გამარჯობა მეგობრებო,
ასეთი თემა ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე მე თვითონ გამეხსნა რადგან მგონია რომ მნიშვნელოვანი ფენომენია მუსიკაში (შეიძლება არასწორად ვეძებე და ახლაც არასწორ ადგილას ვხსნი, ასეთ შემთხვევაში მოდერატორებს ვთხოვ ძალიან მკაცრად ნუ დამსჯიან

).
რას ფიქრობთ, რა არის საერთოდ იმპროვიზაცია? მარტო რჩეულებს შეუძლიათ იმპროვიზირება თუ დასწავლადი უნარია? (მეტ-ნაკლები წარმატებით, ცხადია).
გასაგებია, დასწავლაში ვგულისხმობ იმ მდგომარეობამდე მისვლას, როცა ნავარჯიშები ხარ იმისათვის რომ იყო სპონტანური.
თქვენ თვითონ შეგიძლიათ იმპროვიზირება? თუ შეგიძლიათ რამდენად კარგად? როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს? ანუ ესე, ერთ დღესაც აღმოაჩინეთ რომ შეგიძლიათ თუ სპეციალურად ვარჯიშობდით, როგორც მაგალითად რაიმე ნაწარმოების სწავლის დროს?
მესმის, ბევრი შეკითხვაა ერთბაშად მაგრამ საინტერესო საკითხია მგონი...