ჯიჰადის ვიდეოების მერე ამ ვითომტერორისტების საქმით გადაფარვას ცდილობდნენ და დიდი აღტკინებით გამოაცხადეს რომ ტერორისტები დავიჭირეთ რომლებიც ტერაქტს გეგმავდნენო ახლა კი სასამართლოზე მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვაში ედავებიან , საკითხავია ეს იარაღიც ხო არ ჩაუდეს ? მატყუარა შუსუსუ .
კადიევისა და ომაროვის სასამართლო პროცესი გადაიდო
მიკაელ კადიევისა და რიზვან ომაროვის სასამართლო პროცესი 30 აგვისტომდე გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი შვებულებაში იმყოფება.მიკაელ კადიევსა და რიზმან ომაროვს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ,
რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ შენახვას გულისხმობს. ორივე პირი თავდაპირველად ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, წინასასამართლო სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მათმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და აღმაშფოთებელია. ადვოკატმა განაცხადა, რომ კადიევსა და ომაროვს ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავებიან, რომელიც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, მოსამართლემ 10 000 ლარიანი გირაოთი მათი აღმკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალების მიხედვით აშკარად დასტურდება, რომ მიკაელ კადიევსა და როზმან ომაროვს იარაღი ჩაუდეს. გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, მართლმსაჯულება გრძელდება იმ მეთოდებით, რომელიც ძველი ხელისუფლების დროიდან მოდის.
- See more at:
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=82...b.EYYWzfBn.dpuf