372 სახეობაა გაერთიანებული, რომელთა სამშობლო ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებია. სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან 1 მ-მდე მერყეობს, წონა 10 გ-იდან 1 კგ-ზე მეტი. გარეგნულად: ძირითადად საკმაოდ მკვეთრი შეფერილობა, აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები და გრძელი ფრთები.
თუთიყუშების ყველაზე დიდი ოჯახია და დაახლოებით 330-მდე სახეობას მოიცავს. მათ შორისაა: არა, ამაზონის თუთიყუში, ტალღოვანი, მოსიყვარულეები, ყელსაბმიანი თუთიყუშები, ჟაკო და ა.შ.
გავრცელების არეალი: სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, აფრიკა და აზია.
მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია თავზე ქოჩორი. კაკადუსებრთა წარმომადგენლები, "ნამდვილი" თუთიყუშებისაგან განსხვავებით ფერთა ზედმეტი სიჭრელით არ გამოირჩევიან.
გავრცელების არეალი: ავსტრალია, ფილიპინები და ინდონეზია.
ეს თუთიყუშები ახალი ზელანდიისათვის ენდემური სახეობებია.
ახალი ზელანდიის თუთიყუშები კიდევ ორ ქვესახეობად იყოფიან.
1. Nestoridae - რომელთაც მიეკუთვნება კეა და კაკას რამოდენიმე სახეობა.
2. Strigopidae -ს წარმომადგენელი კაკაპოა. ყველასათვის ცნობილი როგორც ერთადერთი თუთიყუში, რომელიც არ დაფრინავს. კაკაპო დღესდღეობით გადაშენების პირასაა.
მაღალი ინტელექტის და ლაპარაკის უნარის გამო თუთიყუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრინველია, რომელიც სახლის პირობებში ჰყავთ. სათანადო ყურადღების შემთხვევაში მათი გაწვრთნა და სხვადასხვა ილეთების შესწავლაც შეიძლება. ისინი ახლო კონტაქტში შემოდიან ადამიანთან და მათი დამეგობრება არც თუ ისე ძნელია.
ტალღისებრი თუთიყუში -(Melopsittacus undulatus)
ავსტრალიური წარმოშობის, პატარა ზომის თუთიყუშია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში, როგორც სახლის ფრინველი, რადგან ძალიან ადვილად ეგუება ადამიანს. თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ძალიან მალე დაიწყებს თქვენთან ერთად თამაშს, ხელიდან ჭამას, მხარზე ძილს და ერთი სიტყვით, თქვენი მეგობარი გახდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი. 100 მეტ სიტყვას სწავლობენ.
ტალღისებრი თუთიყუშის ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად დღეს უამრავი ფერის არსებობს
იხილეთ დაწვრილებით აქსანამ იყიდით, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მოვლა ძაღლთან და კატასთან შედარებით ძალიან ადვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას ნაკლებს ითხოვენ. პირიქით, ძალიან დიდი ყუდარდღება სჭირდებათ, ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ არ ხართ ხშირად სახლში, მაშინ ჯობია ორი მოიყვანოთ, რომ არ მოსწყინდეთ.
საერთოდ, მოჩვევის და ლაპარაკის სწავლების მხრივაც, უმჯობესია მოიყვანოთ 1 და ბარტყი. თუ გინდათ, რომ ასწავლოთ ლაპარაკი, მაშინ სქესსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ცნობილია, რომ პროცენტულად მამლებს უფრო დიდი შანსი აქვთ რომ ლაპარაკი დაიწყონ. (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედლებს საერთოდ არ აქვთ ლაპარაკის უნარი, ზოგი დედალი მამალზე უკეთესადაც სწავლობს)
ასაკის გარჩევა:ასაკის გარჩევისათვის უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამ!
1. დააკვირდით თუთიყუშის თვალს. ბარტყებს თვალი მთლიანად შავი აქვთ. ასაკთან ერთად თვალის გარშემო ჩნდება ჯერ ნაცრისფერი და შემდეგ თეთრი რკალი.
2.დააკვირდით თავს. ბარტყებს თავი მთლიანად დაზოლილი აქვთ აი ასე:
ხოლო ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ მათ "შუბლი" უყვითლდება ან უთეთრდებათ, შეფერილობის და მიხედვით. აი ასე:

მაგრამ ეს ხერხი არ გამოდგება ყოველთვის, რადგან ზოგიერთ ჯიშს საერთოდ არ აქვს ზოლები.
ნისკარტიც ბარტყებს შავი აქვთ, მაგრამ მე როგორც დავაკვირდი ყველას არა, ასე რომ ყველაზე კარგი გამოსავალია თვალზე დაკვირვება.
