უკვე ძალიან ბევრი წერს,რომ არ უნდა ოცნების დიდი უმრავლესობით მოსვლა
გაგრძელდება იგივე...
ჩემი მოკლე ჭკუთ ოცნების დიდი უმრავლესობით მოსვლის სემთხვევაში არანაირი "იგივე" არ გაგრძელდება,რადგან ამ კოალიციაში სეკრებილია სხვადასხვა ხედვის პარტიები.
ალასა
ფორუმი
რესპები
თოფაძე(ნუ ამას პატარა კვოტა ექნება იასნია)
ძირითადი ბირთვი ზემოთ ხსენებული სამი პარტიიდან იქნება.
მათი ხედვა და ქვეყნის მოწყვობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და არ მგონია ისევ ისეთი ტაშის კვრით,დისკუსიის გარეშე მოხდეს პარლამენტში საკითხების გატანა და ხმის მიცემა.
ამის ფიქრის საფუძველს მაძლევს ივანიშვილის მოსვლის დღიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი.
1 წლის განმავლობაში მმართველ გუნდს ყველა ნაწილში აჯობა
ყველა აწეული პადაცა ჩაუტოპკა
მისი სიტყვები რომ დიდი უმრავლესობით მოვალ(რაც ბევრს არ გვჯეროდა) მართლდება
არ არის ეს კაცი წაგებას მიჩვეული როგორც ამბობდა
1 წლის განმავლობაში რაც თქვა ასრულებს ყველაფერს
ის სიტყვაც რომ 2 წელიწადში წავალ უმრავლესობიდან და ოპოზიციიაში გადავალო უკვე რეალურად მეჩვენება
მე ცოტა იაფად დავწერე
სად შემიძლია მაკიაველისნაირად თემის გაშლა
ენდე ბატონო მისი დიადი მოსაზრება
მაკიაველის პროსტინა
სანამ დავიწყებდე მინდა შევთანხმდე ერთ მოცემულობაზე აპრიორი ---- ბ.ბ.-ი არის ადამიანი რომელმაც პრაქტიკულად მიაღწია წარმატებას ....არა სადღაც ფიქრებში და წიგნებში , არა ინტერნეტის სივრცეში რაღაც ვირტუალში , არამედ რეალურ ცხოვრებაში . მიაღწია პრაქტიკულ წარმატებას ზუსტად შენაირების , ლიბერალების , პარამეტრებით , ლიბერალი რომელიც მილიარდელს წარუმატებელს უძახის -----ნონსენსია , დამეთანხმე .....
ესე იგი მოცემულობა რომელსაც არ ვასაჩივრებთ ---- ბ.ბ.-ი არის ადამიანი , რომელმაც წარმატებას მიაღწია , ის წარმატებული ტიპია ....
ახლა გადავიდეთ შენს მიერ დახატული იდეალისტური სურათის მიწაზე დაშვებაზე :
1. ბ.ბ.-ის კოალიციაში შედის პარტიები რომლებსაც გაცხადებული აქვთ მათი მემარჯვენე (ალასანია , რესპები) შეხედულებები და ცენტრისტები (ფორუმი და მრეწველები ) .
ხაზს ვუსვამ , რომ გაცხადებული აქვთ თავისი შეხედულებები , რეალნა ვინ არიან ეს მე არ ვიცი (ეს ცუდია , მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება ) , როგორც სააკაშვილის რეჟიმს აქვთ გაცხადებული , რომ მემარჯვენეები არიან , სინამდვილეში კი ულტრა-მემარცხენეები არიან , ამ შეხედელუბების მიმდევარის ყველა დამახასიათებელი ნიშნებით .
ესე იგი , ამჟამად ბ.ბ.-ი ჩალიჩობს პარლამენტში უმრავლესობით მოიყვანოს მემარჯვენე ძალები , რომლებსაც აერთიანებთ ლიბერალური ხედვები , მაგრამ აქვთ სერიოზული უთანხმოებები რიგ საკითხებზე , მაგალითად ქვეყნის მართვის მოწყობის სისტემაზე .....
საუბარია საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო მართველობა უნდა იყოს საქართველოში . ეს სერიოზული საკითხია , მაგრამ ბ.ბ.-იმ შეძლო მაინც მათი გაერთიანება საარცევნო კოალიციაში , ალბათ იმ დათქმით , რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ კოალიციაში შემავალ პარტიებს ექნებათ უფლება შექმნან დამოუკიდებელი ფრაქციები და პარლამენტში გაგრძელდეს ამ და სხვა , ამ პარტიებისთვის საინტერესო საკითხებზე კამათი ..... კამათი თუ შეთანხმებამდე არ მივიდა , მაშინ ამ კამათს ხალხი გადაწყვიტავს რეფერენდუმის , ან პლებისციტის საშუალებით (აბსოლუტურად ცივილნი გზაა )
დასკვნა პირველ ნაწილზე :
პრაქტიკოსი (და არა იდეალისტი) ბ.ბ.-ი ამით ორ კურდღელს იჭერს , რომლებიც (ორ კურდღელზეა საუბარი ;D) აუცილებელია იდ დემოკრატიული სისტემის საძირკველის ჩასაყრელად .
