უფლებადამცველთა გაერთიანება - 2013 წლამდე დანაშაულის
აღრიცხვისა და გაშუქების მაჩვენებელი ხელოვნურად იყო შემცირებული
12:08 12.09.2013
"უფლებადამცველთა გაერთიანებამ” მედია მონიტორინგის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოპოვებული ინფორმაციებისა და სხვა სახის კვლევების შედეგად, 2009 -2013 წლებში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობისა და მედიაში გაშუქებული ფაქტების თანაფარდობასთან დაკავშირებით, ანგარიში შეადგინა.
ანგარიში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ეხება, როგორიც არის ყაჩაღობა, მკვლელობა და გაუპატიურება.
„აღნიშნული ანგარიშის მომზადების ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის ინფორმაციები, რომელიც პოლიტიკური პარტიების და სხვადასხვა მედია საშუალებების მხრიდან ვრცელდება იმის შესახებ, რომ საქართველოში კრიმინალმა მოიმატა და რომ ამ ინფორმაციას მედია, საზოგადოებას უმალავს. ამ თემით ხშირად ხდება სპეკულირება და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ქვეყანაში ნეგატიური ფონის შექმნას ხელოვნურად ცდილობენ. ამ კვლევის შედეგად ნათლად გამოჩნდა თუ როგორ უმალავდა მედიას გასულ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარი დანაშაულების შესახებ ინფორმაციას“ - აცხადებენ ორგანიაზაციაში.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების” მიერ, დრეს წარმოდგენილი ანგარიშის ტანახმად, 2009 წელს ყაჩაღობის 726 ფაქტი მოხდა, საიდანაც 111 გაშუქდა; ასევე, მოხდა 121- მკვლელობა და გაშუქდა 76; ამავე წელს, დაფიქსირდა გაუპატიურების 58 ფაქტი, გაშუქდა 7.
მთლიანად კი, 2009 წელს, მასმედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებელი 21 %-ს შეადგენს.
აღნიშნული მჩვენებლები წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
2010 წელი
ყაჩაღობა 375, გაშუქდა 49 ფაქტი; მკვლელობა 180, გაშუქდა 66 ფაქტი; გაუპატიურება 65, გაშუქდა ერთი ფაქტი;
2010 წელს მასმედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებლი 18 %-ს შეადგენს.
2011 წელი
ყაჩაღობა 259, გაშუქდა 35 ფაქტი; მკვლელობა 108, გაშუქდა 74 ფაქტი; გაუპატიურება 64, გაშუქდა 5 ფაქტი;
2011 წელს მასმედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებლი 26,4%-ს შეადგენს.
2012 წელი
ყაჩაღობა 331, გაშუქდა 39 ფაქტი; მკვლელობა 115, გაშუქდა 54 ფაქტი; გაუპატიურება 82, გაშუქდა 3 ფაქტი;
2012 წელს მასმედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებლი 18 %-ს შეადგენს.
2013 წლის 7თვის მონაცემები
ყაჩაღობა 212, გაშუქდა 39 ფაქტი; მკვლელობა 52, გაშუქდა 50 ფაქტი, გაუპატიურება 38 გაშუქდა 7.
2013 წელს 7 თვის განმავლობაში, მედიაში დანაშაულის გაშუქების ჯამური მაჩვენებელი 31,7% - ია, რაც წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„2009-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულისა და ამავე პერიოდში ნიუსის სახით განთავსებული ინფორმაციის თანაფარდობა კი ასე გამოიყურება:
1. ყაჩაღობა 1711, გაშუქდა 77 ფაქტი;
2. მკვლელობა 524, გაშუქდა 121 ფაქტი;
3. გაუპატიურება 269, გაშუქდა 1 ფაქტი;
2009-2012 წლებში ვებ-გვერდზე police.ge ნიუსის სახით განთავსდა შემთხვევათა მხოლოდ 7%.
2013 წელს 7თვის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობისა და ვებ-გვერდზე ამავე პერიოდში ნიუსის სახით განთავსებული ინფორმციის თანფარდობა:
1. ყაჩაღობა 212, გაშუქდა 17 ფაქტი,
2. მკვლელობა 52 გაშუქდა 30,
3. გაუპატიურება 38 გაშუქდა 3.
2013 წლის 7 თვის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულიდან ვებ-გვერდზე police.ge ნიუსის სახით განთავსდა შემთხვევათა 16,5%. შედარებისათვის 4 წლის განმავლობაში 2009-2012 წლებში ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ჯამური მაჩვენებლი 7%-ს შეადგენს, რაც 2013 წლისათვის შსს-ს მეტ გამჭირვალობაზე მიუთითებს“ - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით ნაკლები დანაშაულის არსებობა და დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლა იმაზე მიუთითებს, რომ შსს-ს მხრიდან გატარებულმა ღონისძიებებმა, თანამშრომლების გადახალისებამ და ახალი მატერიალურ – ტექნიკური ბაზის შექმნამ შედეგი გამოიღო.
„ამას უნდა დაუმატოთ ისიც, რომ საქართველოს საპატიმროები ათასობით პატიმარმა დატოვა და თუ გავითავლისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას, როდესაც ამდენი პატიმარი ტოვებს საპატიმროს, რისკი იმისა რომ დანაშაულებები მოიმატებს, ძალზედ მაღალია. მაგრამ შსს-ს მხრიდან გატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულმა კი არ მოიმატა, არამედ იკლო.
სწორედ ესაა შედეგი იმისა, რომ საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მაღალია, რასაც შსს-ს მიერ ვიზიტორთა შესახებ გამოქვეყნებული ციფრებიც ადასტურებს: იანვარ-აგვისტოს პერიოდში 3 568 518 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 26,4%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან, აქედან ტურისტი - 1 415 215 ადამიანია“ - განაცხადა მჟავანაძემ.
http://www.newspress.ge/samarthali/27302-u...-aqveynebs.htmlჩემი ვანო ამას არ იკადრებდა !!
სათაური შემეშალა
This post has been edited by ბექექს on 12 Sep 2013, 14:36
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