რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია, ვაჟკაცურს უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, მაღალ შეფასებას აძლევს.
"საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ხომ სიმართლე თქვა: "ეს თქვენ, სააკაშვილო, მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და გააღვივეთ კონფლიქტი". ალბათ, მისთვის რთული იყო ამის თქმა, თუმცა ეს ვაჟკაცური სიტყვებია", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...q-utsodebs.html2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არც თბილისზე შტურმი იყო და არც მიხეილ სააკაშვილის დასჯა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იმის მიზეზი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ დასჯილა, საერთაშორისო ინსტიტუტების არასრულყოფილებაა.
მედვედევის განცხადებით, თავის დროზე კაცობრიობას ეყო ძალა და ნება ჰიტლერის ნაცისტების გასამართლების ნიუნბერგის პროცესზე.
"არის სხვა მაგალითებიც თანამედროვე ტრიბუნალების მიერ მიღებული. ყველაფერი ქვეყნების პოზიციის შეთანხმებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა. რას ვიზამთ, საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს. რაც შეეხება პოლიტიკურ განაჩენს, იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა. სააკაშვილის პოლიტიკურმა ძალამ 2012 წლის არჩევნებში კრახი განიცადა",-განაცხადა მედვედევმა.
მედევდევი, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ შეეძლო არ ჩარეულიყო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში, რადგან ამით უგულებელყოფდა თავისი ქვეყნის მოქალაქეების და ნაციონალურ ინტერესებს.
მედევედევი ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არ იყო მიხეილ სააკაშვილის დამხობა ან დასჯა, არამედ რუსეთის მიზანი იყო "კავკასიაში მშვიდობის დასამყარებელი ოპერაცია" ჩაეტარებინა. მისივე თქმით, სააკაშვილის ბედი ქართველ ხალხს უნდა გადაეწყვიტა და არა რუსეთს.
"ჩვენი მიზანი არ ყოფილა რეჟიმის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სააკაშვილი გასაგები მიზეზების გამო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნებაა. მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ, თუმცა, ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა გაარკვიოს ურთიერთობები თავის ხელმძღვანელობასთან. მე არასდროს არ მიმიცია თბილისში შესვლის, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის და სააკაშვილის დასჯის ბრძანება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვებრძოდით ქართველ ხალხს",-განაცხადა მედვედევმა.
მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქართული მხარე ცხინვალზე თავდასხმაში და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ თავდასხმის შემდეგ მიიღო რუსეთმა გადაწყვეტილება, დაეწყო სამხედრო ოპერაცია.
"ბოლოს კი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეღიარებინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა",-განაცხადა მედვედევმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ilis-dasja.htmlრუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში, ბოლო მომენტამდე იმედი ჰქონდა, რომ საქართველო კონფლიქტის ესკალაციას შეწყვეტდა. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს კონფლიქტი "ღრმად შეიჭრა" მის მეხსიერებაში და მას აგვისტოს დღეები არასდროს დაავიწყდება.
"მე, რა თქმა უნდა, დამამახსოვრდა როგორც დაიწყო ყველაფერი, რა ხდებოდა. დამამახსოვრდა დრამატიზმი ამ ვითარების და აუცილებლობა, მიმეღო არც თუ ისე იოლი გადაწყვეტილება. ეს მართლაც რთული გადაწყვეტლება იყო ჩემს ცხოვრებაში როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ასევე ახალგაზრდა პრეზიდენტის ბიოგრაფიაში, რომელსაც ამ პოსტზე 90-ზე ნაკლები დღე ჰქონდა გატარებული",-განაცხადა მედვედევმა.
მედვედევის განმარტებით, ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთთან ხდებოდა "კონცენტრაცია და ხორციელდებოდა პროვოკაციები", მასთან "საქართველოს მიერ განხორციელებულ თავდასხმამდე", რამდენიმე დღით ადრე მიდოდა.
როგორც მედვედევმა აღნიშნა, მას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს მთავრობას და პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეყოფოდათ გონიერება, არ შეექმნათ ის პრობლემები, რომელიც შექმნეს".
"რაც შეეხება კონფლიქტის ღამეს, იყო სროლა და ვითარება იძაბებოდა. თუმცა, ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდი, რომ ისინი შეჩერდებოდნენ",- განაცხადა მედვედევმა.
როგორც რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, ამ ყველაფერის შემდეგ მას მოუწია "ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება" და ბრძანების გაცემა, დაწყებულიყო საომარი ქმედებები.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არის რთული გადაწყვეტილება და არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ ვუსურვებდი მსგავს რამეს", - განაცხადა მედვედევმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...cherdeboda.htmlსაქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თავად გადაწყვეტენ, როგორ გააგრძელონ ურთიერთობები, კერძოდ, უნდათ თუ არა გაერთიანება. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთი მხოლოდ დაიტოვებს უფლებას, თავისი ნაციონალური ინტერესები დაიცვას.
"ყველაფერი ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს ნებაზე და იმაზეც, თუ ვის აირჩევენ ქვეყნის ხელმძღვანელად", - ასეთი პასუხი გასცა დიმიტრი მედვედევმა კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის წასვლის შემდეგ მოსული ახალი პრეზიდენტი შეძლებს ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობების დალაგებას.
მედვედევის განცხადებით, რუსეთის სურვილია, რომ საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.
"როგორი ფორმით განხორციელდება ეს ურთიერთობები, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამ პროცესებზე გავლენას არ მოვახდენთ, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს",-განაცხადა მედვედევმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...erthianeba.htmlხოოოოდა ძიმა
შენ 0983741483984- კარგის 110419-9013
ვოტ ტაკ