კერძოდ :
ა/ ის ყველა მემარჯვენე და ცენტრისტ ძალას აერთიანებს ----კოალიციური (ფაქტიურად) მთავრობის ჩამოყალიბებით. (რა დონის მემარჯვენეები და ცენტრისტები არიან ეს სხვა საკითხია , რა მასალაც იყო იმას იყენებს ბ.ბ.-ი . დამალული ჩერჩილი ქართველებს არ გვყავდა )
ბ/ სპობს კოალიციაში შემავალი პარტიების გაერთიენების საფუძვლებს ,ძირშივე , პარლამენტში ----- დამოუკიდებელი ფრაქციების შექმნის გზით . რათა არ შეექმნას ნაციონალების მაგვარი მონსტრი ძალა .....
ეს ორივე კურდღელი დაჭერილი იქნება საბოლოოდ , ბ.ბ.-ის ხელისუფლებიდან გამოსვლის შემდეგ , ვინაიდან კოალიციაში შემავალ პარტიებს აერთიანებს მხოლოდ ბ.ბ.-ი და როგორც კი ის გამოვა კოალიციიდან მივიღებთ იმ ,,ა,,და ,,ბ,, პუნქტებს რომელიც ზემოთ დავწერე .......
აქედან გამომდინარე , დაახლოებით ორი წლის მერე , ბ.ბ.-ის ხელისუფლებიდან გამოსვლის შემდეგ ვიღებთ შემდეგს ----- მემარჯვენე-ცენტრისტ კოალიციურ მთავრობას , ხოლო პარლამეტში მინიმუმ სამ სერიოზულ ფრაქციას , მაქსიმუმ 5 და მეტ ფრაქციას ......
2. ორი წლის მერე ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ ბ.ბ.-ი , როგორც პირველად შალვა რამიშვილთან, დილის გადაცემაში განაცხადა და გუშინაც გაიმეორა ის დაკავდება ორი რამით ..ძლიერი საზოგადოებრივი პოზიციის მქონე კრიტიკული მასის ჩამოყალიბებით და პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების გაძლიერებით , დაჟე ერთჯერადათ ფულითაც დავეხმარებიო ....როდესაც რამიშვილმა კითხა რომელი არის ეს პარტიები , რომლებიც ახლა გარეთ რჩებაო , ბ.ბ.-იმ უპასუხა , სიას დავდებ და მიხვდებითო ...
ელემენტალური ანალიზით , ოცნების სიაში ასეთი ორი პარტია დგინდება . სიაში მე-12-ე და მე-13-ე პოზიციებზე , ესე იგი გარანტირებული პარლამენტის მანდატებით ------სოციალ-დემოკრატები და მწვანეები .
ესე იგი , ბ.ბ.-ი აპირებს მემარცხენე ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას . ბ.ბ.-ის ხელისუფლებიდან წამოსვლისას , პარლამენტს გარეთ იქნება ორი მემარცხენე პარტია , რომლის ლიდერებს ექნებათ საპარლამენტო ტრიბუნა და ბ.ბ.-ის ფულები ......ეს უკვე გარანტია არის , რომ ეს ორი პარტია საკმაო მოძლიერდებიან ამ 4 წელიწადში და შემდეგი არჩევნებისას , უკვე შეიძლება დაშვება , რომ წიანასაარცევნო ბრძოლა დაემსგავსება კლასიკურ ევროპულ ბრძოლას მემარჯვენეების და მემარცხენეების შორის -----რაც უდავოდ უდიდესი პროგრესი იქნება
აქვე განვიხილოთ ბ.ბ.-ის აზრი იმის შესახებ , რომ ხელისუფლებიდან წამოსვლისას ის მხოლოდ ერთ რამეზე იზრუნებს და იბრძოლებს ----- ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე , რომლის აზრსაც იძულებული იქნება გაითვალისწინოს ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ .როგორ აპირებს ა,ას ბ.ბ.-ი მე არ ვიცი , ყველაზე მარტივი გზა ამისთვის , ჩემი მოკრძალებული აზრით , პროფკავშირების მოძრაობის გაძლიერება , რომელიც შექმნის საზოგადოების ძალიან აქტიურ კრიტიკულ მასას .
აი ეს არის დამიწებული ბ.ბ.-ის ხედვები ........ მისი აზრით შედეგი იქნება შემდეგი , პირობითად შემდეგი არჩევნებისთვის ....
1. მემარჯვენე კოალიციური მთავრობა
2. პარლამეტს გარეთ ძლიერი ოპოზიციური პარტიები , მემარცხენე იდეოლოგიით
3. აქტიური საზოგადოება , პროფკავშირები .
ეს ყველაფერი თავისუფალი მედიის , დამოუკიდებელი სასამართლოს ფონზე ------ ქმნის მშვენიერ სურათს ...ეს ერთხელ თუ დაინახა , იგრძნო , გაითავისა ქართველმა ხალხმა , ის აღარასოდეს დაუშვებს ვინმეს გაბელადებას , ერთი პარტიის დომინირებას პოლიტიკურ სცენაზე .......
ეს არ არის ილიაობა და ერის მამობა ------ ეს პირიქით სერიოზული , პრაქტიკოსი ადამიანის , სრულიად პრაგმატული გათვლა , თავისი საპირწონეებით და ხელისუფლების დაბალანსების ელემენტებით .....