მინდა შემოგთავაზოთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ჩემი პირადი დაკვირვება და მნიშვნელოვანი ფაქტების მცირე ნაწილის და არა ყველასი, მოკლე ანალიზი. ამ საქმესთან და ამ ხალხთან ვინც ამაშია გარეული მე პირადად არასოდეს არანაირი კავშირი არ მქონია. უბრალოდ ზვიად გამსახურდიას პიროვნებას დიდ პატივს ვცემ, ბევრი მიზეზის გამო და მისი იდუმალებით მოცული გარდაცვალება და ამ საკითხის ყოველმხრივი, ყოვლისმომცველი დეტალური ანალიზი და კვლევა, ჩემი ერთ-ერთი ინტერესის სფეროა. აუცილებლად უნდა დადგინდეს სიმართლე, რადგანაც საზოგადოება მოითხოვს ამას და ეს სიმართლე არის საკმაოდ მწარე და ტრაგიკული, რომ გამსახურდია ჯერ ცემეს და აწამეს,მერე კი მოკლეს. როსტოვის დასკვნაში სწორად წერია, რომ მარჯვენა საფეთქელში ნასროლი ტყვია მარცხენა მხარეს მარცხენა საფეთქლის ქვემოთ, მარცხენა ლოყის ზედა ნაწილში გამოვიდა. რაც ჯიხაშკარში გადაღებულ ვიდეოებზეც კარგად ჩანს - მარჯვენა საფეთქლის შემავალი და მარცხენა ლოყაზე გამომავალი ჭრილობა. ეს იყო მეორე ტყვია, რომელიც უკვე მკვდარ გამსახურდიას ესროლეს, თვითმკვლელობის ინსცენირების მიზნით. აგრეთვე არსებობს სხვა ჭრილობაც კისრის ზედა ნაწილში მარჯვენა მხარეს ნიკაპის ქვემოთ. ეს არის პირველი ტყვიის შემავალი ჭრილობა, რომელიც თავის უკანა მარცხენა მხარეს, თავის ძირში გამოვიდა. კისრის ჭრილობა კარგად ჩანს ჯიხაშკარის ვიდეოებში იხ. ჩემს მიერ შეკრებილი ვიდეო მასალა yutube.com-ზე კერძოდ:
http://www.youtube.com/watch?v=Uc3CGMtbMog იქ ნახავთ ყველა ამ მასალას, რომლის ნაწილიც არაერთხელ გექნებათ ნანახი. თავის უკან გამომავალი ხვრელი რა თქმა უნდა ჯიხაშკარში გადაღებულ ვიდეოებში არ ჩანს, მაგრამ ამას ადასტურებენ მოწმეები: ცოლ-ქმარი ღურწკაიები, კარლო ღურწკაია ამბობს მოვკიდე ხელი და თავში ხელი შემივარდაო. სოსო თორია ამტკიცებს, რომ გროზნოში დუდაევთან დაახლოებულმა პირმა მალულად აჩვენა ზვიადის ცხედარი და დათვალიერებისას აღმოაჩინა არა მარტო მარჯვენა საფეთქლის და მარცხენა ლოყის შემავალ-გამომავალი ნატყვიარი, არამედ კისრის შემავალი და თავის უკან გამონგრეული ხვრელები, იგივეს ამტკიცებს ექიმი დავით ჯალაღონია, რომელმაც ახალ გარდაცვლილ ზვიადს ბალზამირება ჩაუტარა, რომელიც ამბობდა თავი ჰქონდა უკან გამონგრეულიო. სიცოცხლის ბოლო წლებში პათანატომმა თამარ დეკანოსიძემ დუმილი დაარღვია და ჟურნალისტებს განუცხადა ზვიადის თავის ქალაზე ორი ტყვიის კვალი აღენიშნებოდაო და ე. ი. ორჯერ არისო ნასროლი. თქვენ წარმოიდგინეთ და ავთო იოსელიანს ბოლო წლებში აერია ტყუილ-მართალი და ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ საფეთქელში ნასროლი ტყვია თავის უკან გამოვიდაო. სინამდვილეში კისერში ნასროლი ტყვია გამოვიდა თავის უკან. ხოლო მარჯვენა საფეთქელში ნასროლი ტყვია კი მარცხენა ლოყაზე გამოვიდა. გუგუშვილი, მარგიანი და სხვები ამტკიცებდნენ, რომ მარჯვენა საფეთქელში ნასროლი ტყვია მარცხენა ყურის წვერში გამოვიდაო, რაც სიცრუეა. ჯიხაშკარის ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მარცხენა ყურის წვერი არ არის დაზიანებული. გურამ შარაძემ ჯიხაშკარში ახლო მანძილიდან კარგად დაინახა მარცხენა ლოყაზე გამომავალი ნატყვიარი. როსტოვის დასკვნაში თავის უკანა თავის ქალის დაზიანებაზეც არის ლაპარაკი, რაც შეეხება კისრის წინა შემავალ ხვრელს, ამაზე როსტოვის დასკვნაში იმიტომ არაფერს ამბობენ, რომ კისერში ნასროლმა ტყვიამ წინიდან რბილობში გაიარა და რადგან წინ ძვალი არ არის იმ ადგილას და ამდენი წლის შემდგომ ცხედარი მთლიანად სკელეტირებული იყო. ამიტომაც არაფერს ამბობენ როსტოვის დასკვნაში კისრის ნატყვიარზე.
