დაკავებულის ოჯახის წევრები ქობულეთის პოლიციის სამმართველოს უფროსს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
31 ივლისს ქობულეთში რესტორან ,,ზევას” მიმდებარე ტერიტორიაზე მომდარი ხულიგნური გარჩევის დროს დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი გიორგაძეს ქობულეთის სამმართველოში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დედა დარეჯან მოწყობილი ირწმუნება, რომ ქობულეთის პოლიციის უფროსმა დავით დვალიშვილმა მის შვილს სცემა, შემდეგ კი მას ცრუ ჩვენების მიცემა აიძულა.
ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტის თანამონაწილე გიორგი გიორგაძეც იყო, თუმცა მას თან ცივი იარაღი არ ჰქონია. თენგიზ კახიძე ქობულეთის პოლიციის სამმართველოს უფროსს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ოჯახის ადვოკატმა დღესვე აჭარის პროკურატურაში ბრალდებულის წერილობითი საჩივარი შეიტანა.
პოლიციის უფროსი დავით დვალიშვილი მომხდართან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინცინდენტთან დაკავშირებით მოკვლევას პროკურატურა უკევ აწარმოებს. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ხულიგნობის ფაქტზეა აღზრული, რაც 16-დან 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
http://www.ireporter.ge/%E1%83%A5%E1%83%9D...83%9D%E1%83%A1/