Associazione Calcio Milan
მისამართი: ვია ფილიპო ტურატი 3, 2012, მილანი
სრული სახელი: Associazione Calcio Milan
მეტსახელი: Rossoneri (წითელ-შავები), Il Diavolo (ეშმაკი)
დაარსდა: 16 დეკემბერი, 1899
სტადიონი: სან-სირო (Stadio Giuseppe Meazza), მილანი, იტალია (ტევადობა: 80 074 მაყურებელი)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
# ფეხბურთელი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კაპიტანი: რიკარდო მონტოლივო
ლიგა: სერია A, 2011/12 - მეორე ადგილი
ტელ: +39 (02) 622 81
ფაქსი: +39 (02) 659 8876
E-mail: info@milanchannel.com


XIX საუკუნის ბოლოს იტალიაში ფეხბურთმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მალე კლუბების დაარსება გამოიწვია: 1890 წელს “ტორინო” დაიბადა, შემდეგ “ჯენოა”- იმ წლების უძლიერესი კლუბი, ასევე ტურინში ბაზირებული “პრო ვერჩელი”, რომელიც გენუელებს ტოლს არ უდებდა. შემდეგ დაარსდნენ “ანდრეა დორია”, “უდინეზე”, “იუვენტუსი”, “ასკოლი”…
1899 წელს “მილანი” შეიქმნა, კლუბი, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სახელს იყოფს არგენტინის “ბოკა ხუნიორსთან” ერთად (ორივე მათგანმა ფიფა-ს მიერ აღიარებული 18 საერთაშორისო ტიტული მოიგო) სხვათა შორის, იმავე 1899 წელს დაარსდა “სამპიერდარენეზე”, გუნდი, რომელიც რამდენიმე წელიწადში “ანდრია დორიასთან” გაერთიანდა და და დღევანდელი სახელწოდება- “სამპდორია” მიიღო.
“მილანი” კათოლიკური შობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე დაარსდა: 1899 წლის 16 დეკემბერს. ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ შემონახულა, თუმცა გაზეთ “გაზეტა დელო სპორტის” არქივმა შემოგვინახა ცნობა, სადაც მილანში საფეხბურთო კლუბის დაარსების სურვილია გამოთქმული.
კლუბის დამაარსებლად სამი ადამიანი ითვლება: მილანში ბრიტანული სამკერვალო ფაბრიკის მუშა ჰერბერტ კილპინი, ასევე ბრიტანული ტურისტული სააგებტოს თანამშრომელი ელისონი და მეწაღე დევისი. გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ ამ სამეულის ინიციატივას მილანში მოღვაწე საქმოსნები ედვარდსი, ნათანი და ბარნეტი გამოეხმაურნენ. მათგან ერთ-ერთი, ალფრედ ორმონდ ედვარდსი კი 1900 წელს “მილანის” პრეზიდენტად აირჩიეს,რომელიც ამ თანამდებობაზე 1909 წლის ჩათვლით მოღვაწეობდა.
“მილანის კრიკეტის და ფეხბურთის კლუბი” : 1900 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გუნდი სწორედ ამ სახელწოდებით დაარეგისტრირა და ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც დართო.
კლუბის ხელმძღანელობამ თავიდანვე ფინანსურ მხარეზე გააკეთა აქცენტი: ედვარდსის ინიციატივით “მილანში” ვარჯიშის მსურველებს წლიური შესატანი - 20 ლირა უნდა გადაეხადათ. სტუდენტებისთვის ფასდაკლება მოქმედებდა - 12 ლირა. ისინი, რომლებიც გადასახადს არ იხდიდნენ, უმალ ტოვებდნენ გუნდს. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ისტორიაა შემონახული: 1909-1910 წლებში “მილანის” კაპიტანი გუიდო მოდა გახლდათ, რომელსაც შესატანის გადახდა დაავიწყდა, რის გამოც კლუბი დროებით დაატოვებინეს.
“მილანმა” პირველივე შეხვედრებში იმ ფორმით იასპარეზა, დღეს მოსავს. მაისურის დიზაინი- შავ-წითელი ვერტიკალური ზოლები კლუბის ერთ-ერთმა დამმარსებელმა ჰერბერტ კილპინმა შეიმუშავა. იმ წლებში იტალიური კლუბები ფორმას ინგლისური გუნდებისგან სესხულობდნენ და “მილანმაც” “იუვენტუს” მიბაძა, რომელმაც პირველი ფორმა, ვარდისფერი, ინგლისის “ნოთს ქაუნთის” შავ-თეთრი მაისურით ჩაანაცვლა. კილპინის ინიციატივით, “მილანის” მაისური შავ-წითელი ვერტიკალური ზოლებით შეიღება, ტრუსების ფერად კი თეთრი დამტკიცდა. წლების მანძილზე დიზაინი იცვლენოდა: ზოლები წვრილდებოდა ან სქელდებოდა, ერთი პერიოდი ვერტიკალურის ნაცვლად, ჰორიზონტალურიც კი იყო, თუმცა ფერების შეცვლა აზრად არავის მოსვლია.
“მილანის”პირველი ლოგოს შემუშავებაც კილპინის სახელთანაა დაკავშირებული: ბრიტანელის ინიციატივით, კლუბის ემბლემად ლომბარდიის მხარის გერბი, თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვარი შეირჩა, რომელიც დღევანდელ ვარიანტზეცაა დატანილი: ოვალში მარცხენა მხარე კლუბის მაისურის ფერებადაა შეღებილი, მარჯვნივ ლომბარდიის გერბია, ზემოთ “მილანის” აბრევიატურაა, ქვემოთ კი დაარსების წელი. აქვე ისიც დავძინოთ, რომ პირველი ოფიციალური სახელწოდება: “მილანის კრიკეტის და ფეხბურთის კლუბი” ჯერ “საფეხბურთო კლუბი მილანით”, მალე დღევანდელი სახელწოდებით “საფეხბურთო ასოციაცია მილანით” შეიცვალა.- კრიკეტი იტალიაში ეგრეც ვერ გახდა პოპულარული.
1900 წლის 11 მარტს მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე პოპულარულმა კლუბმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა “მედიოლანუმს” გაეჯიბრა და 3:0 მოუგო. “მილანის” ღირსებას იმ თამაშში შემდეგი ფეხბურთელები იცავდნენ: ჰუდი, კინიაჯი, ტორეტა, ლეესი, კილპინი, ვალერიო, დუბინი, დევისი, ნევილი, ელისონი და ფორმენტი. თამაში ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში შედგა. დღეს იმ ადგილზე რკინიგზის სადგური მდებარეობს.
Ibrahimovic: "If I have to rank the clubs I have played for, Milan is the greatest. It is known throughout the world. Milan is some incredible thing, in every aspect. All players were on international level, elegant, a real brilliant thing. You could easily feel the greatness of the club"