ასე რომ საქმე შემდეგში იყო: როცა ჯიხაშკარიდან ძველი ხიბულისკენ მიმავალ გზაზე ზვიადს და მის თანმხლებ პირებს გულუას დაქირავებული მკვლელები დახვდნენ, რადგანაც ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და იქ ელოდებოდნენ. როცა დააკავეს, ამის შემდგომ დაუწყეს სასტიკი ცემა და წამება, რადგანაც შევარდნაძე მისგან მოითხოვდა გადამდგარიყო და გადადგმის წერილი თავის ხელით დაეწერა. ამით მოხდებოდა შევარდნაძის ლეგიტიმაცია. ზვიადმა ეს არ გააკეთა, ამიტომაც აწამეს. ცნობილია მის სხეულზე ანუ გამსახურდიას სკელეტს როსტოვის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღენიშნება მრავალმხრივი მოტეეხილობები. გულუას დაქირავებულ მკვლელებს დრო ცოტა ჰქონდათ, ამიტომაც როცა არაფერმა გაჭრა, კისერში ესროლეს პირველი ტყვია და მოკლეს (არ არის გამორიცხული შეხლა-შემოხლის დროს და ზვიადის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის პროცესში ესროლეს დაუგეგმავად კისერში). რაც შეეხება ზვიადის თანხმლებ პირებს, ძმებმა ჩუხუებმა როგორც ირკვევა ძალიან ცუდი როლი ითამაშეს ამ საქმეში. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ჩუხუებმა ყველაფერი წინასწარ იცოდნენ. გუგუშვული, მარგველანი და გვანცელაძეც ამ დროს იქ იყვნენ და მათზეც იარაღი იყო მიშვერილი, ისინიც დატყვევებულები იყვნენ და მათზეცდ ხორციელდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. როცა ზვიადი მოკლეს, შემდეგ მათზე განხორციელდა ყველანაირი ფიზიკური ზემოქმედება და ისინიც ბოლოს და ბოლოს დაითანხმეს თანამშრომლობაზე. მათ იმ მომენტში საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნება ადარდებდათ, ამიტომაც დათანხმდნენ, რომ ყოველთვის და ყველგან იტყოდნენ, რომ ზვიადმა თავი მოიკლა. ასე რომ ზვიადის დაცვის წევრები მკვლელობის თანამონაწილეები კი არ არიან, არამედ სიტუაციის მძევლები და მსხვერპლნი არიან. ისინი ზვიადის მკვლელობის მოწმეები არიან, მათი თანდასწრებით ჯერ ცემეს, თან აწამეს და მერე მოკლეს ზვიადი. ზვიადის თანმხლები პირებიც ცემეს და აწამეს, შეაშინეს, დააშანტაჟეს, მორალურად და სულიერად გატეხეს, ოჯახის წევრების დახოცვით დაემუქრნენ და ეს ყველაფერი განახორციელეს შევარდნაძე-გულუას დაქირავებულებმა და სპეცსამსახურის თანამშრომლებმა. იგივე განხორციელდა ბურჯანაძე და კეკენაძის მიმართ ოდნავ მოგვიანებით. ამიტომაც ყველა მათგანმა საბოლოოდ უვნებლად დატოვა საქართველო. მკვლელობის შიშით, სირცხვილის შიშით და ბევრი სხვა მიზეზის გამო ყველა მათგანი დღემდე ამტკიცებს, რომ ზვიადმა თავი მოიკლაო. ამდენი წლის მანძილზე სულ ამ სპეცსამსახურების და მკვლელების კონტროლის ქვეშ იყვნენ და ეხლაც ძნელია მათთვის, რომ მთელ საქართველოს, თავიანთ ნაცნობ-მეგობრებს, ნათესავებს ამდენი წლის მანძილზე უმტკიცებდნენ და იფიცებოდნენ ზვიადმა თავი მოიკლაო, ეხლა გამოვიდნენ და თქვან ზვიადი ჩვენ თვალწინ მოკლესო, მათვის ეს ძალიან ძნელია. თუმცა უნდა მიხვდნენ, რომ სიმართლის აღიარება ჯობია, რადგანაც ზვიადის მკვლელობის ფაქტი აუცილებლად დამტკიცდება და ზვიადის ჭეშმარიტი პატივისცემა თუ შერჩენიათ ბოლოს და ბოლოს უნდა თქვან სიმართლე. შევარდნაძის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა იგივე ზეწოლა განახორციელეს ექიმ დავით ჯალაღონიას მიმართ, რომელმაც ახალგარდაცვლილ ზვიადს ბალზამირება ჩაუტარა. ექიმმა ჯალაღონიამ თავისი სიკვდილის ბოლო პერიოდში დაარღვია დუმილი და ბოლოს და ბოლოს თქვა სიმართლე, რომ ზვიადს თავის უკანა მარცხენა მხარეს თავი ჰქონდაო გამონგრეული, რაც ფაქტიურად როსტოვის ექსპერტიზის დასკვნიდანაც ჩანს.