სქესის გარჩევა:სქესის გარჩევისას უნდა დავაკვირდეთ ნისკარტის ზემოთ ე.წ. ცვლილოვანა-ს(ინგლისურად cere)

მამლების ცვლილოვანა ლურჯია, ხოლო დედლების მოყავისფრო ან თეთრ-ღია ცისფერი.

მაგრამ ბარტყების შემთხვევაში გარჩევა ცოტა არ იყოს ძნელია.
მამალ ბარტყებს ცვლილოვანა იასამნისფერი ან ვარდისფერი აქვთ.

ხოლო დედალ ბარტყებს შეიძლება ყველანაირი ფერი ჰქონდეთ: იასამნისფერიც, ცისფერიც ვარდისფერიც, მაგრამ მათ ნესტოების გარშემო აუცილებლად თეთრი რგოლები აქვთ!
დედლები
მამლები
გამრავლებატალღოვნების გამრავლება სახლის პირობებში შესაძლებელია, მაგრამ არც თუ ისე იოლი საქმეა. კვერცხებზე ჯდომა და შემდეგში ბარტყების აღზრდა უდიდეს ენერგიას მოითხოვს როგორც დედლისთვის, ასევე მამლისთვის. ამიტომ აუცილებელია საჭირო პირობების შექმნა.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დედალიც და მამალიც ასაკით მინიმუმ 1 წლის უნდა იყოს.
ტალღოვანი თუთიყუშები საკმაოდ ადვილად მრავლდებიან სახლის პირობებში. გამრავლებისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული. რადგან გაზაფხულზე საკმაოდ თბილა, სინათლეა და ასევე ბევრი ხილია. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს არ ნიშნავს იმას რომ ტალღოვანი თუთიყუში ზაფხულში, შემოდგომაზე ან ზამთარში ვერ გამრავლდება. უბრალოდ ზაფხული არ არის სასურველი, რადგან ბუდეში საკმაო სიცხე იქნება, ამავდროულად დიდი შანსია პარაზიტების გაჩენისა. რაც შეეხება შემოდგომასა და ზამთარს, იმისათვის რომ ამ დროს გამოვზარდოთ ტალღოვანი თუთიყუშის ჯანმრთელი ბარტყი, ამისათვის მას უნდა შევუქმნათ სპეციალური პირობები. დღე-ღამეში სინათლე უნდა მიეწოდებოდეს 12-14 საათით, ოთახში რომელშიც თუთიყუშები იმყოფებიან, ტემპერატურა უნდა იყოს სტაბილურად +20; +22 გრადუსი.
ტალღოვანი თუთიყუშების გასამრავლებლად ირჩევენ ახალგაზრდა თუთიყუშებს, რადგან უკვე მოზრდილი თუთიყუშები იშვიათად იძლევიან ჯანმრთელ შთამომავლობას. უმჯობესია თუკი თუთიყუშებს, რომლებიც შერჩეული გვყავს გასამრავლებლად, ჰყავდეთ მშობლები, რომლებიც იძლევიან ჯანმრთელ ბარტყებს და ასევე კარგად უვლიან მათ. კარგი იქნება თუკი თუთიყუშებს 1 გალიაში მოვათავსებთ უკვე შემოდგომით. გასამრავლებელი თუთიყუშების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ ფიზიკურ განვითარებას, იმას თუ რაოდენ მოძრავია, ასევე ბუმბულებს - ამით ჩვენ იმასაც მივხვდებით ჯანმრთელია თუ არა ინდივიდი, ხასიათი და ამავდროულად თუთიყუში არ უნდა იყოს არც მსუქანი და არც გამხდარი. დაუშვებელია შევაჯვაროთ მონათესავე თუთიყუშები. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დეფექტიან, რახიტ და ნაკლებად სიცოცხლისუნარიან ბარტყებს.
ტალღოვან თუთიყუშებს გამრავლება შეუძლიათ უკვე 8-9 თვის ასაკში. თუმცა კი ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაჯვაროთ ისინი.გამრავლებისთვის ოპტიმალური ასაკია მინიმუმ 1 წელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდედრ თუთიყუშს, რომლის ორგანიზმსაც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ფორმირება, შეიძლება მოკვდეს კვერცხების დადებისას. ყველაზე კარგი ასაკი თუთიყუშების შესაჯვარებლად, არის 2-3 წელი. თუმცა კი ამავდროულად გაითვალისწინეთ რომ მათი გამრავლება შეიძლება წელიწადში "მაქსიმუმ" ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში დედალი ტალღოვანი რამოდენიმე წელიწადში დაგეღუპებათ.
