სალამი ყველას, ვაგრძელებთ მიგრაციის განხილვას,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პირველი ნაწილი და იმედი მაქ ბევრი სხვა წამსვლელისთვისაც, მართალია ჯერ არ ჩავსულვარ სადაც ვაპირებ მაგრამ წელს გადავდგამ ჩემს სანატრელ ნაბიჯს,თემის პათოსი უცვლელია განვიხილოთ ყველანაირი რეალური და შესაძლებელი ხერხი გადასვლისა ამა თუ იმ ქვეყნებში,როგორც ლეგალური გზები ასევე არალეგალური.
ჩვენი პატივცემული მოდერატორის (
mahatma-gandhi-ის) თხოვნით თემას შევმატებ ინტერნეტ რესურსებს სადაც განიხილავენ მიგრაციის მრავალ გზებს...
მიგრაციის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო ქვეყნების ფორუმები და პორტალები მოვიძიე, სადაც მოკლე ან საკმაოდ დიდი ინფორმაციებია მოთავსებული.
წყაროები რუსულენოვენია:
ინფორმაცია ამერიკაზე :
http://www.govorimpro.us/forum.phpინფორმაცია აუსტრალიაზე:
http://sydneyvisa.ru/forum/ინფორმაცია ესპანეთზე:
http://forum.russianspain.com/ინფორმაცია ჩეხეთზე:
http://www.lifecz.ru/ინფორმაცია კანადაზე:
http://forum.chemodan.ua/index.php?showforum=6ინფორმაცია ჰოლანდიაზე:
http://holland.borda.ru/ინფორმაცია გერმანიაზე:
http://forum.chemodan.ua/index.php?showforum=4ინფორმაცია საფრანგეთზე:
http://www.infrance.su/forum/forumdisplay.php?f=43ინფორმაცია ინგლისზე:
http://rabotatam.ru/forum/31-%D0%B8%D0%BC%...BD%D0%B8%D1%8E/ინფორმაცია შვედეთზე:
http://expat.su/sweden/shveciya-forum/ინფორმაცია ნორვეგიაზე:
http://www.russisk.org/forum/showthread.ph...B8%D1%8E/page24ინფორმაცია ბელგიაზე:
http://www.migration.ru/country/view/Belgium.htmlასევე დავამატებ რამოდენიმე პოსტს წინა თემის საუკეთესო და დალაგებული რჩევებიდან:
პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნა საფრანგეთში - (Asile Politique ფრ. )
დავიწყებ იმით რომ საფრანგეთში თუ გადაწყვეტთ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას იდეალურ შემთხვევაში სასურველია ჩახვიდეთ პირდაპირ საფრანგეთში და აეროპორტშივე ან აეროპორტიდან გასვლის შემდეგ, სასურველ ქალაქში მოითხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი და წარადგინოთ თქვენი პასპორტი. ამ გზით თქვენ მეტი შანსი გექნებათ მიიღოთ დადებითი პასუხი, რადგან თქვენი პირველი ნაბიჯი იქნება სწორი და კანონიერი;
თუ თქვენ გადაწყვეტთ მოითხოვოთ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ საფრანგეთში მოხვდებით ევროპის სხვა ქვეყნიდან - გაითვალისწინეთ რომ თუ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნისას წარადგენთ პასპორტს, იქ დაფიქსირებული იქნება რომელი ქვეყნიდან შეხვედით საფრანგეთში - ასეთ შემთხვევაში, საფრანგეთის სახელმწიფო უარს გეტყვით თავშესაფრის მოთხოვნაზე და გეტყვით რომ დაბრუნდეთ ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც პირველად შეხვედით, მაგ: თუ თქვენ საფრანგეთში წახვალთ საბერძნეთის ან იტალიის გავლით და პასპორტში დაფიქსირდება ამ ქვეყნების გადაკვეთა - თქვენ გეტყვიან რომ დაბრუნდეთ საბერძნეთში ან იტალიაში და სწორედ იქ მოითხოვოთ თავშესაფარი;