ზვიადის მკვლელობის შემდგომ თვითმკვლელობის ინსცენირების მიზნით უკვე გარდაცვლილ ზვიადს მეორეჯერ ესროლეს ტყვია მარჯვენა საფეთქელში. აქაც შეცდომა დაუშვეს მკვლელებმა, რადგანაც ძალიან ჩქარობდნენ და ღელავდნენ, რადგან მკვლელს იარაღი არასწორად ეჭირა და ტყვია იმის მაგივრად რომ მარცხენა საფეთქელზე ან მარცხენა ყურის წვერში გამოსულიყო, რადგან იარაღის დახრის კუთხე თვითმკვლელისთვის არასწორი და არაბუნებრი იყო, ამიტომაც ტყვია მარცხენა ლოყაზე გამოვიდა ანუ ტყვიის ტრაექტორია როსტოვის დასკვნის მიხედვით იყო ზემოდან ქვემოთ, წინიდან უკან. თვითმკვლელი ამ სიმძიმე იარაღს ხელში ისე ვერ დაიჭერს, რომ ტყვიამ ასეთი არაბუნებრივი მიმართულებით გაიაროს. როცა უკვე გარდაცვლილ ზვიადს მეორეჯერ ესროლეს ტყვია მარჯვენა საფეთქელში, ამის შემდგომ ასე მკვდარი მიიტანეს ღურწკაიების სახლში. ღურწკაიების სახლიც სპეციალურად იყო შერჩეული ამ საქმისთის. ღურწკაიები სხვადასხვა დროს განსხვავებულად აღწერდნენ სიტუაციას, ერთგან იმასაც ამბობდნენ, რომ სტუმრები რომ მოვიდნენ ერთ-ერთ მათგანზე რომელსაც უშანკა ეხურაო გვითხრეს ეს გამსახურდიააო და სახე გარკვევით არ დაგვინახიაო. კომისიის დასკვნით ზვიადს უშანკა არ ხურებია და როგორც ღურწკაიები მის ჩაცმულობას აღწერენ ზვიადს ასე არ ეცვა, ადრე ლუდმილა ღურწკაიას ისიც ათქმევინეს, რომ ზვიადს ჩაი მე მივართვიო. აქ აღსანიშნავია მთავარი მომენტიც ღურწკაიების სახლი ამ მიზნისთვის სპეციალურად იყო შერჩეული. რადგან ამ სახლს მეორე სართულზე ორი ასასვლელი აქვს ერთი შიდა კიბე და მეორე ყურადღება მიაქციეთ გარე ანუ ეზოს მხრიდან ადიხარ მეორე სართულზე ისე, რომ სახლში შესვლა არ გჭირდება. აი რისი თქმა მინდა ჯერ ზვიადის თანმხლები პირები მივიდნენ ღურწკაიებთან და ვიღაცა პრეზიდენტად მოაჩვენეს ღურწკაიებს. მერე მოგვიანებით ღამით როცა მასპინძლებს ეძინათ სახლის ეზოდან გარე კიბის საშუალებით მასპინძლებისგან მალულად აიტანეს მკვდარი გამსახურდია მეორე სართულზე.
რაც შეეხება მკვლელობის შემდგომ განითარებულ მოვლენებს. დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოძია გროზნოს პერიპეტიები და გამოიძია, რომ გროზნოში ზვიადის გადასვენების შემდგომ მის ცხედართან არავინ მიუშვეს, არავის მისცეს უფლება საგულდაგულოდ და დაწვრილებით დაეთვალიერებინათ ზვიადის ცხედარი და განსაკუთრებით თავის მიდამოები. არის ასეთი ინფორმაციებიც, რომ ჯიხაშკარში ამოთხარეს მისი საფლავი და კისრის ნატყვიარი და მარცხენა ლოყის ნატყვიარი ამოკერეს. ამაზე მოგვიანებით მიუთითებდა გურამ შარაძეც. როცა ამბობს ჩეჩნეთიდან ჩამოსულ იანდარბიევის დელეგაციის ვიზიტის დროს, როცა ზვიადის გადსვენება უნდა მომხდარიყო გროზნოში, ეს უკვე თებერვალში ხდება, იგი ამბობს, რომ როცა კუბოს გადახადეს თავიო ერთ-ერთ გვარდიელმა მეორეს გადაულაპარაკაო და მან ეს გაიგონა, რადგან ახლოს იდგა მათთან, რომ რამოდენიმე დღის წინათაც იგივენაირად გამოიყურებოდაო ზვიადის ცხედარიო. აგრეთვე პათანატომი თამარ დეკანოსიძე მოგვიანებით რამდენიმე წლის წინ, საკუთარ გარდაცვალებამდე იტყვის, რომ კისერის ამ ნატყვიარს მარჯვენა კუთხეში აქვსო ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი უცხო ქსოვილიო, იხ. შესაბამისი ვიდეო.
