gio020 მეც გამჩენია ესეთი შეკითხვა როცა მსურდა ასეთი ტიპის საიტის დამზადება. გავერკვიე მეთვითონ ყველაფერში. რაშია საქმე. ანუ როდესაც ქმნი საიტს გინდა თანხა მითუმეტეს ფილმებისას. დაახლოებით თანხა მიდის 10000$+ წელიწადში. და სპონსორი არ დაგიდგება ამ შემთხვევაში რატომ მაგასაც გეტყვი. ფილმების საიტი როდესაც იქმნება ჭირდება გარკვეული თანხები დავიწყოთ იმით რომ:
დომენის თანხა - 1 წელი 30 ლარი .ჯი დომენი
სერვერის შეძენა - ფილმების საიტისთვის აუცილებელია სერვერების ყიდვა და სასერვერო დაწესებულებაში განთავსება დაახლოებით თავიდან დაგჭირდება 2 სერვერი თითო 22ტერაბაიტიანი ან 56ტერებაიტიანი. რამი უნდა ქონდეს 500გბ. ანუ სერვერები მანამდე უნდა გქონდეს ნაყიდი დაახლოებით 30000$ ჭირდება ასეთ 2 ცალ სერვერს. მაგრამ ქართველებს არ იფიქრო თუნდაც ალლმუვიეს, აიმუვიესს და მაიჰიტს ამხელა სერვერები ქონდეთ მაგ: აქვთ 10 ტერაბაიტიანი სერვერი 6 ცალი დაახლოებით დაჯდება 10000$ ეს ყველაფერი.
პროვაიდერთან განთავსება - თანხა დაჭირდება 300 ლარი თითო სერვერზე თუ კარგი გამტარობა და გამძლეობა გინდა.
ანუ ერთიანობაში როგორაა საქმე იცი დაუკვირდი ყველა საიტი ალლმუვიეს აიმუვიეს და მაიჰიტი , ამბები.ჯი და ა.შ არის ყველა ვებ-სტუდიების რომლებმაც თავიდან დაიწყეს საიტების დამზადება იაფად 2007 წლიდან და შემდგომ გააძვირეს ფასები 2000 ლარამდე. ამის შემდეგ ადგნენ თანხა ქონდათ ყელამდე მოკიდეს ფულს ხელი და გააკეთეს ზემოთ ხსენებული იმ მიზნით რომ უფრო მეტი კლიენტი მისვლოდათ ანუ რეკლამა და პრესტიჟი იქნებოდა მათთვის. რაც შეეხება ჩვეულებრივ პირს ეს საქმე რომ დაიწყოს ჩათვალე გაკოტრდება და ბევრს წააგებს თუ ვებ-სტუდია არ ექნება და თანხაც შესაბამისი. ალბათ მიხვდი რაშია საქმე. მოგება იქნება დაახლოებით 10000 ლარი თვიურად დაახლოებით თუ გათვლა გექნება 100000 ვიზიტორზე დღიურად და თუ დაიწყებ ფილმების ქართულად გახმოვანებას და ქართულად თუ დადებ ყველა ფილმებს ძალიან ბევრი ვიზიტორი გეყოლება. ხო კიდევ რაც შეეხება ფილმებზე ლიცენზიებს. ფილმების განთავსება ეხლა ყრია რუსულ საიტებზე და აიღე რამდენიც გინდა მაგრამ მაინც არ ვარგა რადგან სახელმწიფოს ნებისმიერ მომენტში შეეძლება ჩამოგართვას საიტი და წაგაშლევინოს ფილმები თუ ფილმის სტუდია მოითხოვს ამას ხვდები? ანუ აზრი არ აქვს საიტის გაკეთებას ჩვეულებრივი პირი თუ გააკეთებს ასეთ საიტს.

მოგება წამოვა ვებ-სტუდიისთვის რეკლამებიდან და კომპანიებიდან რომლებსაც საიტის დამზადება სურს.
მგონი ძალიან დიდი სტატია გამომივიდა. წარმატებები ყველას.