სოლვეიგ, ძალიან დიდი თხოვნა მექნება არ დამიხუროთ ეს თემა (უცებ მაინც). რეალურად მაინტერესებს ენდოკრინოლოგიაში ჩახედული ადამიანებისგან.
გამიგია ხშირად, რომ სხეულს აქვს გარკვეული მეტაბოლური 'ღუზა', რომელზეც მომართულია და წონაში ცვლილების დროს ადამიანს ექაჩება ერთი კონკრეტული წონის მიმართულებით . თუ სიმსუქნისკენ არის მიდრეკილი ადამიანი - გახდომისას მისი მადა გაძლიერებულია და დაბალი წონის შესანარჩუნებლად მათ ნებისყოფის გამოჩენა ჭირდებათ. იგივე პათოლოგიურად გამხდარ ადამიანებთან - ბევრი მათგანი ძალიან ცდილობს ჭამას, მაგრამ ხშირად გამიგია რომ საჭმლის ჩატენვები უნებური ღებინებებით დასრულებულა. მათი ორგანიზმი ეწინააღმდეგება მათ, რომ მოიმატონ წონაში.
რა მაინტერესებს: არის თუ არა ეს მეტაბოლური ათვლის წერტილი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაფიქსირებული წინასწარ და ერთხელ-სამუდამოდ. თუ შესაძლებელია როგორმე, ნელნელა მაინც მათი აქეთ ან იქით გადათრევ-გადმოთრევა