http://www.youtube.com/watch?v=Uc3CGMtbMog ე. ი. რა მოხდა, მკვლელობის შემდგომ პერიოდში გროზნოს დელეგაციის ჩამოსვლამდე და გროზნოში გადასვენების წინა პერიოდში ჯიხაშკარის საფლავი გახსნეს ჩუმად და ზვიადის კისრის და ლოყის ნატყვიარები ამოკერეს, შესაძლებელია მისი კისრის ნატყვიარი რაღაც ადამიანის კანის მსგავსი ნივთიერებით ხელოვნურად ამოუვსეს მიცვალებულს. რათა ვიდეოებზე მაინც არ დაფიქსირებულიყო ეს ხვრელები. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ამოკერილი ნატყვიარები მაინც გაიწია, რადგანაც მიცვალებულის კანი ნელ-ნელა ჭკნება და იხრწნება და შესაბამისად კანი მაინც გაიწია და ამიტომაც ჭრილობები მაინც გაიხსნა. ამიტომაც ჯიხაშკარის გროზნოში გადასვენების ვიდეოებში მაინც კარგად გამოჩნდა ეს ორი ტყვიის შემავალ- გამომავალი ხვრელები. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ შევარდნაძის რეჟიმმა იმიტომ დაუშვა ვიდეო გადაღება ჯიხაშკარის საფლავიდან გროზნოში გადასვენების წინ, რომ მათ ნამდვილად არ ეგონათ და ბოლომდე ვერ გათვალეს, რომ ეს ამოკერილი თუ ადამიანის კანის მსგავსი ნივთიერებით შევსებული, ეს ორი ტყვიის ხვრელი, კისრის და ლოყის. მიცვალებულის სახეზე კვლავ გაიწეოდა და გამოჩნდებოდა, ეს რომ გაეთვალათ და წინასწარ სცოდნოდათ კვლავ იგივე მიზეზს მოიგონებდნენ და ვიდეო გადაღებას წინასწარ აკრძალავდნენ. გროზნოში გადასვენების შემდგომ, ხომ არ არის ზვიადის თავის და სახის ამსახველი ვიდეო კადრები, რომელიც წესით გროზნოშიც უნდა გადაეღოთ, მაგრამ შევარდნაძე-დუდაევის შეთანხმებით და არჩვაძის თანხმობით გროზნოში ვიდეო გადაღება არ მომხდარა. ჯიხაშკარში რამდენიმე ოპერატორი აწარმოებდა გადაღებას, რასაც ავთო იოსელიანიც აცხადებს. ორი ოპერატორი ჩეჩნეთის დელეგაციას ჩამოყვა, ერთი მათ შორის ლიტველი იყო. საქართველოს ტელევიზიასაც, ჰყავდა გაგზავნილი თავისი ოპერატორი, სინამდვილეში კი ის იყო შევარდნაძის რაჟიმის ოპერატორი უშიშროების თანამშრომელი. ამის შემდგომ საქართველოს მოსახლეობას იმ დღეებში ტელევიზიით სწორედაც ამ უშიშროების ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები აჩვენეს. სადაც აშკარად ეტყობოდა, რომ კისრის და ლოყის მიდამოები დაბურულად ჩანს. ვითომდაც სახეზე მიცვალებულს ობი გადაფარვიაო და ეს ყველაფერი ვითომც ობის ბრალი ყოფილიყოს, სწორედაც ამ ჭრილობების ანუ კისრის და ლოყის მიდამედამოებში. სინამდვილეში ვიდეო ფირი თბილისში უშიშროებამ დაამონტაჟა და ფირზე ჭრილობის ადგილები უშიშროებამ განგებ დაბურა და გააბუნდოვნა, რომ ორი ნატყვიარის კვალი არ გამოჩენილიყო. სწორედაც ასეთი დამონტაჟებული ფირი უჩვენეს იმ ავბედით დღეებში საქართველოს მოსახლეობას სამთავრობო არხზე. ამოიღეთ მაშინდელი არქივი და დარწმუნდებით ამაში. შემდგომ წლებში სიმართლემ მაინც თავისი გაიტანა და საზოგადოებაში მაინც შემოაღწია, იმ დაუმონტაჟებელმა ვიდეო ფირებმა, რომელიც მაშინ ლიტველმა და ჩეჩნეთიდან ჩამოსულმა ოპერატორებმა გადაიღეს, რომელიც მაშინ გადამალული ჰქონდათ. სწორედ ეს ვიდეო ფირები ტრიალებს ეხლა სოციალურ ქსელებში და დოკუმენტურ ფილმში "დინების საწინააღმდეგოდ", სადაც საკმაოდ მკაფიოდ და გარკვევით ჩანს ზვიადის სახეზე და თავის მიდამოებში არსებული ჭრილობები. ესენია: პირველი ტყვიის შემავალი ხვრელი, რომელიც მარჯვენა კისერში ნიკაპის ქვემოთ ესროლეს და რომელიც თავის უკანა მარცხენა ფუძეზე გამოვიდა. კისრის შემავალი ხვრელი ვიდეოზე გარკვევით ჩანს, ხოლო თავის უკანა გამომავალი ხვრელი ვიდეოზე ვერ გამოჩნდებოდა, რადგან მიცვალებულს თავი უდევს ქსოვილზე. ვიდეოზე გარკვევით ჩანს აგრეთვე მეორე ტყვიის შემავალი და გამომავალი ხვრელები. მეორე ტყვიის შემავალი ხვრელი მდებარეობს მარჯვენა საფეთქელზე, ხოლო გამომავალი მარცხენა საფეთქლის გაცილებით ქვემოთ, მარცხენა ლოყის ზედა ნაწილში და არავითარი გამომავალი ხვრელი არ არის მარცხენა ყურის წვერში, როგორც უნდათ მოგვაჩვენონ გუგუშვილმა, მარგიანმა და სხვებმა. მარცხენა ყურის წვერში არა თუ ხვრელი მნიშვნელოვანი დაზიანებაც კი არ არის.
