ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ ...
ბატონი იოსების პროგრამა ..
"
ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, წინასაარჩევნო დაპირებები უკვე იხილეთ 2-3 თვის წინ.
ეხლა გეტყვით პირველ რიგში რა ნაბიჯებს გადავდგამ, რო ამირჩევთ. არ დაგიმალავთ:
1. იმ საღამოსვე, 27 ოქტომბერს - მაგარი პურმარილი
2. დილას, 28-ში - პახმელია და ''შებრუნება''
3. 29-ში დილიდან, შებრუნების გარეშე პახმელიაზე გამოსვლა
4. 30 ოქტომბერს ვკითხულობ როდისაა ინაგურაცია და სანამ გავიგებ, ვნერვიულობ ძმაკაცებთან ერთად (ასე, სულ რამდენიმე ბოთლი)
5. ინაგურაციამდე მივფრინავ რამდენიმე დღით ლასვეგასში. უკანა გზაზე ჩემ დასთან შევივლი ფრაიბურგში, იქედან საფრანგეთში გადავალ, ძმაკაცები უნდა ვნახო. მერე კიევში და მინსკში უნდა შევიარო კიდე ჩემ ძმაკაცებთან, საქმე მაქვს.
6. ინაგურაციაზე ვპატიჟობ ნორლანდს (მევასება, მაგარი ტიპია), კუტუნიოს (მაინც მევასება) და სარკოზის ცოლს (ყოფილს. მევასება და თან კარგად მღერის). მონიკა ბელუჩიზე ნუ მკითხავთ...
7. პრეზიდენტის სასახლეზე უარს ვიძახი და მანდ ვხსნი საბრძოლო კლუბს და პივნოის: დაიდგმება რინგები, ტატამები და ლუდის ჩამოსასხმელი აპარატები. ასევე მოვიწვევ გამოცდილ მემწვადეს, მეხინკლეს და თევზის შემბოლავს.
8. რიყეზე რო შუშის ოლვეისი ხიდია, იმას ვტოვებ. აი, ის ტრუბები როა, იმას ჯართში ვაბარებ და შემოსული თანხით აღვადგენ ფსიქიატრიულს ასათიანზე, რომელშიც იცით, ვისაც მოვათავსებ (თანაც გალიაში).
9. ვის დავნიშნავ ბუსუსებიანი პრეზერვატივების ქარხნის დირექტორად, ესეც იცით ალბათ
10. დელისის მეტროდან ქეშალოს სამწვადემდე გამყავს პირდაპირი მეტროს ხაზი, გაჩერებების გარეშე (გამგები გამიგებს)
11. ვკრძალავ ფეხბურთს, როგორც სპორტის სახეობას, ასევე კურიერს და სერიალებს
12. მე-11 პუნქტით უკმაყოფილო მოსახლეობის მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო მანიფესტაციას ვარბევ ლუდის (და არა წყლის) ჭავლით. დუბინკების მაგივრად პოლიციელები ვობლას ურახუნებენ ხალხს (ნუ ეხლა, თევზის გარჩევას ნუღარ მოსთხოვთ)
13. პუტინს ვიბარებ დელისის მეტროსთან და ტკბილი სიტყვა თუ არ გაჭრის, ნარდს ვეთამაშები მაზიანზე: ჩაბარება - ეგრევე.
14. მე-13 პუნქტის წარმატებით ჩავლის შემდეგ, ვხსნი რკინიგზას ჩერეზ აფხაზეთი და ცხინვალში ვაშენებ როლსროისის ქარხანას.
15. ხაშურს ვტოვებ როგორცაა
16. ყველა მეხინკლე ვალდებული იქნება ჩააბაროს ტესტირება!!!
17. გმირთა მოედანზე რო საავტომობილო ''რაზვიაზკა'' არის, იმის პროექტზე დაბროს მიმცემს ვძუყნი პირადად და ამ რაზვიაზკას 1-2 ესტაკადა კიდე ემატება, რო პრობკები აღარ იყოს.
18. ბორდელების გახსნაზე ვატარებ სახალხო რეფერენდუმს
19. საქალაქთაშორისო მარშუტკების შოფრებს ვიბარებ, რამდენიმეს პირადად ვძუყნი ყველას თვალწინ და აწი ტრასებზე მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება
20. მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში ყველგან იკრძალება
21. აივნიდან ბიჩოკის გადმომგდებბებს ვაყენებ რიგში და პირდაპირ ეთერში ვაგინებ სახალხოდ. ასევე - მანქანიდან ბოთლების და პამპერსის გადმომგდებებსაც
-----------------------
აი, ამ 21 ნაბიჯს გადავდგავ პირველ რიგში. დანარჩენს დრო გვანახებს... — "
მიმაგრებული სურათი
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!