თუკი თუთიყუშების გასამრავლებლად, წყვილი წარმატებით შევარჩიეთ, მაშინ თუთიყუშები მუდამ ერთმანეთის სიახლოვეს იმყოფებიან. მამლები მუდამ თავს ევლებიან დედლებს და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება. იმისათვის რომ თუთიყუშებმა წარმატებით დაიწყონ გამრავლება, ამისათვის საჭიროა მათი მომზადება.
პირველ რიგში ჩამოუკიდეთ ბუდე (იხ.სურათზე)

ბუდეში აუცილებლად უნდა ეყაროს ნახერხი ან თივა. დედალი ბუდეს შემდგომში თავის გემოვნებით "მოაწყობს".
ბუდის ოპტიმალური ზომებია 25X20X20 სმ. 25 სანტიმეტრი იატაკი და ჭერია. ასევე საჭიროა იატაკზე პატარა ჩაღრმავებები იყოს. რათა კვერცხებმა არ იგორაოს, თუმცა კი ამავდროულად თუთიყუშს არ უნდა გაუჭირდეს მისი გადაადგილება. მას შემდეგ რაც გალიაში ბუდე ჩავამაგრეთ, საჭიროა დავაკვირდეთ თუთიყუშების ქცევას.
როგორც წესი პირველად მამალი იწყებს ბუდეში შესვლას და ცდილობს დედალიც შეიტყუოს. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს.
როდესაც დედალი აქტიურად დაიწყებს ბუდის "დალაგებას" , ე.ი. მიზანთან ახლოს ხართ
შეჯვარებიდან 2-4 კვირით ადრე, საჭიროა ისინი მუდმივად ბევრს დაფრინავდნენ, რადგან ბევრი ფრენის შედეგად მათ უჩქარდებათ ნივთიერებათა ცვლა, უომჯობესდებათ მადა, უვითარდებათ კუნთები. ამ დროს თავიანთი საკვების გარდა, დამატებით უნდა მივცეთ ქათმის კარგად მოხარშული კვერცხი. ასევე უცხიმო ხაჭო, გაღვივებული თესლი, მინერალები და ცარცი. თუკი წყვილი სწორადაა არჩეული, ისინი ხდებიან ცოტა ნერვიულები, რის შემდეგაც 8-10 დღეში დედალი დებს პირველ კვერცხს. ჩვეულებრივ იგი დებს 6-8 იშვიათად კი 10 კვერცხს. მას შემდეგ რაც დედალი 2-3 კვერცხს დადებს, იგი იწყებს კრუხობას. ასევე ფაქტობრივად ყოველდღე დებს ახალ კვერცხს. კრუხობისას მამალი კვებავს დედალს. ამ პერიოდში მამალი დიდ დროს ატარებს ბუდის შესასვლელთან და ჟღურტულებს.
ბარტყების მოვლაპირველი კვერცხის დადებიდან დედალი მიყოლებით რამოდენიმე კვერცხს დადებს ერთი ან ორი დღის შუალედით. კვერცხებზე ჯდომა შეიძლება 2 ან 3 კვერცხის შემდეგ დაიწყოს, მაგრამ საშიში არაფერია.
კვერცხებზე ჯდომის პერიოდში დედალი ძალიან იშვიათად და ძალიან ცოტა ხნით ტოვებს ბუდეს, მისი გამოკვება მამალს აკისრია.
პირველი კვერცხის დადებიდან 17-20 დღეში ბარტყები დაიწყებენ გამოჩეკვას იგივე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც იყო კვერცხები დადებული.
ახლა უფრო მეტი დამატებით საკვების შეშველებაა საჭირო. მხოლოდ მშრალ მარცვლეულზე რომ არ იყვნენ,
ხილ-ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ მისცეთ მაგრად მოხარშული კვერცხი და ასევე უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული წიწიბურა.ბარტყებს დედალიც აჭმევს და მამალიც. ზოგჯერ, როცა ძალიან ბევრი ბარტყია და მშობლები გამოუცდელები არიან შეიძლება ვერ მოახერხონ ყველას თანაბრად გამოკვება. ამის შენიშვნა ადვილია თუ ბარტყების ჩიჩახვს შეხედავთ. ჩიჩახვი ცარიელი არ უნდა იყოს!
ბუდის შემოწმება შეიძლება, ოღონდ ძალიან ხშირად არა.
არასოდეს შეეხოთ ბარტყებს , რადგან შეიძლება დედამ ამის შემდეგ აღარ გამოკვებოს ან უარეს შემთხვევაში მოკლას.
