#37649285 · 17 Aug 2013, 11:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
...ღმერთის მწამს და ხანდახან მოძღვარსაც ვუსმენ ხოლმე...თუმცა, ეს სულ არ მიშლის ხელს დავინახო ის, თუ რამდენი უმეცარი და ნაძირალა აფარებს დღეს თავის ძუნძგლიან სინდისს ანაფორას და მღვდლის სახელს!!! ...ისიც კაარგად ვუწყი, რომ საპატრიარქოში და ზოგადად ჩვენს მართმადიდებლურ ეკლესიებში ბევრია, ქრისტიანულ რწნენაზე და მრწამსზე თავდადებული ქართველი, რომლებიც მიუხედავად მათი მოკრძალებული საარსებო პირობებისა. ერთგულად ემსახურება რწმენას და ნაკისრ მოძღვრის მისიას და ზუსტად ამიტომ უკიდურესად მაღიზიანებს მოძღვრის მანტიით შემოსილი ნაძღლები, რომლებიც ლაფში სვრიან ჩვენი მართმადიდებლური ეკლესიის სახელს და მის ღვთისმსახურთა მორალურ სახეს! ...წინასწარ გეტყვით მკიდია, ე.წ. ღრმად მორწმუნენი რას მეტყვიან...არიქა და ეს მხოლოდ ეკლესიის საქმეაო, ასეთებს ღმერთი განიკითხავთო და ა.შ. !!! ...რადგან მორალი ერთია ყველასთვის და მას სხვა სახელი არ გააჩნია, გარდა სინდისისა, ღირსებისა და თავმოყვარეობისა... ამიტომაც მიმაჩნია, რომ დიაღაც, ზუსტად თავმოყვარე საზოგადოების საქმეა ის, რომ ხმა აიმაღლოს და განსაჯოს და დასაჯოს კიდეც ისეთი ნაძირლები, როგორიც მაგ.. ნაც-ნაძღლი, ანაფორიანი პალკოვნიკი....ტ ა ბ ა ღ უ ა ა!!! ....ჯერ ამისთანების მართლა ჯიში და ჯილაგი და მერე კიდე იმ ადვოკატებისასც, რომლერბიც ამისთანა ნარეცხ ნაროდს აპეკუნად დაუდგებიან!
....არ მინდა დავიჯერო, რომ მღვდლად კურთხევას და მღვდლის სტატუსს სურვილის მიხედვით ჰაერზე, ან პაბლაშკებით არიგებენ... ფიციც მწამს, მაგრამ რეალობა მაინც მაკვირვებს, როცა ვუყურებ ჯიპებიდან ნაგლად მომზირალ გაზულუქებულ ანაფორიან როჟებს... აი მომკალით და არ მჯერავს მაგათი მღვდლობის და მოძღვრობის რაა ბლიად!(განათლებაზე და ნაკითხობაზე არაფერს ვიტყვი) ...მედუქნეს ავიტან ასეთს, არც ბივში ბობოლა ნაც-მაჩვის პოზიორობა გამიკვირდება. მაგრამ ბოდიშით და ვერ ავიტან ე.წ. მოძღვრებს და მღვდლებს, რომლებსაც კურთხევის, ნათლობის და ჯვრისწერრის "ტაქსები" აქვთ დაწესებული ...ხოლო ტაბაღუასნაირ პაგონებიან "მღვდელს" და ვინც მას რეკომენდაცია მისცა და აკურთხა, უკანალში პოლისჯოხგაყრილს, იმ ციხეში ამოვალპობდი, საიდანაც ამ ნაძღლმა ფეხი აიდგა!!! ...ასე რომ, დროა აზზე მოვიდეს საპატრიარქო და ცაში აპრობილი მზერა დაბლაც მიაპყროს...კარგად გაარკვიოს ღვთის მსახურთა რიგებში რა ნაროდი ირევა და სანამ საზოგადოებას მიუღია ზომები, თავად გამოუტანოს განაჩენი მათ რიგებში შეკედლებულ ნაძღლებს და ნაძირლებს!!! ....თქვენც გაიხსენეთ სახარება მეუფენო!...ის მხოლოდ მრევლისთვის არ დაწერილა, თქვენთვისაც დაიწერა და კარგად გააცნობიერეთ ისიც...მაცხოვარმა რატომ აუტრიალა ეკლესიაში გამოფენილი დახლები და ლავკები მწიგნობარ და ფარისეველ დახლიდართ და რატომ დაემუქრა მაღ ცოდვის ტაძრის დანგრევით და ახლის აშენებით!!!...არ მოეგებით გონზე და თქვენც ასე დაგენგრევათ ის "ტაძრები" თავზე, რაც ჩვენს ღირეულ წინაპრებს ჩვენამდე სისხლით მოუტანიათ!!!
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|