მოგესალმებით ფორუმელებო

მე მგონი ყველაზე ოპტიმალური განყოფილება შევარჩიე.
ძაან მჭირდება გამოცდილი ადამიანების რჩევა.
სასწავლებლად მინდა საზღვარგარეთ წასვლა, 1 წელიწადში ვამთავრებ აქ საბაკალავრო პროგრამას თსუ-ში.
მინდოდა და მინდა გერმანია, მიზეზი მარტივია, იაფი და ხარისხიანი სწავლა, შედარებით მაღალი ანაზღაურება და არც თუ ისე ძვირი ცხოვრება. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა მაქვს, ენა არ ვიცი, ნუ სანამ წავალ მანამდე რაღაც დონემდე ვისწავლი.
რაც შეეხება ბრიტანეთს, აი ამ ქვეყნის შესახებ კი ძალიან ცოტა რამ ვიცი. ვიცი ის, რომ ბევრად უფრო მარტივია მანდ წასვლა, უფრო ადვილად ვიჩალიჩებ სასწავლო ვიზაზე, შედარებით იაფიც ჯდება წასვლა. თან ინგლისური ვიცი ასე თუ ისე.
თქვენი დახმარება რაში მჭირდება:
მომაწოდოთ ცოტაოდენი ინფორმაცია ამ ორი ქვეყნის შესახებ და განსაკუთრებით ბრიტანეთზე.
რა ღირს საშუალოდ სწავლა, ცხოვრება ძალიან ძვირია თუ არა, სამსახურის საქმე როგორაა, ადვილია თუ არა ნორმალური სამსახურის შოვნა და ა.შ. ერთი სიტყვით ჯობია გავიჭირვო, გერმანული ვისწავლო და წავიდე ნემცებში თუ ბრიტანეთისკენ ავიღო გეზი?
ველი თქვენს რჩევებს, მადლობა ყურადღებისთვის