თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ თამაზ კაკონაშვილი დაინიშნა. კაკონაშვილი მედიკო მეზვრიშვილის მმართველობის პერიოდში კახეთში საგადასახადო ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მას ამჯერადაც ფინანსების მართვა ჩააბარეს. თამაზ კაკონაშვილისთვის გამგებლის მოადგილის შტატი სპეციალურად შეიქმნა. მანამდე თელავის გამგებელს 4 მოადგილე ჰყავდა. თელავში თანამდებობებზე ახალი გამგებლის გივი მეტრეველის ნათესავები ინიშნებიან. თავად გივი მეტრეველი თამაზაშვილების კადრია.
გივი მეტრეველი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლად საკრებულომ 22 ივლისს დაამტკიცა. გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი გამჭვირვალედ არ ჩატარდა. გარდა იმისა, რომ კომისიის სხდომებზე დაინტერესებულ პირებს დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ, თელავის საკრებულომ უარი თქვა გამგებლობის კანდიდატების წერილობითი ნამუშევრების გასაჯაროებაზე, სადაც თითოეულ კანდიდატს მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა უნდა წარმოედგინა. საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ტარილ გალახვარიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ამიტომ მის გაცნობაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრს 2–ჯერ უთხრა უარი. საჯარო ინფორმაციის გაცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე და საკონკურსო – საატესტაციო კომისიის წევრები, მეორე ტურში გადასული გამგებლობის კანდიდატების ვინაობასაც არ ამხელდნენ. კომისიის წევრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ისინიც ამბობდნენ, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ, საზოგადოებამ გაიგოს ვინ არიან გამგებლობის კანდიდატები, მანამ სანამ გამგებელი არ დაინიშნება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი გამგებლად გივი მეტრეველის დანიშვნამდე 3 კვირით ადრე წერდა, რომ გამგებელი სწორედ ის გახდებოდა და კონკურსს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მეტრეველის კანდიდატურა შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრთან, კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსთან თამაზ თამაზაშვილთან და მის შვილთან, პარლამენტის წევრ ალექსანდრე თამაზაშვილთან იყო შეთანხმებული.
გივი მეტრეველი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო – სამაშველო სამსახურის უფროსის თემურ მეტრეველის ახლობელია. თემურ მეტრეველმა 3 წლის წინ, თელავში, 42 წლის დიტო დენტოშვილი მოკლა. თელავში, კულტურისა და დასვენების პარკში ჩხუბი 2010 წლის 3 ივლისს მოხდა. 26 წლის თემურ მეტრეველი იმ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის საკრებულოს წევრი და ამავე პარტიის აქტივისტი იყო. მან 42 წლის დიტო დენტოშვილი სასტიკად ცემა. ცემის შედეგად დენტოშვილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. თელავის პოლიციაში საავადმყოფოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე სს საქმე იმავე დღეს აღიძრა. დენტოშვილი 7 ივლისს გარდაიცვალა, თუმცა მეტრეველს არ აკავებდნენ.მეტრეველის მიერ დენტოშვილის ცემის და გარდაცვალების ფაქტზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია პირველად 9 ივლისს, 14:28 საათზე გაავრცელა.შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თემურ მეტრეველი 9 ივლისს, 16:25 საათზე, ლაგოდეხში დააკავეს. 2010 წლის შემოდგომაზე თელავის რაიონულმა სასამართლომ თემურ მეტრეველი დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც რეალურად თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი; ამასთან, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მეტრეველი ციხიდან 2011 წელს, თელავში, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებამდე გაათავისუფლეს და ნასამართლობაც მოუხსნეს.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მკვლელობისთვის გასამართლებული თემურ მეტრეველი თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურის უფროსად დაინიშნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ თემურ მეტრეველი თამაზ თამაზაშვილის შვილის, ალექსანდრე თამაზაშვილის მეგობარი და თანაკლასელია. ალექსანდრე თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმაა.
თემურ მეტრეველმა მოადგილედ დაინიშნა თავისი და ალექსანდრე თამაზაშვილის თანაკლასელი ბექა ჟურული.
რამდენიმე დღის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლად დანიშნული გივი მეტრეველი ბექა ჟურულის ნათესავია. იგი ბექა ჟურულის ბიძაა, დედის ბიძაშვილი. გამგებლად დანიშვნისთანავე გივი მეტრეველმა გამგეობის ბალანსზე არსებული ერთ–ერთი მანქანა, რომლითაც გამგებელი სარგებლობდა, სახანძრო – სამაშველო სამსახურს გადასცა. ამ მანქანით ბექა ჟურული სარგებლობს.