15 დღემდე ბარტყები ძალიან მგრძნობიარეები არიან სინათლეზე, ამიტომ მოერიდეთ სურათების გადაღებას.
1 თვის შემდეგ ბარტყები ნელ-ნელა იწყებენ ბუმბულით შემოსვას და ბუდიდან გამოსვლას. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ჭამას, ამიტომ ნუ განაცალკევებთ მათ მშობლებისაგან.
ამ პერიოდში უკვე შეიძლაბა მათი ხელში აყვანა .
ბუმბულების სრულად ამოსვლის შემდეგ ბარტყებს უკვე ფრენაც შეუძლიათ.
2 თვის ბარტყი უკვე მზადაა დამოუკიდებლად იცხოვროს
გაითვალისწინეთ
სახლის პირობებში გამრავლება ყოველთვის ბედნიერად არ სრულდება. დედლისთვის ბარტყების აღზრდა დიდი სტრესის ტოლფასია. გამოუცდელ მშობლებს ხშირად ბოლომდე ვერ მიჰყავთ დაწყებული "საქმე". ხანდახან დედალს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, ზოგ შემთხვევაში - კვდება.
ასევე გასათვალისწინებელია ბარტყების ბედი. ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახლში დაიტოვოს 6 ან მეტი ჩიტი. ამიტომ წინასწარ იფიქრეთ სად "გააშვილებთ" ბარტყებს : )---------
ნიმფა/კორელა (Nymphicus hollandicus) 
ავსტრალიური წარმოშობის კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი. ტალღოვანი თუთიყუშების შემდეგ, ყველაზე პოპულარული სახლის ფრინველი.
ნიმფები ძალიან ენერგიული, ცნობისმოყვარე და მეგობრული ფრინველია, ადვილად ეგუება ადამიანს, უყვარს თამაში და მათთან ურთიერთობისას არასოდეს მოიწყენთ. კორელებს ასევე აქვთ ლაპარაკის ნიჭი, თუმცა ლაპარაკის ათვისებაში ტალღოვნებს ჩამოუვარდებიან. სამაგიეროდ მათ აქვთ ძალიან კარგი სმენა, შეუძლიათ დაიმახსოვრონ მელოდია და უშეცდომოდ იმღერონ (უფრო სწორად უსტვინონ )
კორელები ბინადრობენ ავსტრალიაში. ისინი ცხოვრობენ გუნდებად. სახლდებიან წყალთან ახლოს, მინდვრებში ან ადამიანებით დასახლებულ პუნქტებთან. ბუდეს ქმნიან გამხმარი ხის ფუღუროში და სწორედ ამიტომაცაა რომ მატი ფერი უმეტესად რუხია. დედალ-მამალი სამუდამოდ ქმნის წყვილს და ხშირია შემთხვევები, როდესაც 1 მათგანი კვდება, მეორეც მალე გარდაიცვლება ხოლმე დარდით. ბუნებაში კორელები ცხოვრობენ 20-დან 25 წლამდე, მაგრამ გალიაში სამწუხაროდ მათი ცხოვრების ხანგრძლივობა მხოლოდ 18 წლით შემოიფარგლება. კორელა შესანიშნავი ფრინველია სახლში საცხოვრებლად. ისინი ადვილად ეჩვევიან პატრონს, არ არიან აგრესიულები სხვა, მათზე უფრო მომცრო ჩიტების მიმართ. ლაპარაკს სწავლობს მალევე, ლაპარაკობს როგორც მამალი, ასევე დედალი. ლაპარაკისას ისინი არ ჟღურტულებენ, ამიტომ მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები, არის მკაფიო და ხმამაღალი.
კორელა სიგრძეში იზრდება 30-35 სანტიმეტრის, მისი ფრთა აღწევს 18 სანტიმეტრს, იწონიან დაახლოებით 150 გრამს. მათი კვების რაციონს შეადგენს სხვადასხვა მცენარეულობა და მათი თესლი. ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ნექტარი, ხორბალი, შვრია, ფეტვი და ბუნებაში ისინი ასევე მოიპოვებენ სხვადასხვა მცირე ზომის მწერებს.
იმისათვის რომ კორელამ თავი კომფორტულად იგრძნოს, ამისათვის საჭიროა დღის შუქი მას მიეწოდებოდეს არანაკლებ 10-12 საათისა. ხოლო ზამთარში, როდესაც მალე ბნელდება, უმჯობესია გალიასთან ახლოს დავაყენოთ ულტრაიისფერი ნათურები, რომლებიც მას მზის მაგივრობას გაუწევს.
