კუბი არის 1997წლის ფილმი, რომელსაც აქვს გაგრძელება, ტრადიციულად არც ისე კარგი
ბავშვობაში მქონდა ნანახი და ახლა ხელახლა ვუყურე
მართლა, კარგი ფილმია, თუმცა მინუსები აქვს )))
ჯერ მინუსებით დავიწყებ. მთავარი მინუსი მსახიობების თამაშია. ზოგჯერ ძალიან არადამაჯერებლები არიან
ემოციების გამოხატვა და დიალოგების მხრივ მაგრად მოიკოჭლებენ. მოკლედ, ეტყობა ფილმს ლიბერთი ბანკის საპენსიო განვადებით რომ არის გადაღებული.
მეტი განსაკუთრებული მინუსი არაფერია ფილმში. სამაგიეროდ გვაქვს საკმაოდ კარგი სიუჟეტი, ატმოსფერო და რაც მთავარია ფილმის აზრი

გასაზრებლად და ტვინის ასამუშავებლდად ძალიან კარგი ფილმია, მისტიკური ელფერით და ფილოსოფიური საკითხებით.
ჩემი აზრით, კუბი ცხოვრების და სისტემის მეტაფორაა. მთავარი გმირები ამ სისტემაში გამოკეტილი ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე თავისუფლების მოპოვებას ვერ შეძლებენ. ხასიათების და სქესთან ჭიდილიც არის ფილმში ნაჩვენები.
ამ ფილმს ჰყავს წინაპრები, რომლებიც იყო ინსპირაციის წყარო რეჟისორისთვის, თუმცა სწორედ კუბმა მოახდინა ჟანრში გადატრილაება და ბევრ საკულტო ფილმს დაუდო სათავე, იგვე ხერხზეც იგრძნობა კუბის გავლენა, ანდა გახმაურებული თანამედროვე ფილმი პლატფორმა, რომელიც კუბის ერთ-ერთში კოპირება, მცირე ცვლილებებით
გამოცდას და მსგავს ჭ კლასისი ფილმებს არ შეგვიდაროთ
ფილმი 1997 წლის არის
რეჟისორი - Vincenzo Natali
მთავარ როლებში
Nicole de Boer
Nicky Guadagni
David Hewlett
Andrew Miller
Julian Richings
Wayne Robson
Maurice Dean Wint
მიმაგრებული სურათი