პრიორიტეტული უნივერსიტეტების სია, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, კონკურსის შედეგების გაუმჭვირვალობა - საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველ სტუდენტთა ნაწილი ამ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.2010 წლიდან 2014 წლის გაზაფხულამდე სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - “ცოდნის კარის” დახმარებით შეეძლოთ საზღვარგარეთ სწავლისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვება. გაზაფხულზე ეს პროექტი დაიხურა და “განათლების საერთაშორისო ცენტრი” შეიქმნა. ეს ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების ნაწილია და 2014 წლის მაისიდან სწორედ ის ზრუნავს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა დაფინანსებაზე.
ილია არონიამ აშშ-ში, სენტ ჯონის უნივერსიტეტში “ფილოსოფიის, პოლიტიკის, კლასიკისა და მათემატიკური მეცნიერებების” ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე 2013 წლის შემოდგომაზე ჩააბარა. უნივერსიტეტმა ის თავდაპირველად სრულად დააფინანსა, თუმცა მეორე სემესტრზე გადასვლისას შეიტყო, რომ დაფინანსების წესი შეიცვალა, რის შემდეგაც სწავლის საფასურის 10%–ის გადახდა თვითონ მოუწევდა, რაც წელიწადში 15 000$–ს აღწევს."
მოკლედ, "ცოდნის კარი" ბაკლავრიატში სწავლას აფინანსებდა, "განათლების საერთაშორისო ცენტრი"-მარტო მაგისტრატურა/დოქტორანტურას.
ბაკალავრიატის 1 კურსის სტუდენტს, ილია არონიას დაფინასების წესი შეუცვალეს და 15,000 აშშ დოლარს ახდევინებენ.
რა მაინტერესებს იცით?
განა რამდენი მოსწავლეა ისეთი, ბაკალავრიატში საზღვარგარეთ ჩვენი მთავრობის ხარჯზე რომ სწალობს, და განა რამდენია მათი სწავლის 10%!!!
არ შეიძლება ეს მაგისტრატურა/დოქტორანტურის წესი ახალ სტუდენტებს შეეხოთ და არა იმათ, ვინც უკვე ჩააბარა?
აი ბოლომდე რამე კარგად რომ გააკეთონ არა რა..
http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/34631/აი ბოლომდე