ტემპერატურა ოთახში სადაც კორელაა, უმჯობესია იყოს +20 დან +25 გრადუსამდე. კორელებს არ უყვართ ტემპერატურის სწრაფი ვარდნა და ამიტომ უმჯობესია თუკი იგი შორს იქნება გამათფობელისგან და ასევე ღია ფანჯრებიდან. ასევე მისი პირველი მტერია ორპირი ქარი.
ტენიანობა ოთახში უნდა იყოს 55-60% თუკი ძალიან მშრალი ჰაერი იქნება, თუთიყუშმა შეიძლება საკუთარი ბუმბულები დაიპუტოს. ამიტომ უმჯობესია ტენიანობის 1 დონეზე შენარჩუნება. თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ აუცილებელია თუთიყუშს მივასხათ თბილი წყალი.
კორელას თავადაც შეუძლია ბანაობა, მაგრამ თუკი თქვენ მაინც გადაწყეტთ მის ბანაობას, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 30-35 გრადუსი. ხოლო ბანაობის შემდეგ მალევე გაამშრალეთ იგი.
გალია კორელასთვის რაც უფრო დიდი იქნება, უკეთესია, მაგრამ მინიმუმ იგი უნდა იყოს
სიგანეში 45 სანტიმეტრი
სიგრძე 50-60 სანტიმეტრი
სიმაღლე 60-100 სანტიმეტრი
კარგი იქნება თუკი გალიაში მას ჩამოუკიდებთ ზარიან სათამაშოებს. ხოლო პლასტმასის ქანდარებს შეუცვლით ხის ქანდარებით, რომელთა დიამეტრიც იქნება 1 სანტიმეტრი. ჯოხს შეგიძლიათ დაუტოვოთ კანი, მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი გარეცხვა მდუღარე წყლით. ტოტი უნდა იყოს ისეთი ხისგან, რომლის ნაყოფსაც ჩვენ მივირთმევთ.
3 თვემდე არ არის მიზანშეწონილი ბარტყის შეძენა, რადგან 3,5 თვემდე ყველა კორელა დედალს ჰგავს, სქესის გარჩევა შეიძლება მას შემდეგ, როცა ისინი ბუმბულს გამოიცვლიან. მამლები არიან უფრო ხმაურიანები და ხშირად მღერიან, მდედრები უფრო წყნარები და ამავედროს უფრო მსუქნები არიან.
1 წლის შემდეგ, მდედრი კორელები კვერცს დებენ, მაგრამ თუკი ეს კვერცხი გაუნაყოფიერებელია, აუცილებელია მას წავართვათ იგი, რათა კრუხობა არ დაიწყოს. ასევე ამ დროს უნდა მივცეთ მას ქათმის მოხარშული კვერცხი და ვიტამინები კალცისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ კორელებს გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი მტვერი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით თითქმის არ ჩანს. თუმცა კი მტვერის გამო, კორელას ყოლა კატეგორიულად არ შეიძლება ასთმიანი ადამიანებისათვის. სქესის გარჩევა:პატარა ნიმფების სქესის გარჩევა ცოტა არ იყოს რთულია, რადგან ბუმბულის პირველ მოცვლამდე ყველა დედალს ჰგავს. ბუმბულის მოცვლის შემდეგ კი უნდა დავაკვირდეთ თავსა და კუდზე:
გამრავლებაყველაზე თბილი თუთიყუშიც კი შეიძლება აგრესიული არმოჩნდეს პატრონის მიმართ გამრავლების პერიოდში. მართალია კორელას გამრავლება უკვე 6 თვიდან შეუძლია, მაგრამ იდეალური ასაკი ამისათვის არის 1,5 და 2 წელი. გამრავლებამდე 5-6 თვით ადრე კორელას სჭირდება ბევრი ვიტამინი, უმჯობესია თუ მისცემთ ხილს და ასევე მოხარშულ კვერცხს. ქათმის რასაკვირველია. ასევე თეთრ ხმელ პურს, სიმინდს, შვრიას, ასევე რამოდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი, კალციუმი და მცირე ზომის კენჭები. მათთვის ეს აუცილებელია და ამიტომ უნდა მიიღონ ყოველდღე, მიეცით მაშინაც კი, თუკი ისინი მას არ ეკარებიან. არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუნაყოფიერებელი კვერცხების დადება, ხოლო თუკი ისინი მაინც განაყოფიერებულია, მაშინ შთამომავლობა შეიძლება დაიბადოს ავადმყოფი, ყველა კვერცხი არ გამოიჩეკოს, ხოლო რომელიც გამოიჩეკება, ის ბარტყები შეიძლება მალევე დაიხოცონ. ასევე შეიძლება მოკვდეს დედა თუთიყუშიც. ასევე გამრავლებამდე აუცილებელია თუთიყუშები ინტენსიურად დაფრინავდნენ, რადგან მიიღონ ჯანმრთელი შთამომავლობა და ასევე ძალიან არ გასუქდნენ.
