http://pirweli.com.ge/uploads/news_39853.pngმამა ნიკოლოზი 2005 წელს ავჭალის სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი იყო
15:39 16.08.2013
ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის მოძღვარი მამა ნიკოლოზი (ერისკაცობაში პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ ტაბაღუა) 2005 წელს ავჭალის სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი იყო.
ამის შესახებ "პირWელს" "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა მამა ნიკოლოზზე ზეწოლას სწორედ იმის გამო ახორციელებდა, რომ ციხის უფროსად ის იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც სასჯელს გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები იხდიდნენ.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ადვოკატებმა ვიდეოფირი გაავრცელეს, რომელშიც ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი გამომძიებელ კახაბერ ჭუმბაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
მამა ნიკოლოზის თქმით, 13 აგვისტოს ის ქალაქის პროკურატურაში დაიბარეს, სადაც გამომძიებელმა ჭუმბაძემ ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ძალდატანებით მიაცემინა.
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მამა ნიკოლოზს აიძულეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებული ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და მეტრეველი, ახალაიას რეკომენდაციით, სხვა პატიმრებთან შედარებით უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს.
http://pirweli.com.ge/?menuid=11&id=39853#...Ga-It8.facebookრავა ყველაფერში უჯიშოები ხართ თქვე პირქვე ,,არგასახარებლებო,,
This post has been edited by ანუნაკი on 16 Aug 2013, 18:49
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!