რუსთავი 2-ზე გასული მედვედევის ინტერვიუს პარალელურად პირველ არხზე დინამო-სტიაუას თამაშს აჩვენებდნენ, ვინც მიცნობს მიხვდება რის ყურებას ავირჩევდი, მით უფრო რომ მახსოვს ამერიკელი სოციოლოგის ჯორჯ გელაპის იმ ფრაზის პარაფრაზი, რომელიც ტორტის გემოს შეფასებისთვის მთლიანად მის შეჭმას არ ითვალისწინებს და რომ ამისთვის მისი ერთი ნაჭერის დაგემოვნებაც საკმარისია.
აქედან გამომდინარე, ერორზე ფეხბურთის ტაიმებს შორის შესვენების დროს გადმოვერთე და თვალყური მივაპყარ ოდესღაც „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ მედვედევთან ჩაწერილ სრულიად სამარცხვინო ინტერვიუს.
„გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ ტყუილად არ მიხსენებია, ამ ტოფიკის ბოლოს გამცნობთ, თუ საიდან დაიწყო და რაში დეგრადირდა „რუსთავი 2“.
ჰო,
15 წუთი სავსებით საკმარისი იყო დავრწმუნებულიყავი, რომ მედვედევი ახალს არაფერს ამბობდა, იგი კვლავაც მუშაობდა რუსული და ქართული „ბიდლოს“ დაბოლებაზე, რაშიც ხალისით და მიზანმიმართულად ერორიც ხელს უწყობდა.
თუმცა
ერთი სიახლე მაინც დავაფიქსირე.
კერძოდ, შუბლაძის მიერ გაუბედავად დასმულ შეკითხვაზე თუ რას ფიქრობდა იგი, სამხრეთ ოსეთის მხრიდან სასაზღვრო ღობეების აღმართვაზე, მედვედევმა ხელები გაასავსავა და თქვა, ეს საკითხი რუსეთს არ ეხება და რომ ქართველებმა ყველაფერი ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი ურთიერთობებით გაარკვიეთო.
ამ ფრაზამ ჩემთვის ნათელი გახადა გრიგორიჩის „ანალიტიკის“ ის ნაწილი, სადაც ის ამტკიცებს, რომ ვერაფრით ხვდება თუ რატომ უნდა დაჭირდეს რუსეთს ის, რაც ბოლო დროს დიცსა და სხვა ე.წ. მოსაზღვრე სოფლებში მიმდინარეობს.
მართლაც რომ
რუსეთი თურმე არაფერ შუაში ყოფილა და პრეტენზიები ჩვენი ოსსა და აფხაზ „ძმებს“ უნდა წავუყენოთ.
ეს ყველაფერი რაღაც ლოგიკაში ჯდება, მარა შედეგია კატეგორიულად მიუღებელი.
ეს არის და ეს.
დანარჩენი იყო ყველასათვის ნაცნობი რუსული იაფი დემაგოგია და რუსთავი 2-ის მიერ ამ დემაგოგიის ტირაჟირებისთვის გულითადად დათმობილი ეთერი.
ასეთი შედეგი ჩემთვის სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან ერორი არის "ტელევიზია", რომელსაც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის და ნაცმოძრაობის „სირობების“ „გაპრავების“ მეტი არაფერი გაუკეთებია. ბუნებრივია, მან ამ სფეროში არნახულ პროფესიონალიზმს მიაღწია, მაგრამ ყველაფერი დანარჩენის ხარჯზე.
ნაციონალური მოძრაობა და მისი პროკურორი გვარამია, რომელიც 2007 წელს მაშინდელი ოპოზიციის 90%-ს რუსეთის აგენტს ეძახდა, ფილმს ფილმზე იღებდა და დასაჭერად დასდევდა, იგივე ხალხს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სადეპუტატო მანდატების დახევის შემდეგ მუხლებში უვარდებოდა და მხოლოდ პადოშას, ცაგარეიშვილის და ჯონდის გადაბირება და პარლამენტში შეყვანა მოახერხა.
ასეთი ხალხის და მათი გაკეთებული ტელევიზიის ჯერა ვინმეს?
ან კიდევ, 2008-ში გაგანია ომის დროს, ქვეყნის ხერხემლად წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი როცა რუსის ტილიან გენერალს სტალინის ძეგლისა და მაშასადამე გორის ცენტრის დაბობმბვაში ფულს სთავაზობს,
ასეთი ხალხი და მათი ტელევიზია რომელიმე ომს მოიგებს?
ეჰ...
ამიტომ, მეგობრებო არ ინერვიულოთ, რუსთავი 2 იყო და არის ნაგავი პარტიის ნაგავი ტელევიზია და ბოლომდე ასეთად დარჩება..
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...