თითქმის ყველა მანქანაზე იყო თემა და ამ მართლა უძლიერესმა ქმნილებამ რა დააშავა?

Honda-ს ცენტრალურძრავიანი სპორტკუპე პუბლიკის წინაშე პირველად 1989 წლის თებერვალს წარსდგა - ჩიკაგოს ავტო გამოფენაზე.
მოდელის დიზაინის შემქმნელთა ჯგუფის უფროსი Ken Okuyama (რომელიც ასევე მუშაობდა პანიფარინასთვის ენცოს და P4/5-ის პროექტზე) და Shigeru Uehara (S2000-ის დამპროექტებელი) გახლდათ.
ინტერიორი ოკუიამამ და უეჰარამ ამერიკული გამანადგურებელ F-16-ის კაბინის დიზაინზე დაყრდნობით შექმნა. NSX-ი გახდა მსოფლიოში პირველი ალუმინის შასის მქონე სერიული ავტომობილი.






პირველი თაობის NSX წარმოებაში 1990 წელს ჩაეშვა. იგი აღჭურვილი იყო C30A - V6 ტიპის 24 კლაპნიანი 3.0 მოცულობის ძრავით. (სიჩქარეთა კოლოფი - 5 სიჩქარიანი მექანიკა/4 სიჩქარიანი ავტომატიკა)
3.0 V6 VTEC 24V DOHC
სიმძლავრე - 270 HP
მაბრუნებელი მომენტი - 280NM
0-100 კმ/სთ - 5.03 წმ/5.2 წმ
402 მეტრი - 13.47 წმ
წონა - 1340 კგ
1992 გამოვიდა უფრო ძლიერ Performance-ზე გათვლილი პირველი თაობის NSX-R-ი, იგივე - NSX Type Racing. სხვა ოპციებთან ერთად მას ქონდა შემსუბუქებული წონა - სტანდარტულზე 120 კგ-ით უფრო მჩატე - ანუ 1230 კგ.
1995 წელს გამოვიდა NSX-T - ტარგა სახურავით, რომელიც სტანდარტლზე 45 კილოგრამით მძიმე იყო.
1997 Honda-ს ამ მოდელმა ცვლილებები განიცადა, რაც პირველ რიგში გამოიხატებოდა ახალი ძრავით - C30A შეიცვალა 3.2 ლიტრიანი C32B-ით. შეიცვალა ასევე ფარების დიზაინი, სამუხრუჭე სისტემა (გაძლიერებული იქნა). 5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეიცვალა 6 სიჩქარიანით, ახალი სიმძლავრის, მომენტის და კოლოფის ოპტიმიზაციამ მანქანას ბევრად ფართე შესაძლებლობები მისცა.


C32B 3.2 V6 VTEC 24V DOHC
სიმძლავრე - 292 HP
მაბრუნებელი მომენტი - 304 NM (მხოლოდ მექანიკებზე, ავტომატიკებზე 3.0 ძრავები დარჩა)
წონა - 1320 კგიაპონური ბაზრისათვის გამოშვებული იქნა ასევე NSX Type S - Zero, რომლის წონაც 1280კგ-ს შეადგენდა და ბევრად უფრო მყარი და ტრეკზე ორიენტირებული დაკიდების სისტემა სისტემა ქონდა ვიდრე ჩვეულებრივ სერიულ მოდელს. NSX-S-Zero-ს არ გააჩნდა ასევე , კონდიციონერი, აუდიო აპარატურა - მისი მექანიკური კოლოფის სახელურიც (ე.წ. "რიჩაგი" ) სტანდარტულისგან განსხვავებით ტყავს არ შეიცავდა რითიც დაზოგილი იყო დამატებითი 0.28 გრამი

(მოკლედ ანტისუტენიორული ნაღდი Race Car-ი იყო

)
Type Zero 1/4 მილს (402 მეტრს) 12.4 წამში ფარავდა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ასეთი სიმძლავრის მქონე მანქანისთვის (მხოლოდ 292 HP & 304 NM!!!).
მეორე თაობის NSX-R-ი Honda-ს მიერ 2002 წელს იქნა წარდგენილი და ისიც მხოლოდ იაპონიაში. შასის რამდენიმე ნაწილი, ისევე როგორც უფრო დიდი და აგრესიული სპოილერი კარბონისგან შედგებოდა, ამ ყველაფერმა წონაზე დაახლოებით 100 კგ-ით იმოქმედა და საერთო მასამ 1270 კგ შეადგინა. Honda-ს ინჟინრების მიერ მოდიფიცირებული იქნა ასევე C32B ძრავი, მიუხედავად Honda-ს განცხადებისა 290 ცხენის ძალის თაობაზე, ახალი NSX Type R-ი დინამომეტრზე 320 HP-ს აჩვენებდა...

NSX-R-ი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ტრეკის მანქანად ითვლება, Motoharu Kurosawa-მ NSX-ით ნურბურგრინგი 7:56 წუთში იარა, რაც Ferrari F360-ის მსგავსი შედეგია. ეს მანქანა გრაალის თასის ტოლფასია ნამდვილი Honda-ს და Acura-ს ფანებისთვის (რაც გამოიხატება მის მაღალ ფასში).
ზოგიერთი ინფორმაციით, Mugen-ის მიერ გამოშვებული იქნა ასევე NSX-R GT (სულ 5 ცალი), ჭორების მიხედვით იგი ტურბო დაბერვით არის და მისი სიმძლავრე დაახლოებით 420 HP-ს შეადგენს, თუმცა ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
Mugen-ის მონსტრის ძრავა:

მიუხედავად ცვლილებისა, NSX-ის მომაკვდავმა ბრენდმა სიცოცხლე დიდხანს ვერ გააგრძელა - ზოგისგან მოყვა დიდი კრიტიკა მხოლოდ მცირე ცვლილებების შესახებ, რომ Honda/Acura სიახლეს არ სთავაზობდა თავის მყიდველს (თუნდაც ახალ - V8 ძრავს), ამ ყველაფერმა 15 წელი სერიულ წარმოებაში მყოფი მოდელისთვის საბოლოო განაჩენი გამოიტანა - 2005 წელს NSX-ის წარმოება Honda-ს და აკურას ქარხნებში შეჩერდა..
დღემდე არსებობს დაუდასტურებელი ჭორები ახალი NSX-ის გამოშვების შესახებ, თუმცა სიახლე ამ ლეგენდარული მოდელის Reborn-ზე არ ისმის..