კორელების გამრავლება უმჯობესია გაზაფხულზე. როცა დღის შუქი მეტია და ასევე ბევრია ხილი და ბოსტნეული. ზაფხულში გამრავლება ცუდია რადგან ძალიან ცხელა ბარტყებისთვის, შემოდგომაზე დღე მოკლდება, ხოლო ზამთარში ძალიან ცივა და ბარტყები შეიძლება დაგეღუპოთ.
ყველაზე რთული პროცესია თუთიყუშების დაწყვილება. რადგან თუკი მათ არ მოეწონათ ერთმანეთი, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ისინი არ გამრავლდებიან.
შეჯვარებამდე 4-6 კვირით ადრე თუთიყუშს დღის შუქი უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ 8-10 საათი დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ ყოველდღიურად 10 წუთით მოუმატეთ მათ სინათლე. ამ დროს მასში ხდება სექსუალური ჯირკვლების რეგრესი და იგი ემზადება ახალი რეპროდუქციული სეზონისთვის.
ოთახის ტემპერატურა საშუალოდ უნდა იყოს 20 გრადუსი ხოლო ჰაერის ტენიანობა ბუდეში 50 - 60% ამ დროს კორელების გალია უნდა იყოს იმხელა, რომ მათ შეეძლოთ მასში ფრენა.
გამრავლება შეუძლებელია ბუდის გარეშე. ბუდეს უნდა ჰქონდეს პატარა მრგვალი ჭრილი, საიდანაც თუთიყუშები შევლენ და გამოვლენ. უმჯობესია თუკი ბუდე იქნება ხის. ასევე იგი უნდა იყოს საკმარისად დიდი 2 ზრდასრული კორელასთვის და ასევე მათი შვილებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებმა შეიძლება კვერცხები გაჭყლიტონ. ბუდე არ უნდა იყოს გალაკული და მასში კარგად უნდა მოძრაობდეს ჰაერი. ბუდეს უნდა ჰქონდეს სახურავი, რომლის მოხსნაც შეგვიძლია. ასევე ბუდე უნდა დავკიდოთ გალიის ერთ-ერთ გვერძე, ქანდარაზე 2-3 სანტიმეტრით ზემოთ, რათა მამალმა კორელამ უყარაულოს. იგი იშვიათად თუ მოშორდება ქანდარას. ბუდეში ჩაყარეთ ნახერხი. 2-4 სანტიმეტრამდე რომ დაფაროს ძირი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბა ან სხვა ქსოვილი. თუთიყუში ხშირად ბუდიდან ყრის ნახერხს, და კვერცხს იატაკზე დებს. ამიტომ უმჯობესია თუკი ბუდის იატაკს ექნება 0,5-1 სანტიმეტრამდე ჩაღრმავებები. რათა მან არ იგორაოს. მაგრამ დედას შეეძლოს მისი გადაბრუნება გასათფობად. ბარტყების დაბადების შემდეგ, უმჯობესია მათი მთავარი საკვები იყოს კვერცხი, მაგრამ მას შემდეგ რაც ისინი ბუდეს დატოვებენ, ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ ზრდასრული თუთოს საკვებს. იმისათვის რომ ბარტყები ჯანმრთელები იყვნენ, მათ სჭირდებათ მაღალკალორიული და ვიტამინებით სავსე საკვები. შეჯვარება გრძელდება 7-10 დღე ხანდახან კი 4-6 კვირაც კი. კოჭლ მამლებს არ შეუძლიათ შეჯვარება, რადგან ისინი ვარდებიან ხოლმე მდედრის ზურგიდან. მანამ სანამ დედალი კვერცხს დადებს, ის იქნება უფრო ნერვიული და ამავე დროს მსუქანი. მისი სუნთქვა კი უფრო შესამჩნევი გახდება. დედალი ჩვეულებრივ დებს 4-5 კვერცხს, მაგრამ ხანდახან მათი რიცხვი 8მდეც ადის. იგი კვერცხს დებს თითქმის ყოველ 10 საათსი. კორელები, განსხვავებით სხვა ჩიტებისგან ორივე ზის კვერცხზე. მამალი დღე, ხოლო დედალი ღამე. ისინი კრუხობას იწყებენ მას შემდეგ, რაც დედალი დადებს 2-3 კვერცხს. კორელას ტემპერატურა 41-42 გრადუსია, ხოლო კვერცხს იგი ათბობს 39-40 გრადუსამდე. გასათფობად ასევე დედალი კორელას Xსირად 1 ადგილიდან მეორეზე გადააქვს კვერცხები. ბარტყები იჩეკებიან 21-23 დღეში პირველისა და ბოლო ბარტყვის გამოჩეკას შორის, შეიძლება რამდენიმე დღიანი ინტერვალი იყოს. დაბადებისას ბარტყები ბრმები არიან. მათ აჭმევს როგორც დედა, ასევე მამა. მშობლები ყლაპავენ საკვებს, ხოლო შემდეგ ისევ უკან იღებენ.
