპარლამენტო რესპუბლიკაში!!!
საერთოდ ვაფრთხილებ საქართველოს პრეზიდენტობის მსურველ ყველა კანდიდატს: „დრო მოვა და შეიძლება ძალიან მალე, ყველას პასუხს მოგთხოვენ სახელმწიფო ღალატისათვის, კონსტიტუციის დარღვევისა და ფეხქვეშ გათელვის გამო!!!“
http://www.youtube.com/watch?v=gAsHJ5_u2zA...vqdJPMEZexzeL9Q
This post has been edited by Grigali on 6 Aug 2013, 12:54