TSV 1860 München - სპორტული კლუბი გერმანიის ქალაქ - მიუნხენიდან. კლუბის ოფისი განთავსებულია მიუნხენის რაიონ - გიზინგში. კლუბი პირველად დაფუძნდა 1848 წლის 15 ივლისს, თუმცა პოლიტიკურმა გარემოებებმა კლუბის დაშლა გამოიწვია. ის ხელახლა 1860 წლის 17 მაისს დაფუძნდა. კლუბის ფერებად ითვლება მწვანე და ოქროსფერი, თუმცა კლუბის მაისურის ფერებია ცისფერი და თეთრი. კლუბის წევრთა რაოდენობა დაახლოებით 20 000 ადამიანს ითვლის.

ეროვნული და არამარტო ეროვნული, საერთაშორისო აღიარება კლუბმა 1960 - იან წლებში მოიპოვა, როდესაც კლუბმა მოიპოვა გერმანიის თასი (1964 წელი), ბუნდესლიგა (1966 წელი), გააღწიეს თასების მფლობელთა თასის ფინალში 1965 წელს, სადაც "უემბლის" სტადიონზე 100 000 მაყურებლის თვალწინ დამარცხდნენ ლონდონის "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ 0:2; გარდა ამისა, კლუბმა გერმანიის თასზე იმარჯვა 1942 წელს და იყო მეორე ადგილოსანი გერმანიის ჩემპიონატში 1931 და 1967 წლებში.
კლუბის საშინაო სტადიონია "ალიანს არენა", რომელზედაც საშინაო მატჩებს ასევე მართავს მიუხნენის "ბაიერნი". სტადიონის გარე განათება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მიუნხენური კლუბი მართავს მატჩს. თუ ეს კლუბი მიუნხენ 1860 - ია, სტადიონი ლურჯ ფერებშია განათებული, თუ "ბაიერნი" - წითელში.

მიუნხენური დერბი ერთ - ერთი ყველაზე საინტერესოა ყურებადობის თვალსაზრისით გერმანიაში, თუმცა მას ყველაზე საინტერესოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბოლოს ეს ორი მიუნხენური კლუბი ერთმანეთს 2007/08 წლების სეზონში გერმანიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე გადაეყარნენ, სადაც "წითლებმა" მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.

კლუბის შემადგენლობა:
მეკარეები:
1. გაბორ კირაი (უნგრეთი);
22. მიხაელ ნეტოლიცკი (გერმანია);
30. ვიტუს აიხერი (გერმანია);
მცველები:
2. მორიც ვოლცი (გერმანია);
3. გრეგორც ვოიტკოვიაკი (პოლონეთი);
4. კაი ბულოვი (გერმანია);
17. სებასტიან ჰერტნერი (გერმანია);
26. კრისტოფერ შინდლერი (გერმანია);
27. არნე ფეიკი (გერმანია);
31. კოდჯოვი კოუსუ (გერმანია);
35. მარკუს შვაბლი (გერმანია);
36. ფილიპ შტეინჰარტი (გერმანია);
ნახევარმცველები:
6. დომინიკ შტაჰლი (გერმანია);
7. დანიელ ბიეროფკა (გერმანია);
14. მარინ ტომასოვი (ხორვატია);
19. დანიელ ადლუნგი (გერმანია);
20. შტეფან ვანენვეტჩი (გერმანია);
25. ანდრეას გეიპლი (გერმანია);
29. იანიკ შტარკი (გერმანია);
თავდასხმა:
9. რობ ფრენდი (კანადა, იჯარით "აინტრახტიდან");
11. ბენჯამინ ლაუტი (გერმანია);
16. შტეფან ჰაინი (გერმანია);
18. ანდრეას ნეუმაიერი (გერმანია);
23. ბობი ვუდი (აშშ);
33. კორბინიან ვოლმენი (გერმანია);
მწრთვნელი:
ალექსანდრე შმიდტი (2012 - დღემდე)
სპონსორები: Uhlsport და Aston Martin;
პრეზიდენტი: ჰასან ისმაიკი;
ცნობილი ყოფილი ფეხბურთელები: ლარს და სვენ ბენდერები (გერმანია); დავორ შუკერი (ხორვატია); ტომას ჰესლერი (გერმანია); იენს იერემისი (გერმანია); რუდი ფიოლერი (გერმანია); მარტინ მაქსი (გერმანია); აბედი პელე (განა)
ტიტულები:
გერმანიის ჩემპიონი: 1966;
გერმანიის თასი: 1942; 1967;
თასების მფლობელთა თასის ფინალისტი: 1965;
ოფიციალური საიტი:
http://www.tsv1860.de/ This post has been edited by -Leo- on 20 Aug 2013, 04:44