2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების საქმეში მსჯავრდებული მერაბ ყოლბაიას (მეტსახელად „კოჭოიას“) მტკიცებით, მისი დაკავება რუსების მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინში ე.წ. „ტყის ძმებმა“ განახორციელეს. ამის შესახებ „Front News“–ს ადვოკატმა გელა ნოკოლაიშვილმა განუცხადა. „ყოლბაიას თქმით, ის ჭუბურხინჯში დათო შენგელიას ხალხმა აიყვანა. როგორც ამბობს, დაკავების დროს ამ ხალხს ნიღბები ეკეთა, მაგრამ ხმით იცნო მისი მეზობელი გალელები“,– განაცხადა ნიკოლაიშვილმა. „Front News“ კომენტარისთვის დათო შენგელიას დაუკავშირდა, თუმცა მან ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. „კოჭოიას“ სახელი მხოლოდ გამიგია, ვიზუალურად არ ვიცი, როგორ გამოიყურება, შესაძლოა, ვიცნობდე კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ის, რომ მის დაკავებასთან რაიმე სახის კავშირი მაქვს, სიმართლე არაა. „ტყის ძმებში“ ჩემთან 500–მდე კაცი იყო, მათ შორის – ისეთებიც, რომელთაც ჩვენგან ინფორმაცია გაჰქონდათ. ყველას მშობელი არ ვიყავი და არც დღეს ვარ. მათთან მხოლოდ მინიმალური ურთიერთობა მაქვს, როგორც ნაცნობებთან და არა საქმიანი. ვინ რას აკეთებს, თუნდაც ჩემი სახელით, არც ვიცი და არც პასუხისმგებელი ვარ. ამდენად, ამაზე ვერაფერს გეტყვით“,– განუცხადა „Front News“–ს შენგელიამ. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა, მათგან ერთი მსხვერპლით დასრულდა. ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდებით რამდენიმე პირთან ერთად 2011 წლის დასაწყისში „კოჭოია“ დააკავეს. რაც შეეხება დათო შენგელიას, ის პატიმრობიდან 2010 წლის მიწურულს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც შენგელია აცხადებს, გათავისულფებამდე ერთი წლის განმავლობაში იგი ე.წ. „რესბალნიცაზე“ მკურნალობდა და მკურნალობის კურსს დღემდე გადის. თუმცა ქართველი ექსპერტები იმთავითვე გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ტერაქტების ზემოაღნიშნული საქმის გახსნასა და დაკავებებში სწორედ დათო შეწნგელიას ჰქონდა წვლილი.
http://frontnews.ge/ge/news/4199-%E1%83%A2...h.hLsUnomk.dpuf