
სრული სახელი:
ანა ტატიშვილიქვეყანა:
საქართველოსაცხოვრებელი ადგილი:
ბოკა რატონი,ფლორიდა, აშშდაბადების თარიღი:
1990 წლის 3 თებერვალიდაბადების ადგილი:
თბილისი,საქართველოსიმაღლე:
1.71 მწონა:
62კარიერა ერთეულებში:ყველაზე მაღალი ადგილი რეიტინგში: No. 50 (8 ოქტომბერი 2012)
მოგება-წაგება: 265-193
კარიერის მანძილზე გამომუშავებული თანხა: $728,771
ტიტულები: 6 ITF
მიმდინარე პოზიცია რეიტინგში: 95, 22 ივლისი 2013
საუკეთესო შედეგი დიდი სლემის ტურნირებზე:ავსტრალიის ღია პირველობა-მეორე წრე(2012)
როლან გაროსი-1 წრე (2011,2012,2013)
უიმბლდონი-მეორე წრე (2011,2012)
ამერიკის ღია პირველობა-4 წრე (2012)

წინა თემის ლინკი:
ანა ტატიშვილი. Part 2ტოპ:10 მპოსტავი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
misha20123 204
იონათან 133
TENGIZI87 117
imereti 74
zabzu 70
beshqena 51
NIKA-999 50
user654 44
norika 43
Qetusi 42
ანას ბიოგრაფია:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დაიბადა თბილისში 1990 წლის 3 თებერვალს. 7 წლის ასაკში პირველად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 13 წლიდან მაიამიში კრის ევერტის საჩოგბურთო აკადემიაში ვარჯიშობს.
პროფესიონალური კარიერა დაიწყო 2005 წელს, რის შემდეგაც ყოველწლიურად აუმჯობესებს საკუთარ ადგილს WTA-ს მსოფლიო ჩოგბურთელთა რეიტინგში. 2005 წელი დაასრულა 1151-ე პოზიციაზე, 2006 წელი — 300-ზე, 2007 წელი — 278-ზე, ხოლო 2008 წელი — 168-ზე.
საუკეთესო შედეგი კარიერაში ჰქონდა 2009 წლის 23 მარტის მდგომარეობით — 150-ე ადგილი პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა შორის. 2009 25 მაისის მდგომარეობით, 176-ე ადგილზეა.
2005 წელი — უმაღლესი კატეგორიის მაიამის და ფილადელფიის ტურნირებზე მიიღო ე.წ. „ველური ბარათი“, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
2006 წელი, მარტი — ინდიან-უელსის ტურნირზე წააგო ამერიკელ ჯამეა ჯექსონთან. უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში პირველ გამარჯვებას მაიამიში მიაღწია, როდესაც პირველ წრეში დაამარცხა ინდოელი სანია მირზა 7-6 1-6 7-6, თუმცა მეორე წრეში დამარცხდა რუს ელენა დემენტიევასთან 3-6 1-6.
2006 წელი, აპრილი — ჩარლსტონის ტურნირზე პირველ წრეში მოუგო ესპანელ ლაურა პოუს-ტიოს 3-6 6-3 7-5, ხოლო მეორე წრეში დამარცხდა ფრანგ ნატალი დეშისთან 5-7 4-6.
2007 წელი, ივლისი — ცინცინატის ტურნირზე გაიარა საკვალიფიკაციო ბადე; ძირითადი ბადის პირველ წრეში მოუგო იაპონელ აიკო ნაკამურას, მეორეში კი ამერიკელ ლილია ოსტერლოითან დამარცხდა.
2007 წელი, აგვისტო — პირველად მიიღო მონაწილეობა დიდი მუზარადის ტურნირში პროფესიონალებს შორის — დამარცხდა ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში.
2008 წელი, ივნისი — მოიგო პირველი ტურნირი პროფესიონალურ კარიერაში — ქალაქ ელ-პასოში (აშშ, შტატი ტეხასი), საპრიზო ფოდით 25 ათასი აშშ დოლარი.
2008 წელი, ივლისი — მოიგო ტურნირი აშშ-ს ქალაქ ბოსტონში, საპრიზო ფონდით 50 ათასი აშშ დოლარი.
2008 წელი, ოქტომბერი — მოიგო ტურნირი აშშ-ს ქალაქ ტროაში, საპრიზო ფონდით 50 ათასი აშშ დოლარი.
2009 წელი, მაისი — პირველი გამარჯვება მოიპოვა დიდი მუზარადის ტურნირზე — საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში მოუგო იტალიელ მარია-ელენა კამერინს 6-4 7-6, მეორე წრეში დამარცხდა გერმანელ კარმენ კლაშკასთან 0-6 2-6.
წარმატებები