H7N9 ტიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა
7-08-2013, 12:43
მკვლევარები ჩინეთში წარმოქმნილი H7N9 ტიპის ფრინველის გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევის შესახებ იტყობინებიან.
ახლახანს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 32 წლის ქალი მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც მამას საავადმყოფოში ულიდა. მამისგან განსხვავებით, რომელიც დაინფიცირებამდე შინაური ფრინველების ბაზარს სტუმრობდა, ქალს ფრინველთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა მამასთან კონტაქტიდან რამდენიმე დღეში მან ვირუსის სიმპტომები იგრძნო. მოგვიანებით ორივე მათგანი ინტენსიური მკურნალობის პირობებში დაიღუპა.
ორივე პაციენტზე ჩატარებული ტესტის შედეგებმა აჩვენა რომ ვირუსის ტიპები გენეტიკურად იდენტური იყო. ეს კი ამყარებს თეორიას, რომ ქალი პირდაპირ მამისგან დაავადდა და არა ვირუსის სხვა რომელიმე წყაროდან.
BBC-ის ინფორმაციით, მანამდე H7N9 ტიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აქვე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ვირუსმა ადამიანებში ადვილად გავრცელების უნარი გამოიმუშავა.
30 ივნისის მონაცემებით, აღმოსავლეთ ჩინეთში H7N9-ის 133 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 43 ფატალური შედეგით დასრულდა. დაავადებულთა უმეტესობა დაინფიცირებამდე ფრინველების ბაზარში იმყოფებოდა ან შინაურ ფრინველებთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.
http://timer.ge/11497-h7n9-tipis-virusis-a...dafiqsirda.html
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...