ქვეყანას ისევ ყაჩაღთა ბანდა მართავს - ადეიშვილი ევროკავშირის მოქალაქეა
თბილისი 21:55 - 16.08.13 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა1952 ზომა:
ქართველ ჰარი პოტერად შერაცხული ზურაბ ადეიშვილი არც ინტერპოლის ცირკულარით იძებნება და არც ქართველი სამართალდამცავები ახდენენ მის სამართლებლივ დევნას.
ადეიშვილი, რომელიც ვარდების ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე „მოკძალებული", მაგრამ უდიდესი გავლენის ფიგურა იყო, ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქეა. უფრო მეტიც, იგი სახელმწიფო სამსახურშია და მისი თვიური შემოსავალი 8 ათას ევროს აღწევს.
„ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაცით, ვიდრე ქართული საზოგადეოება მის ადგილსამყოფელზე მსჯელობდა და ქართველი შერლოკ ჰოლმსები ამ ადგილსამყოფელს ადგენდნენ ადეიშვილმა ქვეყნის დატოვებიდან მესამე დღეს ავსტრიიდან უნგრეთში გადაინაცვლა და უნგრეთის მოქალაქეობა მიიღო.
მოქალაქეობის მიღებიდან რამდენიმე ხანში ადეიშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერის, იუსტიციისა და სახელმწიფო მართვის მინისტრის ტობორ ნავრაჩიჩის (Tibor Navracsics) მრჩეველი გახდა.
ადეიშვილი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა ვარდების ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფიგურა იყო. მის სახელს უკავშირდება არა მხოლოდ იუსტიციის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, არამედ მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი - მაგალისთვისთვის განახლებული ბათუმი, იუსტიციის სახლები და ა.შ.
სწორედ ადეიშვილის დამსახურებაა სააკაშვილის ხელისუფლების მუდმივად პროფიციტული ბიუჯეტი. ამ შემთხვევაში საუბარი არ მაქვს ქონების შეწერებზე, რაზეც ჩვენი თანამოქალაქენი საუბრობენ, მაგრამ გენერალური პროკურატურა ვერც ერთ საქმეზე მტკიცებულებას ვერ აგროვებს. საუბარია, ბიუჯეტის შევსებისა და დაგეგმვის საკმაოდ მახვილგონივრულ სქემაზე, რომლის შედეგადაც ყოველწლირად ბიუჯეტში დაუგეგმავი - ანუ წინასწარ გაუწერელი შემოსავლები და ხარჯები თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს აღწევდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ადეიშვილის სახელს უკავშირდება, საკანონმდებლო რეფორმაა.
მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ „ქართული ოცნების" მიერ არერთგზის დამნაშავედ მოხსენიებული ექს-იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი ევროკავშირის მოაქალაქეა და მას უბატონოდ ვერავინ გასცემს ხმას.
უფრო მეტიც, „ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაცით, უნგრეთმა მოქალაქეობა ასევე მიანიჭა იუსტიცის მინისტრის ყოფილ მოადგილეს თინა ბურჯალიანს და ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორია 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვეს.
საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ყოფილ ჩინოსნებთან არაერთგვაროვანია. აღნიშნულის დასტურად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძისა და დათა ახალიას თურქეთში გამართული შეხვედრაც გამოდგება, რომლის შესახებ გამორიცხულია ინფორმაციას არ ფლობდეს თვით პრემიერ-მინისტრი.
ხვედელიძემ ისე დატოვა ქვეყნის ტერიტორია და ისე დაბრუნდა უკან იმავე დღეს, რომ სასაზღვრო სამსახურს არ კი დაუფიქსირებია ეს ქმედება.
სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იქნა „აღმოჩენილი" სამეგრელოს სამალავები და სამართალდამცავებმა ცალკეული მიმართულებით წინ გაიწიეს. მართალია ხვედელიძე ამ დროსითვის უკვე „წასული იყო" მაგრამ საქმე და გეგმა დარჩა.
ამ შეხვედრის შემდეგ დააკავეს ვანო მერაბიშვილიც, რაც ცალკეული მოსაზრებების მიხედვით ახალაიების მოთხოვნაც იყო.
ახალიებისა და მერაბიშვილის დაპირისპირების შესახებ კი საქვეყნოდაა ცნობილი.
„ჯი-ეიჩ-ენისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პროკურატურაში მთელი რიგი საქმეებიდან ამოიღეს დათა ახალიას და მეგის ქარდავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები. ხოლო შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის - ლევან ქარდავას მრავალსაათიანი დაკითხვის ოქმები კი საერთოდ არ არსებობს.
ადეიშვილისა და ახალიების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც ეფუძნება არა სამართლებლივ, არამედ პოლიტიკურ ნება სურვილს - დეკლარირება რომ ისინი დამნაშავები არიან, რეალურად კი მათი პერსონების მიმართ გამოჩენილი ლოიალური დამოკიდებულება და „საქმეების გაფუჭება" ამყარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება არა თუ სამართლებლივი ან სამართლიანობის აღდგენის გზით მიდის, არამედ თავად ხდება ცალკეული დანაშაულებების დაფარვის ინიციატორი, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში პოლიტიკური ბრალმდებელი.
2009 წლის 23 აპრილს, სააკაშვილის მართველობის ზეობისას ვწერდი (http://ghn.ge/news-291.html ): რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, თუ არა ყაჩაღთა დიდი ბანდა... ეს სიტყვები ნეტარ ავგუსტინეს ეკუთვნის. სამართლიანობა ადამიანმა შეიძლება რელიგიაში ეძებოს, შეიძლება ქვეყნის უზენაეს კანონში, შეიძლება სამართლიან სასამართლოში. განა აბსურდული არ არის სასამართლო უსამართლო იყოს? კიდევ, სამართალიანობა შესაძლოა ადამიანშიც ეძებო. სამართლიანობის პოვნა ძნელია მხოლოდ იქ, სადაც ამის სურვილი არ არსებობობს. და თუ სამართლიანობის გარეშე სახელმწიფო ნეტარი ავგუსტინესთვის ყაჩაღთა ბანდაა, ნეტავ ვინ არის ვალდებული ამ ბანდის თვითნებობა აღკეთოს თუ არა ხალხი? რისი ღირსია ის, ვისაც ასე ცხოვრების სურვილი აქვს? რა ჰქვიათ იმ ადამიანებს, რომლებთაც "ყაჩაღთა დიდ ბანდასთან" ჰარმონიული თანაცხოვრება სურს?..
...
დღევანდელი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მწარე რეალობა კი კვლავინდებურად ძველ და უკვე გაცვეთილ შეფასებებში ჯდება _ ხელისუფლება მოვლენებს არაადეკვეტურად აღიქვამს.
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ეს პროცესი მუდამ ქვეყნისთვის ხდება სავალალო, თორემ ხელისუფალთ ექსპერტების პორტფელები, დევნილის სტატუსები და უსინდისოდ მოხვეჭილი ქონების ზრდისა და სხვადასხვა სექტორში დაბანდების პერსპექტივა გარანტირებული აქვთ. თუმცა ეს ყველაფერიც იმის მიხედვით, ვის რა წონის "დამსახურება" მიუძღვის ხალხისა და ქვეყნის წინაშე".
დიახ, ეს 2009 წელს დაწერილი სიტყვებია. შეიცვალა რამე? არა, არაფერი... ამ ქვეყანას ისევ ყაჩაღთა დიდი ბანდა მართავს...
„ჯი-ეიჩ-ენი", გოჩა მირცხულავა
http://ghn.ge/news-93912.html
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...