თეორიული გამოცდის სავარჯიშო საიტებიhttp://www.auto-net.ge (გამოცდები არის თემების მიხედვით)
http://www.auto.gehttp://prava.top.gehttp://www.prava.drive.gehttp://www.ms.mia.ge/DRIVERTEST/ (ოფიციალური საიტი)
ალდაგის საგამოცდო პროგრამა Facebook_ზებილეთების გაშიფრვაhttp://www.youtube.com/playlist?list=PLBD50A665974401CD (ONLINE)
http://allshares.ge/download.php?id=295C38B610 (ჩატვირთვით)
მოძრაობის წესებიhttp://www.youtube.com/playlist?list=PL1457121A8F79DACD (ONLINE)
მართვის მოწმობის ბილეთები"AB კატეგორიის ბილეთები"<<<რუსთავის საგამოცდო მოედანი>>>
გორის საგამოცდო მოედნის თანმიმდევრობა + სურათიპირველი ზიგზაგი, მეორე პარკირება, მესამე რვიანი,მეოთხე გარაჯი,მეხუთე ჩიხი, არანაირი სტოპები და შუქნიშნები და რკინიგზები

სურათისთვის მადლობა
androba_ს
<<<პრაქტიკული გამოცდის ვიდეო>>>გამოცდაზე გასვლის წინაპირობები:1. იღებთ ბანკის სალაროში ქვითარს სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის 16ლარიანი ქვითარია დანარჩენი 57
2. გადაგიღებენ სურათს , მოგაწერინებენ ხელს. (თუ სათვალეს ხმარობ აუცილებელია სათვალეში გადაიღო სურათი)
3. გამოგიძახებენ და გადიხარ გამოცდაზე.
* თუ გაქვს რაიმე ფიზიკური ნაკლი/დაზიანება რაც გარეგანი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევია პირდაპირ ითხოვენ ფსიხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით. დაზიანება/ნაკლში იგულისხმება სმენის , მხედველობის ნაკლებობა და სხვა ფიზიკური დაზიანებები.
(ფსიხოს აღება შეგიძლიათ თქვენი უბნის პოლიკნილიკაში 20-30ლარი ჯდება)
დალტო ტესტიიმ შემთხვევაში თუ ხართ სტუდენტი ID_პირადობის მოწმობაზე უნდა გეწეროთ რომ ხართ სტუდენტი იმ შემთხვევაში ვერ ისარგებლებთ ფასდაკლებით
თუ ხართ სკოლის მოსწავლე აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობის დედანი და თან გყავდეთ წაყვანილი დედა ან მამა და რაც მთავარია თქვენივე სკოლაში (ან ავტოსკოლიდან) მოცემული საბუთი რომ წარმატებულად გაიარეთ თეორიული მასალა
+ სტუდენტები/მოსწავლეები იხდით პირველ ჯერზე 17ლარს ხოლო ჩაჭრის შემთხვევაში სტუნდეტები იხდით 57 ლარს, მოსწავლეები კი 41ლარს
ვიდეო ჩანაწერის ფუნქცია გაუქმებულია!!!<<<ზღვრული ასაკი>>>» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1.“A” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან (21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება);
2. “B” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 17 წლის ასაკიდან;
3. “C” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
4. “D” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან;
5. “BE” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
6. “CE” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
7. “DE” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან;
8. “T” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 17 წლის ასაკიდან;
9. “S” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
10. “ტრამვაი”-ს კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
11. “A1” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 17 წლის ასაკიდან;
12. “B1” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 16 წლის ასაკიდან;
13. “C1” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
14. “D1” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
15. “C1E” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
16. “D1E” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან
სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) „A“ − მოტოციკლი;
ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;
გ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
დ) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ე) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;
ვ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
ზ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
თ) „T“ – სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
ი) „S“ − საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
კ) ტრამვაი.
2. „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: :
ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);
ბ) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;
გ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
დ) „D1“ − მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ე) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
“A და A1” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. „A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:
ა) პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;
ბ) „B“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან/და “A1” ან „B1“, ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
2. „A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს:
ა) 21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) 24 წლიდან, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება.
3. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება
1. „A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:
ა) პირი მოიპოვებს – მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;
ბ) „B“, „BE“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
2. “A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 17 წლიდან.
„B და B1“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:
ა) პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;
ბ) „A” ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან „A1” ან „B1“, ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
2. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 17 წლიდან.
3. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს:
ა) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
ბ) თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.
1. „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:
ა) პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;
ბ) „A” ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან „A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
2. „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 16 წლიდან.
* * *
„C და C1“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებთა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:
ა) პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები II კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;
ბ) „D“ კატეგორიის ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
3. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 18 წლიდან.
4. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს.
შენიშვნა:
1. სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის არ გააჩნია „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები IV კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
2. პირი, რომელსაც „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა ამ შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით და მოთხოვნის მომენტისათვის აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სხვა კატეგორიის (გარდა „T“, „S“ და „ტრამვაის“ კატეგორიებისა) ან ქვეკატეგორიის მართვის უფლებას მოიპოვებს ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიისათვის დადგენილი პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი მართვის მოწმობის საფუძველზე.
3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, აგრეთვე უფლება აქვს:
ა) მართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ მოწყობილი ძარით გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.
C კატეგორიის პრაქტიკული გამოცდა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასე გამოიყურება მოედანი:

