მდინარე ჭოროხი აჭარის სანაპიროს ბუნებრივი ნატანით კვებავდა. ჭოროხიდან ჩამოტანილ მასას ზღვა სანაპიროს გასწვრივ ანაწილებდა, რაც პრობლემურ უბნებს გადარეცხვისგან იცავდა. თურქეთის რესპუბლიკაში დერინერის კაშხალის ამოქმედებამ ეს პროცესი შეწყვეტა.
ბოლო წლებში, ანაკლიაში 10-მედტრამდე სანაპირო ზოლი ზღვამ წაიღო. როგორც ვარაუდონ პრობლემები არა მხოლოდ ანაკლიას, ბათუმსაც შეექმნება, რადგანაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ზღვამ აჭარის სანაპოდან რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა შთანთქა. ჩამორეცხილია ჩაქვის სანაპირო ზოლის ნაწილიც. აჭარელების თქმით ამის ერთ-ერთი მიზეზი ჭოროხიდან ქვა-ღორღის ამოღებაა. იმ ადგილას, სადაც აჭარელებს წლების წინ ბაღები ჰქონდათ ახლა უკვე ზღვაა. ძლიერი ღელვის დროს ზღვა მათ ეზოებში, ზოგთან კი სახლებშიც აღწევს. აჭარაში ნაპირსამაგრი სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება. უფრო მასშტაბური, 7კმ-იანი ნაპირსამაგრი სამუშაოები კი მომავალ წლიდან.
სათანადო ყურადღების არ გამოჩენის შემთხვევაში თუ რა მოხდება მომავალში ბოლო შტორმის დროს განვითარებული მოვლენებით შეიძლება ვივარაუდოთ, როცა ახლადაშენებული სანაპირ დაინგრა. რადგანაც ამის გამეორების საფრთხე კიდევ არსებობს.
http://www.ireporter.ge/?p=50420