ზუსტად არავინ იცის, პირველად ადამიანმა როდის შეაბა მარხილში ძაღლი.
სავარაუდოდ პირველები ევრაზიის მაცხოვრებლები იქნებოდნენ.
დამტკიცებულია, რომ "მარხილის ძაღლები" 4000- წელზე მეტია რაც არსებობენ. ასევე ცნობილია, რომ ესკიმოსები ჯერ კიდევ 1500 წლის წინათ იყენებდნენ ძაღლებს მარხილში შესაბმელად.

დღესდღეობით "სამარხილე სპორტი", კინოლოგიური სპორტის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორებიცაა: ფრისტაილი, აჯილითი, ვეითპულინგი და ა.შ
სამარხილე სპორტი - სპორტის სახეობაა, რომელიც მოიცავს რამოდენიმე დისციპლინას, სადაც სპორტსმენები ეჯიბრებიან ერთმანეთს სხვადასხვა დისტანციის დაფარვაში - ერთი ან რამოდენიმე ძაღლის დახმარებით.
თანამედროვე სამარხილე სპორტში არსებობს ორი დისციპლინა: 1.თოვლში 2. უთოვლოდ .
თოვლში:
ნარტებით, სხვადასხვა დისტანციებზე
.სპრინტი (4,6,8 ან მეტი ძაღლი).
.საშუალო დისტანცია - 40-100 კილომეტრი.
.გრძელი დისტანცია - 100 + კილომეტრი.
.მრავალდღიანი რბოლები
პულკა - რბოლა მოთხილამურეთა შორის. სპორტსმენი პულკაში შებმულია ძაღლებთან ერთად (1-4ძაღლამდე)
სკაი-ჯორინგი - რბოლა მოთხილამურეთა შორის (1-2 ძაღლი)
უთოვლო:
რბლა კარტებით - სხვადასხვა დისტანციებზე. (კარტი - სპეციალური სატვირთო შესაბმელი)
ბაიკ-ჯორინგი - რბოლა ველოსიპედებზე - ძაღლების დახმარებით.
კანი-კროსი - რბოლა მორბენლებს შორის - ძაღლების დახმარებით.
სკუტერინგი - რბოლა "სამოკატებზე" ძაღლების დახმარებით.
Все ограниченные люди стремятся постоянно опозорить людей основательного и широкого ума :D