ბარტყების გამოჩეკისას მათ მშობლებს მიეცით მოხარშული კვერცხი, ხორბალი და თავისი საკვები. მოერიდეთ მწვანილებსა და სხვა მცენარეულობებს. 2 კვირაში ბარტყებს ნელ-ნელა უკვე დაეწყებათ ბუმბულის ამოსვლა. მეოთხე კვირას ისინი უკვე გამოვლენ ბუდიდან, მაგრამ ადამიანის დანახვისას შეიძლება კვლავ დაიმალონ. 35-40 დღის ასაკში ისინი უკვე ტოვებენ ბუდეს, თავისით ჭამენ და ცდილობენ ფრენას.
-----------
მოსიყვარულე თუთიყუში (Agapornis)
აფრიკის კონტინენტზე მობინადრე პატარა ზომის თუთიყუშების სახეობაა. ეს თუთიყუშები ცხოვრობენ წყვილებად და როგორც წესი ძალიან უყვართ თავიანთი მეწყვილე, რომელთანაც მთელ სიცოცხლეს ატარებენ, სწორედ აქედან მიიღეს თავისი სახელი.
რიან ძალიან აქტიურები, საინტერესოები და ცელქები. ისინი ძალიან სოციალური ფრინველები არიან და აყალიბებენ ღრმა კავშირებს მათ მფლობელებთან თუმცა ზოგჯერ ძალიან ჯიუტებიც არიან. ზოგიერტი ექსპერტი თვლის, რომ ქალი (მდედრი) უფრო მგრძნობიარეა ეჭვიოანობის მხრივ ვიდრე მამრი. ხელზე გაზრდილი პატარა მოსიყვარულეები არიან საუკეთესო სახლის ბინადები თუმცა საჭიროა მუდმივი წვრთნა და რეგულარული მართვა მათი მოშინაურების შესანარჩუნებლად. მოზრდილ მოსიყვარულეებს რომლებიც არ არიან ხელზე მიჩვეულნი შეიძლება დაჭირდეთ ძალიან დიდი დრო და მოთმნება გაწვრთნისთვის.
არსებობს საზოგადოდ ცნობილი მითი იმის შესახებ რომ მოსიყვარულეები უნდა გყავდეთ წყვილად მაგრამ ის განმარტოებითაც იქნება კარგად თუკი იღებს საკმარის სოციალურ ურთიერთობებს, , სითბოს და ყურადღებას რაც საჭიროა ოჯახის წევრებისგან. ხოლო თუ თქვენ ვერ ატარებთ საკმარის დროს და ვერ უთმობთ ყურადღებას მას, უმჯობესია უპოვოთ კომპანიონი.
მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისეთი ხმამაღალია როგორც ზოგიერთი დიდი თუთიყუში, მოსიყვარულემ შეიძლება გამოსცეს საკმაოდ მაღალი ხმოვანი წამოკივლებები განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვს თქვენს ყურადღებას..
გაითვალისწინეთ რო მოსიყვარულე ვერ სწავლობს ლაპარაკს.
გალია:როგორც მინიმუმი, გალია უნდა იყოს 60 სანტიმეტრი სიგრძე და 60 სიგანე (ასევე სიმაღლე) თუმცა მეტი რა თქმა უნდა უკეთესია. (ამ მხრივ სიგრძე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიმაღლე) გისოსებს შორის დაშორება კი უნდა იყოს არა უმეტეს 1.27სმ. დან 1.58 სმ.მდე და უნდა იყოს ორიენტირებული ჰორიზონტალურად რათა მას საშუალება მიეცეს იცოცოს გალიის მხარეებზე. მოერიდეთ მრგვალ გალიებს. მოიმარაგეთ სხვადასხვა ზომის ქანდარები, მათ შორის ბუნებრივი ხის თუკი არის შესაძლებელი რადგან ეს უწყობს ხელს მათ ჯანმრთელოას.