კიდევ ერთი მთავარი დეტალი, იანვრის დასაწყისიდან შევარდნაძემ დაიწყო ინტენსიური საიდუმლო მოლაპარაკებები დუდაევთან გროზნოში. იანვრის დასაწყისში თბილისში საიდუმლოდ ჩამოფრინდნენ ზელიმხან იანდარბიევი და დუდაევის თანაშემწე გელან ახმადოვი. დაიწყო საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები ზვიადის ცხედრის გადაცემა არ გადაცემის თაობაზე. დუდაევისთვის რა თქმა უნდა უკვე ცნობილი იყო, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ზვიადი მოკლული იყო. შევარდნაძის ულტიმატუმი შემდეგში მდგომარეობდა, რომ თუ გინდათ გადმოგცეთო ცხედარი, მაშინ საქართველოშიც და ჩეჩნეთშიც თუ ჩატარდებოდა ექსპერტიზა, მაშინ ყალბი დასკვნა, თვითმკვლელობის ვერსია უნდა დადებულიყო. რისიც დუდაევი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ჩეჩნეთში ყალბი ექსპერტიზის ჩატარების თანხმობას დუდაევი არ იძლეოდა. თუ გროზნოში დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდებოდა ყველაფერი ცნობილი გახდებოდა და არც დუდაევი მისცემდა უფლებას ექსპერტებს ექსპერტიზა გაყალბებულიყო და მკვლელობის ნაცვლად თვითმკვლელობის დასკვნა დადებულიყო. შევარდნაძის მეორე ულტიმატუმი იყო, მაშინ საერთოდ არ ჩატარებულიყო არანაირი ექსპერტიზა. მას ექსპერტიზა არ უნდა ჩაუტარდესო არცერთ შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ზვიადის ცხედარს გადამალავდნენ და სამუდამოდ გააქრობდნენ და საერთოდ დაიკარგებაო სამუდამოდო. მის საფლავს, ხომ ხუნტა საიდუმლოდ დარაჯობდა ჯიხაშკარში, საფლავის ადგილსამყოფელი ხუნტამ მშვენივრად იცოდა, რადგანაც მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა სამეგრელოში ყველაფერი და მათი მითითებით დაასაფლავებინეს ზვიადის დაცვას, ცხედარი ჯიხაშკარში. მთელი თვენახევარი იანვრის დასაწყისიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე მიმდინარეობდა დაძაბული მოლაპარაკება, დუდაევმა საბოლოოდ პრაგმატული პოლიტიკა ამჯობინა, რადგან იძულებული გახდა. დუდაევმა ბევრი იფიქრა და ბოლოს დაეთანხმა, ისევ და ისევ ცხედრის გადარჩენის მიზნით, თანაც ზვიადისტური მოძრაობა უკვე დამარცხებული იყო და დუდაევს ასე თუ ისე ახალი რეჟიმი შეიძლება დასჭირვებოდა თუნდაც იარაღის და ცოცხალი ძალის ტრანზიტის თვალსაზრისით საქართველოს გავლით ჩეჩნეთისკენ. ბევრი მებრძოლი გადაადგილდებოდა იმ პერიოდში, საქართველოს გავლით ჩეჩნეთისკენ და იარაღის შეტანის იმედიც ქონდა დუდაევს მესამე ქვეყნებიდან საქართველოს გავლით ჩეჩნეთისკენ, თანაც დუდაევი რუსეთთან გარდაუვალი ომის მოლოდინში იყო და არანაირად არ აწყობდა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთნ ურთიერთობა სამუდამოდ გაეფუჭებინა. მითუმეტეს ზვიადის მომხრეებს უკვე ის რესურსი აღარ ჰქონდათ, რომ ხელისუფლება კვლავ დაებრუნებინათ. ასე თუ ისე ბოლოს და ბოლოს დუდაევი დაითანხმეს, რომ ექსპერტიზა არ უნდა ჩატარებულიყო და ყველფერი ვითომდაც მანანას დაბრალდებოდა, რომ მანანა არისო ექსპერტიზის წინააღმდეგიო.