ესეც თვითონ მანქანა:

სადღაც ამ სიგრძეა:

გადაცემათა კოლოფი:

1) ჰაერების აღება არ უნდა, ჩაჯდები, რემენეს გაიკეთებ, დაქოქავ, რუჩნოის დაუწევ, სიჩქარეში ჩააგდებ და დაიძვრები. ეცადე რო ისე მოუხვიო აღმართთან რო პირდაპირ მიადგე აღმართს. (აღმართია, მერე ცოტა სწორდება და მერე ისევ დაღმართია) სანამ გასწორდება მანამდე რუჩნოის ამოწევ გააჩერებ, მერე უნდა დაძრა ოღონდ ისე რო მანქანა უკან 20 სმ-ზე მეტად არ უნდა დაგიგორდესო. ჯობია სიჩქარეში ჩააგდო, დაახლოებით 2-3 ათას აბაროტამდე აიყვანო და რუჩნოი დაუშვა და გაზით და ცეპლენიიით დაარეგულირო დაძვრა, მანქანა რო დაიჭიმიება რუჩნოი მაშინ დაუშვი.....
2) ზადნით შეყენების დროს! ადგილზევე დაკეცე რული, უკანა მხარეს ძაან დაატრიალებს, მერე საარკეებში ვიყურებოდი და ისე შევედი, ხან გავასწორე რული ხან ისევ ვუხვევდი. ადგილზევე რო დაკეცავ რულს მერე მანევრირების მეტი შანსი გაქ. უკან არ წახვიდე და ისე არ მოუხვიო. ვერ შეაყენებ. აი მანდ შესაყენებელი სადაცაა (ყავისფერ ნაწერს დააკვირდი) ბარდიურზე წინ არ უნდა იყოს შიტოკიო. ხო ეს მერე მითხრა რო ჩამოვედი მანქანიდა. რატო მაანმდე არ მითხარითქო, მაგას თქმა არ უნდა უნდა მიმხვდარიყავიო ეს იყო პასუხი.
3) პარალელური პარკირების დროს სანამ გამოხვალ მანამდე სარკეში უყურე რო უკანა საბურავი ბარდიურის კუთხეს გამოცდეს და მერე მოუხვიე (თორე ჩემსავით მოგივა შეეცდები გასწორებას რო ზედ არ გადაიარო და ვეღარც სწორად ვერ დააყენებ პარკირებისთვის) თორე გრძელი მანქანაა და უკანა საბურავით ბარდიურს გადაუვლი და გაზონზე გადახვალ.
პარალელური პარკირებისთვის დაყნეებული აქვთ ბარდიურის აქეთ რკინის ბალკა, იმ ბალკასთან როგორც გინდა ისე მიდი ახლოს მაგრამ იმიდან 50სმ-ზე მეტად არ უნდა იყოს მანქანა დაშორებული. გარდა ამისა უკან ყვითელი ხაზია და საბურავი მაგას არ უნდა გადასცდეს თორე ჩაჭრილი ხარო. ბორტი შეიძლება რო გადაცდეს.
პ.ს
მადლობა rezo_ozer_ს
პრაქტიკის მასწავლებლების ნომრები1)გარანტირებულია 7-9 გაკვეთილის შემდეგ ჩაბარება.ვასწავლი მართვის მოწმობის ბილეთებს ქართულად და რუსულად,წიგნით და ინტერნეტით,დაჩქარებული კურსი,ინდივიდუალური სწავლება, .მთლიანი კურსის ღირებულებაა 70-90 ლარამდე-ან გაკვეთილი 10 ლარი.ტ:279-92-01 მობ.593-55-00-18.
