მინდა, რომ მცირე ბიზნესის ფარგლებში გავაკეთო პატარა ნატურალური წვენების ან გაზიანის სასმელების ქრხანა/საწარმო.
მაინტერესებს რა არის საჭირო, რა პროცედურების გავლა მომიწევს იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს:
ნედლეული - სხვადასხვა ჯიშის ხილი მომყავს გორის რაიონში და მაქვს პრივილეგია (თუ შეიძლება ასე ითქვას) რომ საკმაო რაოდენობის ნედლეული მექნება.
ადგილი საწარმოსათვის - მაქვს მიწა სოფელში, სადაც შემიძლია ავაშენო გარკვეული ზომის ნაგებობა საწარმოსათვის.
ანუ რა ინფორმაცია მინდა: რა არის საჭირო ლიცენზიის ასაღებად, ნედლეულის ექსპერტიზა/შემოწმებისათვის, რომ სახელმწიფოს დავუმტკიცო, რომ ნედლეული გამოსადეგია წარმოებისათვის.
პროდუქტის სტერილიზაცია, სანიტარული ნორმები და ა.შ...
დაწერეთ თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ.
გმადლობთ