
გაუმარჯოს!
მინდა ერთი–ორი სიტყვა გითხრათ ამ ღონისძიებაზე და მომავალ, ფინალურ ეტაპზე:
ეს დრაგი იყო ყველაზე ცუდი ორგანიზებული (რაც ჩვენ ჩაგვიტარებია) და რატომ:
•
დავიწყეთ 2 საათზე იმის გამო, რომ ავტოდრომმა არ მოგვაწოდა ხმა და ელექტროობა (აპარატურის გასამართად) თავის დროზე.
•
მონაწილების უმრავლესობას ფეხებზე კიდია რეგლამენტი და იციან, რომ უნდა ეხვეწო „შენ შემოგევლე გამოდი შენი ჯერიაო!“... ესე აღარ იქნება!
შემდეგზე დავდგავთ (როგორც წინაზე)
მონიტორს შედეგებისთვის და დაფას, სადაც ჩამოწერილი იქნება ვინ გამოდის შემდეგი, ჩვენ აღარავის აღარ დავუძახებთ,
გამოსვლის
დროს კი ვამცირებთ (1 წუთამდე) არ გამოვა? ჩაეძინა? მოიგო იმან ვინც სტარტზე იდგება!
ესააღონისძიების და მაყურებლის უპატივცემულობა და ესე აღარ იქნება!
• მონაწილეები მაინც დადიოდნენ
ქრონომეტრაჟის გაყვანილობაზე... ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ხელს აწერთ ეგეთი
მოქმედების შემდგომ დაზიანებაზე, რომ
დამზიანებლის ასანაზღაურებელი იქნება მაგ აპარატის რემონტი?
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მონაწილეებს ღონისძიებას ჩაუგდებთ და თანხაც დამზიანებლის დასაბრუნებელი იქნება...
• ძალიან მაწუხებს
E კლასის თემა... მიუხედავად იმისა, რომ გვიან იწყება + ქრონომეტრაჟი უკვე მეორედ გაფუჭდა
ამ მართლა მოწესრიგებული ბიჭების გამოსვლისთვის! დრაგის ფინალურ ეტაპზე გამოსვლებს გავაკეთებთ შემდეგი
თანმიმდევრობით:
A, E, B, C, D. + ყველა მონაწილე ვინც ამ დრაგზე გამოვიდა – ფინალური ეტაპისთვის გადაიხდიან
ღირებულების
50%–ს! და კიდევ BMW–ს ფესტივალზე (22 სექტემბერს) ჩემპიონატს მიღმა ჩაგიტარებთ დრაგს 2 კლასში AWD Absolute & MWD Absolute.
ყველა ზემოთხსენებული ბრაკები მაყურებლის თვალში
ბრალდება ჩვენს კლუბს, რაც სახელს გვიფუჭებს და ამიტომ
ჩვენ მივიღებთ ისეთ მკაცრ ზომებს, რომელსაც შეეწირებიან განებივრებული მონაწილეები თუ
თანამშრომლები, მაგრამ დახვეწავს ამ ღონისძიებას და
წესრიგს ავტოსპორტში!
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და უღრმეს მადლობას გადავუხდი მაყურებელს, რომელიც მიუხედავად
სეზონისა მაინც ბლომად მოვიდა ჩვენს ღონისძიებაზე და
გპირდებით, რომ შემდეგი ღონისძიება
იქნება ყველანაირად დახვეწილი (როგორც დრიფტზე შეგპირდით და შევასრულეთ)!
პ.ს. ძალიან
დიდი მადლობა ჩვენი BMW–ს კლუბის ბიჭებს, რომლებიც დილის 7–დან, 15 საათის განმავლობაში
იდგნენ მზეში იმისთვის, რომ (მიუხედავად შედეგისა) ლამაზად ჩატარებულიყო ეს ღონისძიება!
დრაგის ვიდეოები:Class A:
http://on.fb.me/18S3oAVClass B:
http://on.fb.me/1b1yczZClass C:
http://on.fb.me/16pkTInClass D:
http://on.fb.me/17p1F2Fდრაგის დროები: http://on.fb.me/15lsWXYDrag Racing (სეზონი 2013) ქულები:http://on.fb.me/12zeSEup.s. სურათებს ხვალიდან დავდებთ ჩვენს გვერდზე:
facebook.com/BMW.Georgia This post has been edited by GT_714 on 3 Aug 2013, 01:12