ზურაბ ჟვანიას იუბილის აღსანიშნავად პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება
11:24 07-08-2013
ზურაბ ჟვანიას იუბილის აღსანიშნავად პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება ზურაბ ჟვანიას იუბილის აღსანიშნავად პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის თაობაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
"გთავაზობთ, შეიქმნას კომპაქტური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სექტემბრამდე მოიფიქრებს, კონკრეტულად რა ფორმით და ღონისძიებებით აღვნიშნოთ ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილე დეკემბერში. ამ თემაზე კონსულტაციები მქონდა უმცირესობის წარმომადგენლებთან. გთავაზობთ, რომ შევქმნათ ჯგუფი, რომელშიც მონაწილებას ვთხოვდით მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, დავით ბერძენიშვილს, ირინა იმერლიშვილს, ზურაბ ტყემალაძეს. ჯგუფში მონაწილეობის სურვილი აქვს დავით ონოფრიშვილს. საორგანიზაციო საკითხებისთვის დაგვჭირდება პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ზურაბ მარაქველიძე" , - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით უსუფაშვილი სპეციალურ აქტს გამოსცემს
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...sheiqmneba.htmlგთავაზობთ, რომ შევქმნათ ჯგუფი, რომელშიც მონაწილებას ვთხოვდით მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს
რამხელა ცინიზმია.....
საინტერესოა ამის შესახებ თუ კითხეს ან გოგლა ჟვანიას ან ზურას მეუღლეს ..