///მიუხედავად ბევრი სირთულისა მინდა გაგახაროთ 1 ლამაზი დღით, რომლისთვისაც დიდი ხანია ვემზადებით...
BMW–ს მე2 საერთაშორისო ფესტივალი (საქართველოში)
რომელიც ჩატარდება 22 სექტემბერს, დაიწყება – 11 საათზე, ავტოდრომზე!

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს
საპატრულო სამსახური მთელი ძალებით დაგვეხმარება
შაბათს, 21 სექტემბერს 5 საათზე დიდი კოლონით მსვლელობაში:
სააკაძიდან დავიძრებით დასავლეთიდან (BMW Club Georgia ფოთი& BMW Club Georgia ქუთაისი) და აღმოსავლეთიდან (BMW Club Georgia რუსთავი& BMW Club Azerbaijan ) შემოსულ კოლონებთან ერთად და კოლონის სათავეში და ბოლოში პატრულის ავტომობილით + მოტოციკლეტებით
დაუბრკოლებლად (გზების გადაკეტვით) გავივლით ქალაქის ყველა ცენტრალურ გამზირს, რის შემდეგაც გავივლით რუსთავს...

სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდიან
სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და როგორც ჭორები დადის რუსეთიდან და ჩეჩნეთიდანაცო (ვნახოთ).
კოლონით მსვლელობას, BMW–ს პარკინგს და ბაიკერების Burnout–ს
ოფიციალურად დააფიქსირებს საქართველოს რეკორდების ფედერაცია! 
სანამ ღონისძიებას ჩამოგიწერდეთ
2 სიტყვით მინდა
სპონსორებზეც მოგახსენოთ:
ყოველთვის ვცდილობთ, რომ თავზე არ მოგახვიოთ უხარისხო საქონლის მწარმოებელი ფირმები და ამიტომ პირველ რიგში ყოველთვის
ხარისხის მატარებელ ფირმებთან მივდივართ ხოლმე დახმარებისთვის.
ძალიან გვიმართლებს, რომ საქართველოს ბაზარზე (მიუხედავად პოლიტიკური თუ ფინანსური მდგომარეობისა) მაინც ვახერხებთ ამ ფირმების დაინტერესებას!
ძალიან
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ
ლუკოილს ! რომელსაც მართლაც რომ კარგი საწვავი შემოაქვს...
PremiX–ს! რომელიც ასე ვთქვათ საქართველოს სრულიად BMW-ს ამარაგებს საუკეთესო ხარისხის ნაწილებით...
ომეგა მოტორსს ! Trusting –ს! Nemiroff –ს! Sandora -ს! Puma–ს! Ici-Paris –ს! ასევე მედია მხარდაჭერისთვის:
რუსთავი 2 –ს! GDS -ს, რომელიც ჩვენი 1 წლიანი და ერთერთი საუკეთესო პარნიორია!
რადიო ფორტუნა პლიუსს! ავტო რადიოს! ჩვენს მუდმივ მხარდამჭერ
MyVideo.ge -ს! და გვერდ
Georgian Cars–ს!მადლობა, რომ გვიდგახართ გვერდით!

რომ არ მოგაბეზროთ თავი კითხვით რაც შეიძლება მოკლედ დაგასაგებად აგიხსნით თუ
რა მოხდება ფესტივალზე (ანუ პროგრამას):
ღონისძიებაზე პირველ რიგში (საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში) ჩატარდება უკვე ყველა ზემოთხოვნადი სახეობის –
დრიფტის შეჯიბრის მე3 ეტაპი ( ფორუმი სთემა:
/// DRAG & DRIFT 22 სექტემბერს! )


დრიფტის შეჯიბრის შემდეგ გადავინაცვლებთ ტრიბუნებზე, სადაც ოფიციალურად
გაიხსნება ფესტივალი და მოკლედ მიმოვიხილავთ არსებულ სიტუაციას...
რის შემდეგაც დაიწყება
დრაგი, რომელიც იქნება 2 აბსოლუტ კლასში (AWD და MWD) და მიზანია, რომ იყოს რაც შეიძლება სანახაობრივი! ( ფორუმის თემა:
/// DRAG & DRIFT 22 სექტემბერს! )


დრაგის დასრულებისთანავე
MyMoto–ს ორგანიზებით – დიდი ოდენობით 2 თვალა მეგობრები (
მოტოციკლეტები) გამოვლენ, ჩამწკრივდებიან 1 რიგში და ერთდროულად გააკეთებენ
Burnout–ს!

