იუნა შაფათავა - მე ქართველი ჩიჩოლინა ვარ და პრეზიდენტობასაც მართლა ვაპირებ!
ძალიან გამიკვირდა, რომ ხალხში ასეთი რეაქცია გამოიწვია ჩემმა განცხადებამ. თუ დაგვიანებული არაა, მე მართლა ვაპირებ, რომ ჩემი კანდიდატურა დავარეგისტრირო. სიმართლე რომ ვთქვა, ამხელა აჟიოტაჟს არ მოველოდი და ვაღიარებ, რომ საინტერესო ყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატობა.
- სხვათაშორის, დედაჩემი დილიდან მეუბნება, რომ მე ქართველი ჩიჩოლინა ვარ, თუმცა ამატებს, რომ ის იტალიაში იყო პარლამენტარი, მაგრამ საქართველო ხომ ევროპაა? დამიჯერეთ, ბევრად უფრო კეთილ საქმეებს გავაკეთებ ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები აკეთებენ. თანაც ის სცენები, სადაც მე ვთამაშობ, არცერთი არაა ეროტიული სცენა, კინოს და სცენის თვალსაზრისით ესაა ხელოვნება. ჩემთვის ეროტიკა ჩვენი პოლიტიკაა.
http://www.kvirispalitra.ge/public/18310-i...la-vapireb.html