ზუსტად არ ვიც როგორ დააშინეს, დააშანტაჟეს, მოატყუეს და კიდევ როგორ დაარწმუნეს და აიძულეს მანანა არჩვაძე, რომ მან დაიჩემა არც საქართველოში და არც გროზნოში არ ჩატარებულიყო ცხედარზე ექსპერტიზა. ასე რომ მანანა რატომ იყო ექსპერტიზის წინააღმდეგი ეს ცალკე მსჯელობის საგანია. მანანას ამ გადაწყვეტილების მიღებაში ყველაფერთან ერთად კიდევ ერთმა გარემოებამ იქონია გავლენა. აი ეს გარემოება, ზვიადის მკვლელობის პირველივე დღეეებიდან შევარდნაძის მითითიბით მისმა აგენტებმა, აგრეთვე გადაბირებულმა, დავერბოვკებულმა, დაშინებულმა, მოტყუებულმა და სხვა პირებმა დაიწყეს გავრცელება ჭორის, რომ ზვიადი ცოცხალია და ეს თვითმკვლელობა ზვიადის მიერ დადგმული სპექტაკლიაო. ალბათ ჩეჩნეთში შეგზავნილმა შევარდნაძის მსტოვარმა ურჩია მანანას, რომ ზვიადი ცოცხალი ჰგონია ხალხსო და თუ ექსპერტიზა ჩატარდება გაირკვევა, რომ ცხედარი ზვიადს ეკუთვნის და იმ ხალხს ვისაც სჯერავს, რომ ზვიადი ცოცხალია იმედს ნუ მოუკლავო. თანაც მანანას უთხრეს ეხლა შენ უნდა იყო წინააღმდეგობის ლიდერი და თუ ბევრს ეგონება, რომ ზვიადი ცოცხალია კიდევ უფრე მეტ მომხრეს შეიძენ დაქსაქსულ კანონიერი ხელისუფლების მომხრე ძალებშიო და ყველას ეგონება რომ შენ ზვიადის მითითებით მოქმედებო და ამით კიდევ უფრო მეტ მომხრეს შეიძენო მომავალში. სწორედ მანანას უშუალო მომხრეებში იყო ყველაზე მეტი რწმენა იმისა, რომ ზვიადი ცოცხალიაო. დააკვირდით არსად კატეგორიულად არ უცხადებდა თავის უშუალო მომხრეებს მანანა, რომ ზვიადი ნამდვილად მკვდარია და ჭორს ნუ ავრცელებთ, რომ თითქოს ცოცხალიაო. დაუკვირდით აგრეთვე მანანა ფაქტიურად არ თანამშროლობს არც ერთ დამოუკიდებელ ჟურნალისტთან, თუნდაც კომისიასთან რომელიც იკვლევს პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს. არც არასოდეს არ იძლევა ღირებულ ინფორმაციას გროზნოში პრეზიდენტის ცხედრის გარშემო რა ხდებოდა სინამდვილეში, რომ ცხედართან დუდაევის უშუალო ბრძანებით არავის უშვებდნენ, რადგანაც დუდაევი შევარდნაძესთან დადებულ შეთანხმებას ასრულებდა. ამავე დროს განსაკუთრებით ბოლო წლებში უკვე არჩვაძე კატეგორიულად აცხადებს, რომ ზვიადი მოკლესო. ამავე დროს 2007 წელს თბილისში პრეზიდენტის გადმოსვენებისას ექსპერტიზაზე კვლავ უარი განაცხადა და ამით შევარდნაძეც გაახარა და სააკაშვილიც, სააკაშვილი მადლიერიც კი დარჩა ამ ფაქტის გამო. აგრეთვე აღსანიშნავია ის მარაზმატიკული დოკუმენტი ანუ რომელიც შედგა გროზნოში გუგუშვილსა და არჩვაძეს შორის, რომ თურმე არჩვაძე პირობას აძლევს გუგუშვილს, რომ არც ეხლა და არც მომავალში არ მოითხოვს თურმე მანანა ცხედრის ექსპერტიზას. რატომ წყვიტავდა ეს ორი ადამიანი ამხელა ქვეყნის პრეზიდენტის ბედს და ასიათასობით მის მომხრეს, სულში რატომ უფათურებენ ხელებს. გუგუშვილი რომ სიმართლეს ამბობდეს, ერთ-ერთი პირველი სწორედ გუგუშვილი უნდა ყოფილიყო, რომელსაც გროზნოში ცხედრის ექსპერტიზა უნდა მოეთხოვა. ამის მაგივრად შევარდნაძის დაკვეთა შეასრულეს და შანტაჟით თუ მოტყუებით არჩვაძეს, რომელიც საკმაოდ წინდაუხედავი გამოდგა ამ მარაზმზე ხელი მოაწერინეს. გუგუშვილს 2007 წელსაც უნდა მოეთხოვა ექსპერტიზა, სამაგიეროდ მუდმივად იმეორებს მანანასთან შეთანხმება დავდევიო, რომ ექსპერტიზა არ უნდა ჩატარდესო, აი მარაზმის უმაღლესი გამოვლინება. მაგათ ალბათ საქართველოს მოსახლეობა ჭკუა ნაკლული ჰგონიათ, რომ ამ დოკუმენტის დადებას ვინმე გაამართლებს. სინამდვილეში ეს დოკუმენტი შევარდნაძის და გუგუშვილის ინტერესებს ემსახურებოდა. ეს დოკუმენტიც და საერთოდ ექსპერტიზის არ ჩატარება დღემდე საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდებაა. ერთი რამ ფაქტია, რომ თავის დროზე ექსპერტიზაზე უარის თქმით, მოგებული მხოლოდ შევარდნაძე დარჩა. ასევე კმაყოფილი დარჩა გუგუშვილიც და სხვებიც. ამით დაიფარა ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი საუკუნის დანაშაული, რომელიც ძალიან დასწევდა მსოფლიოში ყველა კეთილი ნების ადამიანის თვალში შევარდნაძის ცრუ იმიჯს და რეიტინგს. ამ დანაშაულის დასაფარად შევარდნაძემ ყველა თავისი რესურსი გამოიყენა და საბოლოოდ მაინც მიაღწია თავის სასურველ მიზანს, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებულიყო, რაშიც ხელი არჩვაძემაც შეუწყო. მანანა არჩვაძის მიერ ექსპერტიზაზე უარის თქმის ზუსტი მიზეზი კიდევ დამატებითი კვლევის საგანია.