შემდეგ კი იწყება მხიარული და ძალიან სანახაობრივი
შეჯიბრები 8 კლუბსშორის: BMW, Mercedes, Audi, VW, Subaru, Mitsubishi, OffroadდაMyMoto. (გთხოვთ ყველას მოემზადოთ დაშეგვეხმიანოთ)
კლუბებს შორის შეჯიბრის წესების სანახავად დააჭირეთ სპოილერს!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კლუბებს შორის შეჯიბრი შედგება 3 რაუნდისგან, თითოეულ გუნდში უნდა იყოს 5 მონაწილე.
I რაუნდი: თოკით გაქაჩვა (შუაში პატარა ბასეინით). წყვილები (არ განიხილება): BMW vs Mercedes / Subaru vs Mitsubishi / Offroadvs Audi / VW vsMyMoto.
II რაუნდი: ავტომობილის მიწოლა 50 მეტრზე, სადაც გადადის 4 გამარჯვებული გუნდი.
III რაუნდი კი ყველაზე სანახაობრივი და სახალისო იქნება. გადადის 3 ფინალისტი გუნდი.
კენჭისყრით ირკვევა თანმიმდევრობა და 2 წუთის განმავლობაში, წინა რაუნდში მონაწილე ავტომობილში უნდა ჩატიოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი
ისე რომ ყველა კარი დაიკეტოს (ანუ ყველა წევრი უნდა იყოს ავტომობილში) და ავტომობილმა უნდა გაიაროს 50 მეტრი. ყველაზე მეტი თანამგზავრის გუნდი იმარჯვებს!
პრიზები: გამარჯვების მეგობრებთან აღსანიშნად – ბევრი სასმელიNemiroff–სგან და გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს 20 ლიტრიანი ლუკოილის (სუპერის) ტალონები.



შემდეგი კონკურსი იქნება საქართველოს
2013 წლის საუკეთესო BMW–სდა Miss BMW–ს გამოვლენა. + ხალხის სიმპატია!



დაბოლოს!
წლის BMW–ს HOT WASH! ანუ სექსუალური რეცხვა სტრიპტიზის თანხლებით. (
+18)

გარდა პროგრამით გაწერილი ღონისძიებებისა – ტერიტორიაზე იქნება
კაფე–ბარი მაგიდებით და ქოლგებით,
RC მანქანებისტრასა,
ბავშვთა გასართობი ატრაქციონები ან ოთახი,
პარაპლანები, გრაფიტი, ხატვა, აქსესუარების გაყიდვა და სხვა წვრილ-წვრილი კუთხეები...

აუცილებლად წამოიღეთ რაიმე თხელი მოსახურებელი, ან გამახურებელი რომ საღამოს არ შეგცივდეთ...
ბილეთის ფასი: 10 ლარი.
მაგრამ თუ მოხვალთ BMW–თი, საჩუქრად მინუს 10 ლარი.
ანუ 1 კაცი BMW–თი – შემოვა უფასოდ, 2 კაცი BMW-თი გადაიხდის 10 ლარს, 3 კაცი BMW–თი 20 ლარს და ა.შ. (იმედია გასაგებია)
ღმერთმა ქნას ყველაფერმა მშვიდობით ჩაიაროს და ამდენი ნაწვალები ამინდის გამო წყალში არ ჩაგვეყაროს...
მადლობ აყველას თანადგომისთვის და გელით 22-ში თქვენთვის მოწყობილ ღონისძიებაზე!
დრაგზე და დრიფტზე გავხსენით ცალკე თემა /// DRAG & DRIFT 22 სექტემბერს! This post has been edited by IRINKA_IRINKA on 12 Sep 2013, 15:38