amadeus
გარკვეული კაცი ჩანხარ, მეც მაინტერესებს ეს თემა ჰობის (ეზოს) დონეზე, რამოდენიმე კითხვას მეც დაგისვამ თუ არ შეწუხდები:
ორპირი რა არის? და რანაირად იხვნება?
- ორპირი არის იგივე პლანტაჟი რომელიც ნიშნავს ღრმად მოხვნას, ანუ სულ მცირე 40 სმ სიღრმეზე. ნორმალური მოხვნა არის 20-25-30 სმ სიღრმე, ხოლო ორპირი არის 40-50 სმ სიღრმეზე მოხვნა. ეს საკმაოდ ძვირია და 1 ჰეკტრის მოხვნა 500 ლარი ღირს. ვაზს ჭირდება სიღრმე და ამიტომ ხნავენ ორპირს. ვაზი ირგვება სადღაც 30-35 სმ სიღრმეში.
საერთოდ ვაზი რანაირად ირგვება, რა სიღრმეზე და რამდენია დაშორება ნარგავებს შორის?
ვაზი ირგვება დაახლოებით 2 საკვირტე უნდა იყოს მიწაში ანუ სადღაც 30 - 35 სმ. (საკვირტე არის პატარა სუჩოჯებივით რომ აქვს ვაზს საიდანაც ყლორტები ან ფოთლები ამოდის.) ვაზებს შორის დაშორება ჯობია რომ იყოს 1.4 ან 1.5 მეტრი, იმიტომ რომ ჰაერაცია მეტიაქვს და უფრო თამამი იზრდება. თუ ახლოს დარგავ 1 მტრი დაშორებით მაშინ მოსავლიანობა ნაკლები ექნება.
როდის უყენებენ სარებს თუ რას უყენებენ საერთოდ? რაც მინახავს სარებია და მათ შორის მავთული გაბმული, პროფესიონალურად როგორ უნდა მოეწყოს ეგ ამბავი?
- სარებს კახეთში ეძახიან სტოლბას, ეს უნდა დაყენდეს მესამე წელს როდესაც ვაზი მიაღწევს ზრდასრულ ასაკს. სტოლბა რომ დადგება უნდა გაიბას მავთულიც და ვაზი დაკავდეს მავთულზე. ერთი სტოლბა ცემენტის ღირს დაახლოებით 5-6 ლარი და ერთ რიგზე ანუ პლანზე უნდა დაახლოებით 16 სტოლბა. და 3 ხაზი მავთული, ანუ იგივე 300 მეტრა. მავთულის ფასი კილოობითარის და ზუსტად არ ვიცი.
როგორ ირწყვება ვენახი და საერთოდ რამდენჯერ ან როდის?
მაგალითად სიღნაღის რნ - ის უკანა მხრის სოფლებში საერთოდ არ ირწყვება და ღმერთის იმედზეა მაგრამ მოსავლიანობა საკმაოდ კარგია მაინც რადგან წვიმა თავისას აკეთებს. მაგრამ ახალ დარგულ ვაზს მაინც თითო ლიტრა წყალი რომ დაესხას ძირებში უფრო ადვილად იხარებს და საქმე გაადვილდება.
რა წამლის შეტანა ხდება, როდის და როგორ?
ახალ დარგული ვაზი როგორც კი იხარებს ეგრევე იწყება წამლობა, იმიტომ რომ ახალი ნახარები ვაზი ჯერ მიწის პირზეა და პატარაა, ამიტომ მიწიდან ნესტს იღებს ღამღამობით ანუ ნამი რომ ეცემა და ეს ნესტი და ნამი მოგეხსენებათ ნაცრის და ჭრაქის რესურსია და პატარა ვაზი აუცილებლად უნა იწამლოს. წამლის უამრავი სახეობა არის ზუსტად არ ვიცი სახელები. მარა კარგი აგრონომის კანსულტაცია აუცილებელია
რა დროა საჭირო სრულ სიმწიფემდე და როგორ ხდება ამის შემოწმება?
ახალი დარგული ვაზი მესამე წელს გაძლევს უკვე მოსავალს, ნუ მოსავალი პირველწელსვე შეგიძლია დაასხმევინო მარა მერე ვაზი კნინდება, ამიტომ მესამე წლამდე უნდა სხვლა რომ არ დაისხას და მთლიანი რესურსი ზრდაზე მოიხმაროს, აი მესამ წლიდან კი შეგიძლია დაკრიფო ყურძენი. ხოლო მეოთხე წელს სრული დატვირთვით მიიღებ 100%იან მოსავალს, თუ რათქმაუნდა სეტყვა არ დაეცა

როდის და რა მეთოდით იკრიფება მტევნები?
მტევნების კრეფა იწყება სადღაც სექტემბრის ბოლოსკენ, ანუ როცა ყურძნის შაქრიანობა იზრდება 19-20 გრადუსამდე. მაგრამ არიან ქარხნები მგ. ბაგრატიონი რომელიც მკვახეს იბარებს ანუ შამპანურისთვის. ბაგრატიონს შამპანურისთვის ცოტა მომჟავო ყურძენი აწყობს. და შეგიძლია აგვისტოს ბოლოს დაკრიფო.
ისე რაც უფრო მეტად მწიფდება ყურძენი, მით უფრო იკლებს წონაში. ანუ მზე აორთქლებს წყალს და რჩებ ა მარტო შაქარი, მაგ პრინციპით მუშაობს მოკლეთ მტევანი.:

შაქრიანობის შემოწმება კი სპეციალური ე.წ თერმომეტრით ხდება. ანუ გამოწურავენ ცოტაოდენ წვენს და ჩააგდებენ შიგ სპეც თერმომეტრს და გაიგებენ შაქრიანობას. ეს თერმომეტრი ქრხნების ლაბორატორიებში ყველგანაა, ან შენც შეგილია იყიდო აგრო მაგაზინებში.:

კიდევ თუ არის რაიმე სახის "წყალქვეშა ქვები" და როგორ უნდა ავირიდით?
ეს წყალქვეშა ქვები ვერ მივხვდი რას ნიშნავს. :

პ/ს კარგი მოვლის პირობებში 1 რიადი ვენახი იძლევა 300-500 კგ ყურძენს. ანუ თუ გაქვს 100 პლანი ვენახი 30-50 ტონა ყურძენი გარანტირებული გაქვს ღვთის მადლით. წელს კგ ყურძენი 1 ლარად ჩაიბარეს ქარხნებმა. ხოლო გამოთვლები აჩვენებს ერთი რიადი ანუ პლანი ვენახის მოვლა მთლიანად მუშის ხელით ჯდება სადღაც 40-50 ლარი.
ეხლა მოგება შენ გამოთვალე :

მაგარი საქმეა, მე ეხლა მოვხანი 2 ჰეკტარი მიწა, ანუ ორპირი დავაბრუნე და ვნახოთ რას ვიზამ, ვაპირებ ვაზის გაშენებას.
პპს. ხოო მართლა, ჯობია რომ პლანებს ანუ რიადებს შორის დაშორება იყოს 2.7 - 3 მეტრა იმიტომ რომ ახლებური ტრაქტორების სიგანეც იგივეა და მოხვნაზე და კულტივაციაზე რომ ადვილად შევიდნენ პლანებში.
აბა თუ გადაწყვეტ ვაზის გაშენებას კიდე მომწერე და რაც შემიძლია დაგეხმარები.
ყოჩაღი იყავ :

))
მადლობა smile.gif