უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ , სოფელში მინდა რომ გადავსახლდე.. სადმე მთაში: ან ხევსურეთში, ან თუშეთში.
ოღონდ მთელი ცხოვრება არა. დაახლოებით ოთხი-ხუთი წლით
ისეთ სოფელში, აი, მაღლა, მაღლა, ღრუბლებში რომ არის გამოკიდებული, სადაც ველური გარემო ცივილიზაციის მსახვრალ ხელს ჯერ არ დაუმახინჯებია და ზღაპრულ დასახლებას ჰგავს. სადაც ძნელი გასარჩევია რეალობა და მისტიკა და გგონია, გასულ საუკუნეებში გადახვედი დროის მანქანით. ცხოვრობ ძველ სახლში, იქ სადაც ძალიან დიდი ხნის წინ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ, შენი ეზოდან გრანდიოზული, ულამაზესი ხედი იშლება - განიერი ხეობა, ტყე, ალპური მდელოები ცხვრის ფარით, მოსეირნე ნისლებს ზემოდან გადაჰყურებ, მდინარის ხმაური კი სადღაც, უძირო უფსკრულიდან ისმის, ხოლო ყვავილებს ისეთი ფერი აქვს, გეგონება ზღაპრიდან ამოვიდნენ.

სადაც სოფლის თავში მდგარი უძველესი ნიშის წინ, რომელსაც შუმერული სახურავი და ქრისტიანული ჯვარი ამშვენებს, ადგილობრივი მცხოვრებლები, მათი ათასწლეულებით დაშორებული წინაპრების მსგავსად, უცნაურ წარმართულ-ქრისტიანულ რიტუალებს აღავლენენ... თითქოს დრო გაჩერდა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილაო

სადაც შეგიძლია მიტოვებულ ნასახლარებში იარო და იმაზე იფიქრო, რომ აქ ოდესღაც ცხოვრება დუღდა. სადაც შემოღამებისას ისეთი მომნუსხველი, დიდებული და მისტიკური სიჩუმე გამეფდება-ხოლმე, რომ აღელვებისგან შეიძლება ძარღვებში სისხლი გაგეყინოს.
გგონიათ რამე არარეალური აღვწერე? ზუსტად ასეთია თუშეთში სოფელი ფარსმაა, ან თუნდაც დოჭუ (მაგალითად).

მაგრამ.. ამ ყველაფრის პარალელურად, მომიწევს უარი ვთქვა ცივილიზაციის ყველა სიკეთეზე: ინტერნეტზე კიარადა, დენზეც კი

პა ხოდუ, მანდ ცხვარ-ძროხა თუ არ გაიჩინა კაცმა, ისე ვერ იცხოვრებს. ასე რომ, შეიძლება ზოგჯერ საქონლის დაკვლაც მომიწიოს

არც ექიმი მეყოლება გაჭირვებისას და არც წამალი მექნება.
მაგრამ მაინც ასწორებს.
როგორი იდეაა?
საერთოდ კი, ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრებაზე ვოცნებობ, მაგრამ თუშეთიც არანაკლებია

(სხვათა შორის, ჩვენ გვყავს ერთი ძალიან მშვენიერი თანაფორუმელი გოგო, რომელიც აშშ-იდან, ჩიკაგოდან დაბრუნდა სამშობლოში და ბარისახოს სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა

).