თუ თქვენ გადაწყვეტთ მოითხოვოთ საფრანგეთში თავშესაფარი პასპორტის წარდგენის გარეშე, ასეთ შემთხვევაში გიწევთ იმის თქმა თუ როგორ მოხვდით საფრანგეთში; ამიტომ - ტრაილერში ჩაგსვეს და ისე გადმოგიყვანეს საფრანგეთის საზღვრამდე - ეს ზღაპარი აღარ ჭრის; უფრო სწორედ მე ასე ვიტყოდი, რაც გსურთ ის მოყევით, გნებავთ ზღაპარი, გნებავთ ტყუილი, გნებავთ სიმართლე - ყველაფერს გულდასმით მოგისმენენ და ჩაიწერენ, მაგრამ აუცილებლად იმოქმედებს შედეგზე რომელიც იქნება - ნეგატიური;
პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნის პროცედურა:
მე კონკრეტულად ვისაუბრებ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის, ბრეტანის დედაქალაქის - რენის პრეფექტურის შესახებ, რადგან ყველაზე კარგად ამ პრეფექტურას ვიცნობ; გაითვალისწინეთ რომ ყველა რეგიონის პრეფექტურაში განსხვავებული პროცედურაა;
ქალაქ რენში ჩასვლისას, პირველ რიგში გიწევთ მისვლა ორგანიზაციაში რომელსაც ქვია Aftam Pada Sao (მისამართი: 33 Rue Auguste Pavie, 35000 RENNES); ამ ორგანიზაციაში თქვენ გადიხართ პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნის პირველ ნაბიჯებს, სადაც გამოგკითხავენ საქართველოდან წამოსვლის მიზეზს და გზას - თუ როგორ ჩახვედით საფრანგეთამდე;
ამის შემდეგ დაგინიშნავენ შეხვედრას რენის პრეფექტურაში (Préfecture d'Ille et Vilaine მისამართი: 3 avenue de la Préfecture 35026 RENNES);
მოგცემენ მისამართს - წითელ ჯვარში (Croix Rouge Française მისამართი: 66-68 rue Dupont des Loges 35000 RENNES);
მოგცემენ ჯანმრთელობის დაზღვევას (Sécurité Sociale მისამართი: Cours des Alliés 35000 RENNES);
ბინა და საკვები:
ბინით უზრუნველყოფა ძალიან ჭირს; განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა ცხელა - რადგან ქუჩაშიც შესაძლებელია ღამის გათენება; ზამთარში - როცა ცივა, შედარებით ყურადღებიანები არიან, მაგრამ ადგილების მიხედვით; როგორც წესი, ბავშვიან ქალს ქუჩაში არ ტოვებენ, მაგრამ მარტოხელა კაცს ან ქალს - კი; ასეთი შემთხვევები დღესაც ბევრია, როცა ქართველებს, როგორც კაცებს ისევე ქალებს ქუჩაში უწევთ ღამის გათენება;
საკვებით გეხმარებიან, კვირაში ორჯერ;
შეხვედრა პრეფექტურაში:
პრეფექტურაში საფუძვლიანად გამოგკითხავენ თქვენი ვინაობის შესახებ, ასევე გზის შესახებ თუ რა გზით ჩახვედით საფრანგეთში და მიზეზი - თუ რატომ ითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს;
აგიღებენ თითის ანაბეჭდებს;
მოგცემენ სამ თვიან საბუთს, რომელიც არ გაძლევთ არც მუშაობის უფლებას და არც საფრანგეთის დატოვების უფლებას;
დაგინიშნავენ ფინანსურ დახმარებას, რომელიც შეადგენს 300 ევროს;
21 დღის განმავლობაში უნდა გააგზავნოთ თქვენი დოსიე, სადაც აღწერთ დეტალურად თქვენს პრობლემებს, რის გამოც დატოვეთ საქართველო;
სამი თვემდე ან სამი თვის შემდეგ მოგივათ პირველი პასუხი:
თუ თქვენი პირველი პასუხი იქნება ნეგატიური, გაქვთ უფლება გაასაჩივროთ, მაგრამ თუ თქვენ გასაჩივრების დროს არ წარადგენთ დამატებით დამამტკიცებელ დოკუმენტებს - გასაჩივრების შემდეგ მიიღებთ მეორე ნეგატიურ პასუხს და წერილი, რომელიც მოგთხოვთ ორი თვის მანძილზე დატოვოთ საფრანგეთის ტერიტორია - წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებით დეპორტირებული საქართველოში;
დოსიეს გაგზავნის შემდეგ თუ თქვენ გამოგიძახეს - დაგკითხავენ, თარჯიმანის დახმარებით;
(თუ თქვენ გყავთ თქვენთვის სასურველი თარჯიმანი - შეგიძლიათ მასთან ერთად წახვიდეთ, რადგან OFPRA-ს სამსახურში ზოგიეთი თარჯიმანი მოსყიდულია, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება ცუდად წაიყვანოს თქვენი საქმე)