გროზნოში გამსახურდიას დასაფლავების შემდგომ თვითმკვლელობის ვერსიის გასამყარებლად მოსახლეობაში და ზვიადის მომხრეებში შევარდნაძის სპეცსამსახურებმა თავისი აგენტურისა და დაშინებული, დატერორებული ზვიადის მომხრეების საშულებით დაიწყეს შემდეგი ინფორმაციების გავრცელება, რომ თითქოს გროზნოს პროზექტურაში ამა და თუ იმ პიროვნებამ დაათვალიერა ზვიადის ცხედარი, გამოჩნდნენ პიროვნებები რომლებიც თავიანთი ავტორიტეტის ასამაღლებლად ზვიადის მომხრეებში, ხოლო სინამდვილეში შევარდნაძის სპეცსამსახურების დავალებით ავრცელებდნენ ჭორებს რომ თითქოს გარდაცვლილი ზვიადი მათ განბანეს და გააპატიოსნეს. თურმე ასე გამოდის, რაც შევარდნაძის ინტერესებში შედიოდა არავის საეჭვო არ შეუნიშნავს ზვიადის თავის არეში. არც კისრის, არც ლოყის ჭრილობა და ბოლოს და ბოლოს ეს ჭრილობები თეორიულადაც, რომ წარმოვიდგინოთ გროზნოშიც თუ გაკერეს დუდაევის დავალებით. თავის უკან გამონგრეული ვებერთელა ხვრელი არავის შეუმჩნევია, ამაზე რას იტყვით საინტერესოა.
დავუბრუნდეთ ისევ დუდაევის და შევარდნაძის მოლაპარაკებას, დუდაევი საბოლოოდ კი დაითანხმეს, რომ გროზნოში ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა და ამის ოფიციალური მიზეზი მანანა არჩვაძე იქნებოდა, მაგრამ შევარდნაძე ბოლომდე მაინც არ ენდობოდა დუდაევს, ამიტომაც შევარდნაძემ დუდაევისგან ყველაზე მყარი გარანტია მოითხოვა ანუ დუდაევს ყურანზე უნდა დაეფიცა, რომ არც ექსპერტიზას ჩაატარებდა და არც იტყოდა როდესმე რომ ზვიადი მოკლესო. ამ ყველაფერის ანალიზი იქიდანაც შეიძლება თუ ავთო იოსელიანის ინტერვიუს გავეცნობით ეკა ხოფერიას გადაცემაში ტელე იმედში, რომ შედგა მის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე. ამ ინტერვიუს შესაბამისს ვიდეოს ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ამ გადაცემაში ავთო იოსელიანი ცრუობს და "შებრუნებულ სიმართლეს" ამბობს ანუ ამბობს ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით ექსპერტიზის ჩატარებასო, გინდაც აქ და გინდაც გროზნოშიო, მაგრამ მანანა იყო კატეგორიული წინააღმდეგიო და ამის გამო იანვრის დასაწყისიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე ამაზე გვქონდა იანდარბიევთან და დუდაევთან მოლაპარაკებებიო. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო და შევარდნაძე ითხოვდა ექსპერტიზა არ ჩატარებულიყო, რასაც დუდაევი ეწინააღმდეგებოდა. ავთო იოსელიანი ამბობს ბოლოს და ბოლოს თებერვალში მივაღწიეთ შეთანხმებასო გვამის გადასვენების თაობაზეო და თარიღიც დაიგეგმაო, ხოლო მანამდე იანდარებიევი გადაფრინდა გროზნოშიო და დუდაევის ჩვენდამი მიმართვა უნდა ჩაეწერა ვიდეო კასეტაზეო და ეს კასეტები სადაც დუდაევის მიმართვაა ჩაწერილიო ჩამოიტანა თბილისშიო. მანამდე ამბობს რომ იანდარბიევს თბილისიდან პირდაპირი ხმოვანი რადიო-სატელეფონო კავშირი ჰქონდაო დუდაევთან გროზნოშიო. ხოდა მე ვსვამ კითხვას თუ ეს სატელეფონო კავშირი არსებობდა თბილისსა და გროზნოს შორის, მაშინ რა საჭირო იყო იანდარბიევის გადაფრენა გროზნოში და დუდაევის ვიდეო კასეტაზე ჩაწერა. დუდაევს ეგენი თბილისიდანაც უკავშირდებოდნენ სამთავრობო ტელეფონის საშუალებით. აი სინამდვილეში რა მოხდა, იანდარბიევსა და ახმადოვს შევარდნაძემ უშიშროების თანამშრომელი ვიდეო ოპერატორი გააყოლა გროზნოში, რომელსაც