საქართვლოს ჰიმნი:
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!
(ტექსტის ავტორი დათო მაღრაძე)
ლევან ღვინჯილიას აზრით, საქართვლოს ჰიმნის ტექსტში დაშვბულია საკმაოდ ბევრი გრამატიკული და სემანტიკური შეცდომა. ის თვლის, რომ ტქსტი შესაცვლელია, მეც აბსოლუტულუტურად ვეთანხმები.
და აი რატომ:
ლქსი იწყბა ნაწყვეტით აკაკის ლექსიდან "ხატის წინ" . ამ სტრიქონებს შევეშვათ მაინც აკაკია

თუმცა ღვინჯილია მიიჩნევს, რომ ჰიმნის ტქსტში მსგავსი სიტყვები არ უნდა ფიგურირებდეს.
ამას მოსდევს სტრიქონი, საიდანაც ვგებულობთ, რომ ჩვნი მთა -ბარი განათებულია და ამავდროულად "წილნაყარია" ღმერთთან(წილნაყარი და არა წილხვედრი) . ვნახოთ, რას გვეუბნბა განმარტბითი ლექსიკონი სიტყვა "წილნაყარის" შესახებ
<>
წილნაყარ-ი (წილნაყარისა) 1. ვისაც წილი უყარეს ან ვინც წილი იყარა. 2. რაზედაც, რისთვისაც წილი ყარეს.
<>
◊ღმერთთან წილნაყარი – ღმერთის თანაბარი. ადიდეს დიდი თამარი, _ ის ღმერთთან წილნაყარია (ვაჟა).
ჯერ ერთი, საქართველოში სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ხალხი ცხოვრობს და გადამწყვეტი უმრავლესობა არ უნდა იყოს. ჰიმნი სახლმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლოა და ჩვენ, პრაქტიკულად, მასშივე ვრიყავთ საქართველოს არაქრისტიან მოსახლეობას. მოკლედ ზედმეტად არადემოკრატიულია დემოკრატიული ინტერესების მქონე ქვეყნისთვის. მერე მეორე , თუ უარს ვამბობთ დემოკრატიაზე და თავს ვდებთ ქრისტიანობისთვის, ეს სიტყვები ჩვენსავე მრწამთან მოდის წინააღმდეგობაში, რადგან უდიდესი მკრეხელობაა თავის და თუნდაც ქვეყნის ღმერთთან გატოლება. ეს პატარა საქართველო თუ ღმერთის ტოლია, მაშინ, ლოგიკურად, დედამიწა ღმერთზე მეტი გამოდის.
ამ სტრიქონებს მოსდევს აბსოლუტურად აბდაუბდა სიტყვბი

რომლის აზრიც არც აქამდე მესმოდა და არც ახლა მესმის
"თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას"
რადგან აწმყოში სამპირიანი ზმნის(უმღერის) პირდაპირი და ირიბი ობიექტის ბრუნვაც მიცემითია, გვაქვს გაგების ორი ვარიანტი:
1. ჩვენი თავისუფლება(S) სიმღრის ხასიათზე მოსულა, დამდგარა და მღერის დიდებას(პ.O) და ამ ოდის ობიექტი კი არის მომავალი(ირ.O). ანუ ჩვენი თავისუფლება ხოტბას ასხამს მომავალს დიდებით. ნუ ეს დიდი გაუგებრობაა
2.თავისუფლება უმღერის დიდებას(ირ.O) მომავალს(პ.O). ამ შემთხვევაში შეიძლევა ვივარაუდოთ, რომ ავტორს უნდოდა ეთქვა და ვერ თქვა, რომ ჩვენ რომ თავისუფლები ვართ ეგ იმის გარანტიაა, რომ ჩვენს დიდებას მომავალი აქვსო (ნუ დიდება სად გვაქვს ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია მაგრამ მაინც

). ეგეთი თავისუფლბი ადრეც ბევრჯერ ვყოფილვართ და აბა სადაა გარანტირებული დიდება?

"ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება"
ჯერ ერთი ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ვარკვლავი კი არა მზე და მთვარე ამოდის, ვარსკვლავი კი ჩნდება:
"დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი
აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა..."
"რამდენიმე თვით ადრე ქრისტეს შობამდე ცაზე უჩვეულო ვარსკვლავი გამოჩნდა"
"ცაზე ჩრდილოეთის ვარსკვლავი გამოჩნდა"
"როგორც კი ეს საოცარი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელიც...."
მეორე, ცისკრის ვარკვლავი(ლათ. Lucifer) ასე ქვია ბიბლიაში განდგომილ ანგელოზს, რომელსაც სატანას უწოდებენ. ქრისტიანი ადამიანისთვის (და მგონი უკვე შევთანხმდით, რომ ეს ჰიმნი საქართველოს ქრისტიანი მოსახლეობისაა მხოლოდ)კი მისი გამოჩენა დიდი უბედურებაა. ჰიმნი საზეიმო სიმღერა უნდა იყოს და ჩვნ ვწყევლით ჩვენსავე ქვეყანას?
მსამეც, ჩავთვალოთ ავტორს კიდევ ერთხელ სურდა ეთქვა და ვერ თქვა ის, რომ ახლა განთიადია და ქვეყანა მიდის დილისკენ და უკეთესობისკენ, მალე გათენდება და განათდება, მაგრამ აკი პირველ სტრიქონში უკვე გვითხრა , რომ მთა–ბარი განათებულიაო?! ტექსტი თავად ეწინააღმდეგება თავის თავს.
და მეოთხეც, ღვინჯილია ამბობს, რომ ორ ზვას შუა გავლებულ ი ხაზის შუა წერტილზე დაკიდებული ცისკრის ვარსკვლავი არასოდეს არ იქნება საქართველოს თავზეო (ნუ არ ვიცი ეს საიდან და როგორ გაზომა , მაგრამ მახსოვს, რომ ასე თქვა

)
და ბოლოს:
"დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!"
ის ჩვენი საბრალო თავისუფლბა, წეღან რომ ვერ გავარკვიეთ ვისთვის ამღერა დატო მაღრაძემ მომავლისა თუ დიდებისთვის ახლა, როგორც იქნა დაწინაურდა და თავად გახდა ოდის შესხმის ობიექტი.
ისე დიდი ნიჭი უნდა გქონდეს ადამიანს, ორსტროფიან ლექსში ამდენი აბდაუბდის დაწერა რომ მოახერხო. ეს დიდი ტრაგედია არ არის , ამაზე უგემოვნო და აბსურდული ლექსებიც დაწერილა და დაიწერება, მაგრამ ამხელა ლიტერატურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის ოფიციალური სიმღერა რომ ენობრივად გაუმართავი და გაუგბარია, ეგ მართლა ტრაგედიაა.
2004 წელს გამოცხადებულ კონკურსში, რომლიც გულისხმობდა ლექსის დაწერას საქართვლოს სახელმწიფო ჰიმნისთვის დავით მაღრაძის ამ შედევრმა "გაიმარჯვა". რამდენიმე თვეში კი ბ–ნ მიხეილ სააკაშვილი გამობრძანდა და თავი მოიწონა, რომ მე მოვთხოვე დავითს, რომ მეორე სტროფი სიტყვა "თავისუფლებით" უნდა დაწყებულიყოო...

მგონი თქვენც კარგად გესმით როგორი "სამართლიანი" იყო ეს კონკურსი.
პ.ს
იმედია, თემას სხვა განყოფილებაში არ გაუშვბთ
This post has been edited by red-one on 17 Aug 2013, 20:13