#37646314 · 16 Aug 2013, 23:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
urfinjus8
QUOTE | რუსეთის ოკუპაციას აგიტატორები და პროპაგანდისტები აკლდა და ერთიც შეემატა... |
ვინ იგულისხმე? შემთხვევით ჩემზე ხომ არ თქვი
ddchdze ეგ დავაფიქსირე მეც, თან ხაზი რო გაუსვეს ყოველთვის ვიმარჯვებდით კავკასიაში ყველასთან და ამ შემთხვევაშიც მცირე ძალებით 800 კაცით ვაჯობეთ 18 000 იან არმიასო, ისიც პიარის ნაწილია კოკოითი რო 200 კაცით ასუფთავებს ვითომ ცხინვალს, თუ დააკვირდი არტილერიით რო 12 ტანკს გვიფეთქებენ ვითონ და აჩვენებენ ჩვენ განადგურებულ ტექნიკას მანდაც მონტაჟია და გამოყენებულია შინდისის ბრძოლის დროს აფეთქებული ჩვენი ტექნიკა ...
უბრალოდ საინტერესოა იმ კუთხით ეს ფილმი რო ჩანს მოწინააღმდეგის მოქმედება ომის დროს (მათ მხარეს რაც ხდებოდა ის) ის კადრები ხრულოვი რო ბრძანებებს იძლევა (გვბომბავს არტილერია) გამიკვირდა რო აჩვენეს, ძალიან არაპროფესიონალურად იქცევიან რუსები (სარდლობა) და მეთითონ გავიფიქრე ეს ვინ გვაჯობა და მოგვერია მეთქი. რომ არა ავიაცია მოკლედ ბევრი რაღაც იქნებოდა სხვანაირად მანდ... * * *
QUOTE | გენ-შტაბის დედა ვატირე გვირაბი რომ არ ააფეთქეს.არ მითხრათ ეხლა შეუძლებელი იყოო. შეუძლებელი არაფერია.კიდევ იმიტომ ვატირე რომ ის ხიდი არ ააფეთქეს.(მნიშვნელოვანი დანიშნულების). |
სერიოზული შეცდომა იყო ეგ, თუმცა კიდევ უფრო სერიოზული შეცდომა ის იყო რომ ფაქტიურად ბრძოლის გარეშე მიადგნენ რუსები ცხინვალს. არადა რამდენიმე სერიოზული ჩასაფრება მთლიანად შეაკავებდა კილომეტრებით გაწელილი კოლონის მოძრაობას. მიუხედავად იმისა რომ ავიაცია მაქსიმალურად იცავდა და აკონტროლებდა კოლონის ცხინვალისკენ სვლას ისეთ ტერიტორიაზე უწევდათ მოძრაობა (ტყის უზარმაზარი მასივები) რომ შეიძლებოდა მოულოდნელი ჩასაფრებებით და დარტყმებით მათი ბლოკირება..
მაგრამ ბევრს ეს საერთო სურათში ვერ შეცვლიდა. მაინც დაიბრუნებდნენ ცხინვალს და წამოვიდოდნენ თბილისისკენ თუ იქნებოდა ბრძანება. უბრალოდ ჩვენი ჯარის უსუსურობას ვუსვამ ხაზს, და ნერვები მეშლება მასიურად ჩვენს გმირულ და საოცარ ბრძოლებზე რომ კეთდება აქცენტი და პროპაგანდა. სინამდვილეში მოიშალა ყველაფერი და თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა ყველა. ერთ-დღიანმა საჰაერო დარტყმებმა საერთოდ გაგვთიშა. არადა გროზნო მთელი თვეები ჰაერიდანაც იბომბებოდა, არტილერიითაც მაგრამ პოზიციებს მაინც ვერ იკავებდნენ ქალაქში, ჩვენ კიდე ტყეში გვყავდა საძებარი ნახევარზე მეტი ჯარი.
ამის გარჩევა არც ღირს..
This post has been edited by nika_144 on 16 Aug 2013, 23:44
|