ნაცები აფხაზეთში ანაფორების რევოლუციის ქარბორბალას აგორების ოპერაციას იწყებენ !
ა.წ. ივლისში „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობის დახურული თათბირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ბაქრაძე.
განხილვის საგანი იყო ბოლო დროს აფხაზეთის მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა წრეში მიმდინარე პროცესები, კერძოდ – მამა დოროთეის (დბარი) და მამა დავითის (სარსანია) აქტიური მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციიდან ოფიციალურად გამოსვლისა და კონსტანტინოპოლის საპარტიარქოს მხარდაჭერით აფხაზეთის ტერიტორიაზე „ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის“ შექმნისათვის. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოს I–მა უკვე მიიღო შესაბამისი წერილობითი მიმართვა აფხაზთა ჯგუფისაგან.
დახურული თათბირის მონაწილეებმა, რომელიც შუაღამემდე გაგრძელდა, დაასკვნეს, რომ აფხაზეთში საეკლესიო სიტუაციის განვითარება „აფხაზეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის“ შექმნის მიმართულებით კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოს I–ის მიწოდებით საბოლოო ჯამში ქვეყნის გაერთიანებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით დაისახა ამ პროცესის ფარული მხარდაჭერის ღონისძიებები.
მიხეილ სააკაშვილმა „საიდუმლო სერობაზე“ გააზიარა ინფორმაცია ვაშინგტონური წყაროებიდან იმის შესახებ, რომ „აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის“ ჩამოყალიბების პროცესით გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯასტინ ემაში დაინტერესდნენ, რომლებმაც ნატოს სტრუქტურების საშუალებით მხარდაჭერაზე დაითანხმეს ანკარა, რომელიც ფარულად აკონტროლებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. პროექტის „ავტოკეფალია მართლმადიდებელთათვის აფხაზეთში“ რეალიზაცია მთლიანად შეესაბამება აშშ–ის და დასავლეთ ევროპის კონცეფციას, რომელიც ევრაზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების დაბლოკვაზეა მიმართული და, კერძოდ, აფხაზეთში რუსული პოზიციების შესუსტებისთვის პირობებს ქმნის. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მითითება მისცა მის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთის და სამხრეთ კავკასიის მიმართულებებზე მუშაობენ, რომ აფხაზეთში არსებული საეკლესიო სიტუაცია სისტემურად და აშშ–ისათვის ხელსაყრელ კონტექსტში გააშუქონ.
– რეფორმირებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი აქვს, აშშ–ის მხარდაჭერით ხელისუფლებაში დაბრუნდეს და საქართველოს ნატოში შესვლა დააჩქაროს. ამ ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია „ნაციონალების“ იმიჯის გაუმჯობესება, პარტიისთვის ეროვნული ინტერესებისთვის მებრძოლის ახალი შარავანდედის დადგმა. და აქ ეკლესიის საკითხმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს. უშიშროების საბჭოს მდივნის ბოკერიას იდეით, ამერიკელი სენატორები მაკკეინი და ემაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობასთან ერთად, თავისი წევრის – თურქეთის მეშვეობით აუცილებელ ზეწოლას მოახდენენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, რათა მან, აფხაზეთში მის მიერ კონტროლირებადი ეპისკოპოსის და სხვა სასულიერო პირების გამოყენებით, აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის წიაღში დააბრუნოს. ამასთან, გამორიცხული არ არის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან აფხაზების გაერთიანება სრულფასოვანი ავტონომიის უფლებებით, რაც აფხაზებს „მწარე აბს დაუტკბობს“! ხალხს ამას მიაწოდებენ, როგორც ნატოში შესვლის პირველ სიკეთეს, რომელსაც მალე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც მოჰყვება.
– საქართველომ აუცილებლად ყველანაირად უნდა წაახალისოს აფხაზი მართლმადიდებელი სასულიერო პირების მისწრაფება მოსკოვის გავლენიდან გამოსვლისაკენ და მხარი დაუჭიროს აფხაზი ექსტრემისტების ჯგუფს, რომლებიც ამ პროექტის პოლიტიკურ რეალიზაციას უზრუნველყოფენ. თუმცა ამ საკითხში წარმატების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას საიდუმლოდ და ძალიან ფრთხილად გააკეთებენ, სასურველია – ევროპელი მოკავშირეების მეშვეობით, რომელთა მიერ აფხაზეთის სამოქალაქო სექტორში ჩამოყალიბებულ სტრუქტურებს აფხაზები ენდობიან.
წყარო/Source:
http://saqinform.ge/index.php?option=com_c...8#ixzz2bquLIMuR მიკვირს რამდენი ხანია ხელისუფლებას ჩამოცილებულები არიან მაგრამ მაინც" ტოკავენ" ბიჭები, ხომ არავინ აღარ არიან მაგრამ როგორც ეტყობა თავის დწყებულ პროექტებს მაინც ლობირებენ.
ტყუილი კი არ თქვა მიშამ : პოლიტიკა ში დავრჩები თუ ჩემს დაწყებულ გრანდიოზულ პროექტებში მონაწილეობის საშუალება მექნებაო .... და აი სახეზეა ეს ხომ მაგათი პროდუქტია და არა სხვა ვინმესი !
მე როგორც ერთ ადამიანს რომელსაც ნაცები სულ არ მეხატებიან გულზე მინდა უთხრა საღოლ ბიჭებო კარგი ნამუშევარია !!!!!ის რაც 2008 წელს ჩაისვარეს რაღაც რევანში მაინც აუღეს რუსებს და მათ ინტერესებს კავკასიაში.
ასევე მაგრა უმუშავია ჩვენს სპეცსამსახურებს აფხაზ სასულიერო პირებთან რაც რაღაც ახალია პირადად ჩემთვის .
ეს გეგმა თუ განხორციელდა ეს იქნება გამანადგურებელი დარტყმა რუსული ინტერესებისთვის რადგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ეს თურქეთის სახელმწიფოს გავლენის სფეროა ხოლო თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანა და აფხაზური ყველაზე დიდი დიასპორის მქონე დაინტერესებული იქნება აფხაზეთში გავლენის მოპოვებით და თანაც მაშინ როდესაც გარკვეული წრეები ვაშინგტონიდან ზურგს გაუმაგრებენ. ხოლო თურქების შემოსვლა აფხაზეთში რას ნიშნავს რუსეთისთვის ეს ყველას მოეხსენება.
ხოლო ეს რომ საქართველოსთვის რაღაცით ნატოსთან მიახლოებას (ოღონდ მხოლოდ მიახლოებას) ნაცებისთვის კი ნაწილობრივ რეაბილიტაციას ნიშნავს ესეც ფაქტია .
ნაცები აღარ ჩერდებიან ვერ ხედავთ ასე რომ რაღაც ძვრები გველოდება უახლოვეს მომავალში მითუმეტეს იმ დროს როდესაც ახალ ხელისუფლებას ჯერჯერობით აფხაზეთიათვის და საგარეო პოლიტიკისთვის არ ცალია არჩევნების მორევში არიაან ჩათრეულები
This post has been edited by biki124 on 13 Aug 2013, 17:20
მიმაგრებული სურათი