დუდაევის ყურანზე დაფიცება უნდა გადაეღო ვიდეოთი და ეს ვიდეო კასეტა ჩამოიტანეს სინამდვილეში თბილისში სადაც დუდაევი ყურანზე იფიცება, რომ ცხედრის გროზნოში გადასვენების შემთხვევაში ექსპერტიზას არ ჩაუტარებს ცხედარს და ამ პირობას და ფიცს დებს ყურანზე. შემდეგ როცა შევარდნაძემ პირადად ნახა ეს ვიდეო, რომელიც მხოლოდ ერთ ვიდეო-კასეტაზე იყო ჩაწერილი, სწორედ ეს ვიდეო-კასეტა იანდარბიევისა და ახმადოვის თანდასწრებით გაანადგურეს ჩეჩნებმა შევარდნაძის თვალწინ, როგორც იყვნენ თავიდანმე შეთანხმებულები, რადგანაც არც დუდაევი ენდობოდა შევარდნაძეს და ეს ყველაფერი იძულებით გააკეთა. ავთო იოსელიანის ზემოთ ხსენებული ინტერვიუ ტელე იმედში იხ. ამ ვიდეოში აქ:
http://www.youtube.com/watch?v=VisKZiepbK0 ამავე პერიოდში მოილაპარაკეს თბილისში, რომ ჩეჩნეთის დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელი იანდარბიევი იქნებოდა, საკმაოდ ახლო მანძილზე არავის მიუშვებდა ზვიადის სასახლესთან ჯიხაშკარში კუბოს ამოსვენების დროს და შემდგომ სენაკის აეროპორტში. ამის მოწმეებიც არსებობენ და თავად ავთი იოსელიანიც ამბობს ინტერვიუში, რომ როცა ბოჭორიშვილმა დააპირა ახლო მანძილიდან დაეთვალიერებინა ცხედარი იანდარბიევი გაბრაზდა და აუკრძალა ყველას ახლოს მისვლაო და დაკვირვებით დათვალიერებაო. ხოლო გამსახურდიას მომხრეებში სხვა ჭორი გაავრცელეს, რომ ზვიადი ცოცხალია და ეს რომ ხუნტას არ გაეგოო იანდარბიევმა იმიტომ არავინ მიუშვა ცხედართან და ექსპერტიზაც იმიტომ არ ჩაატარებინესო. გროზნოშიც ამიტომ არ ტარდება ექსპერტიზაო.
აი ასეთი სპექტაკლი დადგეს ჯიხაშკარში იანდარბიევმა და შევარდნაძე-იოსელიანმა. ეს რომ სპექტაკლი იყო და სინამდვილეში ავთო იოსელიანსა და იანდაერბიევს, რომ საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ უკვე ჩამოყალიბებული იმ ვიდეოშიც ჩანს რომელსაც აქვე იხილავთ. დააკვირდით როგორ თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ თბილად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და როგორ თბილად მოიკითხეს ერთმანეთი. აგრეთვე როგორ იცინის იანდარბიევი თითქოსდა არაფერი ცუდი და ტრაგიკული არ მომხდარიყოს და განა ჩეჩენი ხალხის მეგობარი ზვიად გამსახურდია არ დაიღუპა შევარდნაძის რეჟიმთან და რუსეთთან ბრძოლაში, განა მის გადასასვენებლად არ ჩამოვიდა ჩეჩნეთის დელეგაცია. ამ ვიდეოში კი იანდარბიევს რომ შეხედავ თავი მეგობრების წრეში ჩამოსულ ექსკურსიაზე გეგონება იანდარბიევი. აი შესაბამისი ვიდეოც იხ. აქ:
http://www.youtube.com/watch?v=pigHaeS51Ng დუდაევისა და იანდარბიევის საწინააღმდეგო მიუხედავად ყველაფრისა მაინც არაფერი მაქვს, ისინი თავიანთი ქვეყნის პატრიოტები და ნამდვილი გმირები არიან. საქართველოს მეგობრები არიან, ორივენი რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას შეეწირნენ. დუდაევმა თავისი პრაგმატული და თანაც იძულებული ნაბიჯით, ის მაინც მოახერხა, რომ შევარდნაძის სისხლიანი რეჟიმისგან უვნებლად შეუნარჩუნა ქართველ ხალხს გამსახურდიას ცხედარი და ჩაატარეთ თუნდაც ამდენი წლის შემდეგ მიუკერძოებელი ექსპერტიზა და სიმართლე აუცილებლად დადგინდება, მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სკელეტირებულია და რბილი ქსოვილები აღარ არსებობს.
This post has been edited by dani94 on 1 Aug 2013, 00:31