საფრანგეთში, ნიცის აეროპორტში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი დეპუტატი მერაბ სამადაშვილი სცემა, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ოქრუაშვილის მეგობარმა და თანაგუნდელმა თეო ტლაშაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუიაშვილთან პირადად არ უსაუბრია, თუმცა მისი უახლოესი გარემოცვიდან იცის, რომ აეროპოტრში ინციდენტი მოხდა.
თეო ტლაშაძის თქმით, "ოქრუაშვილს სამადაშვილთან პირადი წყენა არ ჰქონია და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ანგარიშსწორების მიზნით გაუსწორდა ფიზიკურად".
ირაკლი ოქრუაშვილი ნაძალადევის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ სამადაშვილს ნიცაში ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სამადაშვილმა შვებულება ნიცაში გაატარა და საქართველოში მოემგზავრებოდა, როდესაც აეროპორტში შემთხვევით გადააწყდა ოქრუაშვილს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მას პოლიტიკური წარსული და ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება გაუხსენა და რამდენჯერმე დაარტყა.
ბიზნესმენის ძმა ომარ სამადაშვილი მომხდარს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ცემა მორევაზეა.
_ "დაჩის ზღაპრები" ვრცელდება მოკლედ რაა. მერაბის ვერც ოქრუაშვილი სცემს და ვერც პეტრიაშვილი.თანაც ჩხუბი მორევაზეა. ან რატომ უნდა ეცემა, რა საქმე ჰქონდა ჩემს ძმასთან ოქრუაშვილს? მერაბი რომ სცემოს , მისი მორევა უნდა შეეძლოს და მეორეც მასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. _ ამბობს ომარ სამადაშვილი "გურია ნიუსთან".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მერაბ სამადაშვილი წლების განმავლობაში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მისი დამარცხება მხოლოდ თეა წულუკიანმა შეძლო
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...vili-scema.html This post has been edited by LGBT on 17 Aug 2013, 13:43