#37724252 · 23 Aug 2013, 20:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი ახლობელი არის 12 წლიდან ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული(ეხლა 52 წლისაა) ცხოვრობს დედასთან ერთად რაიონში და ისიც პენსიონერია,არანაირი სხვა შემოსავალი არ აქვთ,არიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ერთი თვის წინ რამდენიმე თვის პენსია გამოიტანა წინასწარ ბანკიდან,ნათესავებისგანაც ისესხა და პატარა მანქანა იყიდა გაზის აპარატურით,ვიტაქსავებ და ცოტა შემოსავალი მექნებაო პრობლემა იმაშია რომ გაზის კალონკაზე რომ მიდის დასატუმბად,ვინც გაზს ასხავს ითხოვს მანქანიდან უნდა გადმოხვიდე ისე არ დავტუმბავთ სპეცილაური ბრძნებაა მაგაზეო და უთითებს კალონკაზე გამოკრულ ფურცელს სადაც წერია რომ დატუმბვის მომენტში მანქანაში არავინ უნდა იჯდეს თავიდან მხოლოდ ერთი კალონკა ეუბნებოდა უარს ,ეხლა სხვა კალონკებმაც დაიწყეს უარის თქმა იგივე მიზეზით ,შენი გულისთვის სამსახურიდან არ გავაგდებინებთ თავსო.არადა ამას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია,როცა მოვთხოვე სკამი მოიტანეთ ხელით გადმოვიყვან და დავსვავთქო,სკამი არ გვაქვს და ნუღარ გვაცდენ რიგი დადგაო როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? ინვალიდები ხომ ისედაც დაჩაგრულები არიან და სხვა გარემო ფაქტორებიც უფრო უშლიან ხელს ამ ადამიანებს რომ ეცადონ დამოუკიდებლად იარსებონ
--------------------
ოღონდაცა რაა[b] [/b]
|