ასევე, გამგებლად დანიშვნისთანავე გივი მეტრეველმა გამგეობაში დასაქმებულ 20–ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა. დადასტურებული ინფორმაციით, თანამშრომლები მან საკუთარ სამუშაო ოთახში დაიბარა, უთხრა, რომ მათი მუშაობით უკმაყოფილოა და მოუწოდა, დაეწერათ განცხადებები თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუდიტს მოიწვევდა და მათი საქმიანობის შემოწმებას დაიწყებდა.
„როცა ბატონი გივი თანამდებობაზე წარადგინეს, მეორე თუ მესამე დღეს გვითხრა, რომ სურდა სამსახურში მოეყვანა ისეთი გუნდი, ვისთანაც უმუშავია. მარტო მე კი არა, თეა მჭედლიშვილსაც, რომელიც გამგებლის თანაშემწედ მუშაობს, აკა საჩიშვილს – გამგებლის მოადგილეს და კიდევ რამდენიმეს. მე არსად წასვლას არ ვაპირებ და არც განცხადება დამიწერია,“– განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ნოდარ ჯანდიერმა.
„პირველადი გაცნობის შედეგების მიხედვით დავინახე ჩემი სამსახურების მუშაობის ხარისხი. ვიფიქრე, რომ გარკვეულ სამსახურებში უფრო მეტ შედეგს მომცემს თუ შედარებით უფრო კვალიფიციური კადრი მოვა, რომელსაც მე აუცილებლად მოვიძიებ და შემდგომში ეს საკითხი გადაწყდება კანონის შესაბამისად, ანუ კონკურსის წესით იქნებიან დანიშნულები. მანამდე მე ჩემს თანამშრომლებს სიტყვიერად შევთავაზე ის, რომ მოეძებნათ მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ადგილი და დაეთმოთ ის ადგილები იმ ადამიანებისთვის, ვინც უფრო მეტ საქმეს გააკეთებდა. თუ ეს ადამიანები თვითონ ვერ მოძებნიან ისეთ ადგილს, სადაც ისინი უკეთ მოერგებიან და იმუშავებენ, ამ შემთხვევაში ჩაერთვება აუცილებლად კომისია, რომელიც იქნება საკვალიფიკაციო და ჩატარდება კონკურსი. ნოდარ ჯანდიერი, აკა საჩიშვილი, ალექსი თეგერაშვილი, თეა მაჭარაშვილი, ამათ გარდა კიდევ 15–20 კაცთან მქონდა შეხვედრა,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გამგებელმა გივი მეტრეველმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის თანახმად, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოსამსახურე დაქვემდებარებულ პირს სთხოვს განცხადების დაწერას გათავისუფლების შესახებ, რასაც ახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ, რამდენადაც არ აქვს უფლება ასეთი მოთხოვნა წაუყენოს პირს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამ ქმედებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გადაჭარბება ხდება.
2013 წლის 9 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა გამგებლის გივი მეტრეველის მოთხოვნა და გამგეობაში გამგებლის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაამატა. გამგებლის ახალ მოადგილედ თამაზ კაკონაშვილი დაინიშნა, რომელიც მედიკო მეზვრიშვილის მმართველობის პერიოდში კახეთში საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას ამჯერადაც ფინანსების მართვა ჩააბარეს. მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო 1300 ლარით განისაზღვრა. ამ დროისთვის თელავის გამგებელს 5 მოადგილე ჰყავს.