სათამაშოები:მოსიყვარულეები საკმაოდ აგრესიული არიან კბენის მხრივ ამიტომ კარგად უნდა დავფიქრედეთ სათამაშოს შერჩევამდე. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ არ არსებობს მცირე ნაწილები, რომელიც შეიძლება მან გადაყლაპოს. უსაფრთხო სათამაშოები მოიცავს ხის, აგავის, ტყავის და აკრილის სათამაშოებს, ზარებს და კიბეებს. ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მუყაოს მილები ქაღალდის რულონებსგან, ქაღალდის ჭიქები და გამომშრალი მაკარონის ფორმები შეიძლება გამოიყენოთ თქვენი მოსიყვარულესთვის.
ისინი არიან ძალიან აქტიურები და თამაშის მოყვარულნი ამიტომ კარგი იქნება თუ ბევრი სათამაშო გექნებათ მათ გასართობად.
კვება:არაბალანსირებული ან არასრული დიეტა არის ძირიტადი პრობლემა სახლის ფრინველებში და წარმოადგენს ძირითად დაავადების წყაროს. არც არსებობს საკმარისი სამეცნიერო კვლევა ფრინველის კვების შესახებ განსაკუთრებით თუკი ეს ეხება სხვადასხვა ჯიშის.. ამ ჩამოყალიბების პერიოდში კი ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ჩამოყალიბებული დიეტა სხვა დამატებით საკვებთან ერთად არის საუკეთესო. ზოგიერთი ფრინველი კი მაშინვე ირჩევს რომელიმე საყვარელ მარცვლოვან მცენარეს რაც კიდევ უფრო ამცირებს კვების ბალანსს. რაც შეეხება ნარჩენ საკვებს (junk food) ჩიტებს ის უყვართ მაგრამ ეს არაა ჯანსაღი არჩევანი.
ზოგიერთი სახეობა, ისევე როგორც ტალროვნები და ნიმფები არიან ბუნებრივად სათესლე ქერქიჭამიები მაგრამ მათთვისაც კი თესლი უნდა შეადგენდეს საკვების მხოლოდ 25 პროცენტს.
გამრავლება: წარმატებული გამრავლებისთვის თითოეული მოსიყვარულე უნდა იყოს პირველ რიგში ჯანმრთელი. ნორმალური და 1დან 5 წლამდე ასაკის. მათ ესაჭიროებათ ბუდე რომელშიც დადებენ კვერცხებს. მისი შესაბამისი ზომა კი არის 12"x12"x12. შესასვლელი ხვრელი კი დაახლოებით 3 სმ დიამეტრის. სწორი ბუდის მოსამზადებელი მასალა როგორიცაა გახეხილი ქაღალდი, ასევე უნდა გათვალისწინებული. გამრავლების ასაკის ფრინველები (დედალი) უნდა მოამარაგოთ კალციუმით რომელსაც ის კარგავს კვერცხის დების დროს. ისინი დებენ 5დან 12 კვერცხამდე. საშუალოდ, მოსიყვარულე ჩიტები გამოჩეკავენ მათ კვერცხებს დაახლოებით 23 დღის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში მდედრები საშუალებას აძლევენ მამრებს რომ გამოკვებონ პატარები გამოჩეკიდან 2 ან 3 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ კი ისინი გამოყავთ. შესაძლოა 6დან 8კვირამდე მათი გამოკვება საჭირო იყოს ხელით სანამ გადავლენ ფეტვზე, რბილ მარცვლეულსა და ხილ-ბოსტნეულზე.
მოსიყვარულე თუთიყუშებს აქვთ ძალიან მოკლე კუდი, მაგრამ ისინი ერთობ საინტერესოდ იყენებენ და ინაზღაურებენ (თუ შეიძლება ასე ითქვას) ამ დანაკლისს: კუდში ისინი ბუდისთვის წვრილ ტოტებს და ხმელ ბალახს ათავსებენ და ისე მიფრინავენ ხოლმე ბუდის ასაგებად.
სქესის გარჩევა ერთობ ძნელია. მამალი ოდნავ პატარაა ზომით დედალზე, მისი თავი ოდნავ ზევით არის აწეული და ზევიდან მოპრტყელებულივით, ხოლო დედალს თავის ქალა უფრო მოკლე აქვს, გუმბათისებური. დედალს აგრეთვე არჩევენ ფართოდ გაშლილი ფეხებით,როცა ის ქანდარაზე ზის. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი: სპეციალისტები არჩევენ კიდევ სქესს მენჯის ძვლის სიგანით, უფრო განიერი მენჯის ძვლები აქვს დედალს, თუმცა არასპეციალისტს ასეთი მეთოდით გაუძნელდება რაიმეს გაგება.
მოსიყვარულე თუთიყუშების რამდენიმე ქვესახეობა არსებობს.

This post has been edited by
Jaguar paw on 19 May 2013, 23:26