2) 555 711 712 ავტოსკოლა "ილო", თბილისის ზღვის მიმდებარედ ლოტკინის მხრიდან.
3) ხვიჩა 599 22 88 35 45წუთი 20 ლარი. გაგარინის მოედანზე
4) დათო 597 00 16 50 1საათი 25ლარი. მეტრო ახმეტელი, გმირ კურსანტთა ქ.22 პოლიციის აკადემიის შენობასთან
5)მახო 592 79 22 72 1 სთ-20 ლარი. მისამართი უცნობია
6) ასევე არიან სპორტის სასახლესთან,1საათი 20ლარი.ქალაქში ტარების მსურველთათვის.ჰყავთ bmw,მერსედესი,ფიატი და ასტრა
7) 599728770 ვანო,მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე.შესაძლებელია ქალაქში ტარებაც. ასევე გასწავლით თეორიას 10დღიან კურსში,ინდივიდუალურად კომპიუტერული პროგრამის საშუალებით
8)599934454 - მიშა.ფაბია, 45 წუთი 20 ლარი, პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
9) 577–77–85–31; 571–77–85–31 გივი გიორგაძე
10) ავტოსკოლა "ავტობუმი".მდებარეობს გლდანში, მეტროსთან, პოპულის თავზე. ტელ :265 46 17, მობ: 592 450029.
11) მომზადება საგამოცდო პრაქტიკულ საკითხებში, პარალელურად ქალაქში. ასევე თეორიულ ნაწილში, ინდივიდუალურად, სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამით 10 დღეში. 599728770 ვანო აფციაური
12)მიშა 593 24 24 49. 45 წუთი 20 ლარი ფაბიათი.ნუცუბიძეზე
13) მართვის პრაქტიკის მასწავლებელი, ავტოდრომი მაღლივთან და სპორტის სასახლესთან 577 503 343 შოთა.
14)ავტოსკოლა "ფორსაჟი" გთავაზობთ თეორიისა და პრაქტიკის შესწავლას 2 კვირაში,გააზრების და მსჯელობის მეთოდით. შიდა გამოცდების ჩათვლით.თეორიული სწავლების ღირებულება : ჯგუფური - 55 ლარი. ინდივიდუალური - 85 ლარი. რუსულად სწავლა - 150 ლარი. პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს "Skoda"- ს მარკის ავტომობილით, რუსთავის საგამოცდო მოედნის ანალოგიურ მოედანზე. მის: გლდანი, ხიზანიშვილის 37 ტელ: 598 778 778 . 2 14 81 86.
მომსახურეობის სააგენტოს ცხელი ხაზი: 2 41 91 91სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი(თეორია+პრაქტიკა) შაბათს მხოლოდ პრაქტიკა
საათები: 9:30_დან 18საათამდე თეორიული გამოცდა, ხოლო პრაქტიკა სანამ რიგი არ მორჩება
მართვის მოწმობა XXIII ნაწილიყველას წარმატებას გისურვებთ სულ მწვანეზე და მშვიდობით გევლოთ
This post has been edited by დ ა თ ვ ი on 22 Jun 2013, 06:29