პოზიტიური პასუხის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მუშაობის უფლებას და ათ წლიან რეზიდენტის კარტას, რომელიც უფლებას მოგცემთ თქვენი ქართული სამოგზაურო პასპორტის თანხლებით იმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდა საქართველოსი; საფრანგეთში 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ გექნებათ უფლება შეიტანოთ საფრანგეთის მოქალაქეობის მოთხოვნა; ამისთვის აუცილებელია ფლობდეთ ფრანგულ ენას, ისე როგორც მესამე კლასის მოსწავლე ფლობს ფრანგულ ენას; უნდა გქონდეთ მისამართი; სამსახური და რაც მთავარია, არანაირი კრიმინალური დანაშაული; არც ქურდობა და არც ჩხუბი;
რჩევები:
თუ გადაწყვეტთ საფრანგეთში წასვლას და პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას, პირველ რიგში ისწავლეთ ფრანგული ენა (და არა ინგლისური); გაეცანით საფრანგეთის კანონებს თუ რისი უფლებები გაქვთ; ნუ ენდობით სხვა ქართველებს და მეტიც, უკეთესი იქნება თუ საერთოდ არ დაიჭერთ მათთან ურთიერთობას;
კითხვები თუ გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ პერსონალური შეტყობინების დახმარებით ან პირდაპირ თემაში;
პატივისცემით;
პოსტის ავტორი:დადა
-----------------------------------------------------------------------------
ემიგრანტების კანონი (არაპირდაპირი გაგებით) ყველგან ერთნაირი იყო არის და იქნება
1. რომელ ქვეყანასაც აირჩევთ წასასვლელად ჩაბარების ან სამუშაოს მიზნით, პირველ რიგში უნდა ისწავლო იმ ქვეყნის ენა (შენი ინგლისური არავის არ ჭირდება)
2. უნდა შეისწავლო იმ ქვეყნის კანონმდებლობა (ზოგადად, ემიგრანტების) რა პრივილეგიები ექნება ამა თუ იმ შემთხვევაში და საერთოდ აზრზე რომ იყო რა ხდება იმ ქვეყანაში
3. თუ რამე ხელობა შეგიძლია, ევროპელი აგიყვანს 100% სამუშაოდ, მაგრამ იმაზე ნაკლებ თანხას უნდა დათანხმდე რა თანხასაც უხდის იმ მომენტში სამუშაოს მომცემი ესე 30-35% ნაკლები
4. აქედანვე უნდა მიეჩვიო იმ შემთხვევას რომ შენ თუ მუშა ხარ უმდა გაგრძნობინებს შენი უფროსი რომ შენ დაბალი დონის ხარ ჩემთან შედარებითო
5. თუ სამუშაოს იშოვი მუდამ იმუშავე 1 საათით მეტი ვიდრე უნდა გემუშავა, (ეს გამოგადგება პირველი 6 თვის განმავლობაში )
6. რეგულარულად ეცადე საბუთების ოფიციალურად რომ გააკეთო, კონტრაქტები და ა.შ (შეიძლება ფულის გადახდა მოგიწიოს მეკონტრაქტესთან კონტრაქტის გამო (ქრთამი))
7. და რაც ყველაზე მთავარია შეიძლება ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოთ მაგრამ დღეს დღეობით ევროპაში სამუშაოს შოვნა ძალზედ ძნელია მიუხედავად იმისა გექნებათ საბუთი თუ არა (თუ მამაკაცი ხართ მით უარესი, მამაკაცების სამუშაო უფრო ძნელად შაშოვნელია)
მთავარია ხალხო იმედი არ დაკარგოთ და იბრძოლოთ უკეთესობისკენ, დანარჩენი დროთაგანმავლობაში თანდათან მოვა
წარმატებები ყველას
პოსტის ავტორი:CORDOBA
-----------------------------------------------------------------------------
იყო კიდევ მრავალი კარგი რჩევა მაგრამ თემა დიდია და ყველა კაი რჩევას ვერ დავაკოპირებ და ვერ დავტევ ამისთვის ისარგებლეთ თემის პირველი ნაწილით...
წინა თემის ბმული:
ემიგრაციაწინა თემის ტოპ 10 მპოსტავი:
წარმატებებს გისურვებთ ყველას! იმედია ჩვენთვის საინტერესო და გამოსადეგ ინფორმაციებს გაუზიარებთ ერთემანეთს...
This post has been edited by LATITUDE on 11 Aug 2013, 01:11