ჩვენ ვკითხეთ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ ბუცხრიკიძეს, რატომ გახდა საჭირო გამგებლის მოადგილეების რაოდენობის გაზრდა. „ჰკითხეთ გამგებელს. მე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ. მისივე თქმით, საკრებულოს, გამგებლის მეხუთე მოადგილის შტატის დამატებით კანონი არ დაურღვევია. „პარლამენტმა ცვლილება შეიტანა საარჩევნო კოდექსში. აკრძალვა ამ დროისთვის აღარ გვაქვს, რადგან არჩევნებია დანიშნული, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის უფლება არ გვქონდეს,“ – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ თამაზ კაკონაშვილი ბექა ჟურულის ნათესავია, უფრო ზუსტად მამიდის მაზლია.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი მეტრეველი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან მეხუთე მოადგილის შტატის დამატების მიზეზს განმარტავს. „საქმეებია მოსაგვარებელი, ამიტომ დამჭირდა მე–5 მოადგილის შტატი.მანამდე ფინანსებს ერთ–ერთი მოადგილე მართავდა, არ ვიყავი კმაყოფილი. ძველი მოადგილეები არ გავუშვი და ახალი ამიტომ დავიმატე. მე ჩავთვალე, რომ თამაზ კაკონაშვილი არის პროფესიონალი. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თელავის საგადასახადო სამსახურის უფროსად, მედიკოს დროსაც და მას შემდეგაც. რაც შეეხება ნათესავების საკითხს, ბექა ჟურული მანამდე დაინიშნა თანამდებობაზე, ვიდრე მე გამგებელი გავხდებოდი. თემურ მეტრეველი კი ჩემი ნათესავი არ არის. გამგეობის მანქანა სახანძრო – სამაშველო სამსახურს გადავეცი იმიტომ, რომ გამგებელს 2 მანქანა ემსახურებოდა, სახანძრო სამსახურს კი ნორმალური მანქანა არ ჰქონდა. ბექა ჟურული თუ სარგებლობს ამ მანქანით, სხვებიც სარგებლობენ. თამაზაშვილებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თამაზ თამაზაშვილი დაახლოებით 15 წლის წინ გავიცანი, როცა ის კახეთის პოლიციის უფროსი იყო, მე კი „თელავგაზსს“ ვხელმძღვანელობდი. მის შვილს ალექსანდრე თამაზაშვილის 5–6 თვის წინ შევხვდი რამდენიმე წუთით, ხელი ჩამოვართვი, სხვა ურთიერთობა არ მაქვს“.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობებზე შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ნათესავები მასობრივად დაინიშნენ.
თამაზ თამაზაშვილის დის შვილი ზვიად ჯანყარაშვილი შსს–ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა; წინასაარჩევნოდ ზვიად ჯანყარაშვილი „ქართული ოცნების“ სიღნაღის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. ამ თანამდებობაზე ის საპარლამენტო არჩევნებამდეც მუშაობდა.
შს მინისტრის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის და, თამარ თამაზაშვილი დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად.
თამარ თამაზაშვილის მეუღლე ვასიკო აბულაშვილი დაინიშნა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ დედოფლისწყაროს სერვის – ცენტრში აღრიცხვის სამსახურის უფროსად.
თამაზ თამაზაშვილის ცოლის მაია თამაზაშვილის ძმა ნუგზარ პაპიაშვილი დაინიშნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად.ნუგზარ პაპიაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა
თამაზ თამაზაშვილის ნათესავი სანდრო იაკობიშვილი დაინიშნა დაცვის პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად. სანდრო იაკობიშვილი გასულ წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში მუშაობდა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო გაათავისუფლეს.
ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, პარლამენტის წევრის, ლექსო თამაზაშვილის მეგობარი დიმიტრი მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად. დიმიტრი მაისურაძის ნათესავები გიგა და ოთარ გავაშელიძეები, ასევე სიმამრი ავთო გავაშელიძე დასაქმდნენ და დაწინაურდნენ საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე. კახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი დიმიტრი მაისურაძე თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურის უფროსის თემურ მეტრეველის ცოლის ძმაა.
„თქვენ არ გსმენიათ, რომ ცოლის მხრიდან ნათესავი არ არის ნათესავი?“, – ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისი გამინისტრების შემდეგ თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნის შესახებ ინფორმაციას. ალექსანდრე თამაზაშვილი კი ამ საკითხზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
http://ick.ge/articles/15413-i.htmlქოცები კიდევ გამოვლენ ამის მერე და მორალზე და ნაცების სიცუდეზე დაიწყებენ ლაპარაკს
ამ ხელისუფლების მარაზმმა უკვე ყველა ზღვარს გადააჭარბა არადა მხოლოდ 10 თვეა გასული
ვეჭვობ ქოცები ამ თემას არ გაეკარებიან...
რკინის კარს უკან გამოკეტილებს სოსო გვიტყნავდა ყველას კეთილებს...
Божий შვილი ვიყო!
მხოლოდ სომხებს არ ვევასებით, დანარჩენებს ყველას ყ---ე ვკიდივართ!
ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში@ბატონიბიძინი
Rejoice O young man
in thy youth...
თы ыრ მыგვыწыნыბы , გыდыვыრჩыვთ.
ყლეებო თქვენა.