#37675780 · 19 Aug 2013, 18:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, არ ვიცოდი სად დამეწერა და იმედია სწორად შევარჩიე განყოფილება.
მოკლედ აქ თუ დაწერთ თქვენი მეზობლების, ახლობლების, ნაცნობების, უბრალოდ ყურ ან თვალმოკრული ოჯახების კოორდინატებს ვისაც სჭირდება ელემენტარული დახმარებაც კი, იქნება ეს საჭმელი, ჩასაცმელი, პამპრესები, სათამაშები თუ სხვა, დიდად დამავალებთ. იქნებ საიტი, ბლოგი, გვერდი იყოს სადმე სადაც ასეთი ოჯახების შესახებ ინფორმაცია იქნება, რამდენი წევრისგან შედგება, თუ არიან ბავშვები, რა ასაკის, რა წამლები სჭირდებათ ან მოკლედ ყველა მნიშვნელოვან დეტალს.
იქნებ მე ან შენ ან სხვას გაუჩნდეს სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროს მათ. გთხოვთ დამეხმაროთ და მომაწოდოთ ასეთი ოჯახების შესახებ ინფორმაცია * * * არავის გაქვთ მსგავსი ინფორმაცია?
--------------------
.
|