ყველამ იცით რას წარმოადგენს 458 იტალია და წარმოიდგინეთ ეს რა იქნება

360 Modena დან მოყოლებული არსებობდა მსგავსი მოდელები, 360 Modena CS, 430 Scuderia და ახლა ამ სამოდელო რიგს Speciale-ც მიემატა.
ავტომობილი წარმოადგენს სპეციალურად racing days სთვის შექმნილ ავტოს. იდეა არის რომ სისწრაფის და არა უბრალოდ მარიაჟის მოყვარული ტიპი ყიდულობს მსგავს ავტოს და მიდის უიქენდზე ტრეკზე გასართობათ, რისთვისაც ეს ავტო იდეალურია.

რაც შეეხება ცვლილებებს ვიზუალის და აეროდინამიკის გარდა მთავარი ცვლილება რათქმაუნდა ძრავშია. 4.5 V8 605(9000 ბრუნზე) ცხენს და 540(6000 ბრუნზე) მაბრუნებელს გამოიმუშავებს.
ეს მონაცემები, ჰონდის ფანებმა რომ უკეთ აღიქვას, ნიშნავს, რომ ლიტრიდან 135 ცხენი გამოდის რაც მემგონი road going ავტოებისთვის საუკეთესო შედეგია.

ავტომობილი იწონის 1290 კგ და როგორც ფერრარი აცხადებს 100 მდე 3 წამში ჩქარდება 200 მდე კი 9.1 ში.

ფერრარის მონაცემებით ფიორანოს ტესტ ტრეკს ის 1:23.5 ში გადის, რაც 1.5 წამით სწრაფია სტანდართულ 458 ზე და 5 წამით ნაკლები F12-ზე.

ავტომიბილის დიზაინში ცვლილება მეტნაკლებად შესამჩნევია რაც ძირითადად ფრთებს და exhaust ს შეეხო. დიზაინი აეროდინამიკიდან გამომდინარე იქმნებოდა პინინფარინას ხელმძღვანელობით რათქმაუნდა.

ფერრარიმ ამ მოდელში ახალი, განსაკუთრებული ტექნოლოგიური ნოუჰაუ დააყენა. ეს არის SSC (Side Slip Angle), რომელიც სპეციალური ალგორითმით ითვლის ავტომობილის მოცურების კუთხეს, ადარებს იმას თუ რეალურად რა კუთხით უნდა იყო საუკეთესო შემთხვევაში და შესაბამისად ანაწილებს ტორქს წამყვან თვლებზე.

Lateral g-force ის ტესტისას, როდესაც ავტომობილს Michelin Pilot Sport Cup 2 -ის საბურავები ეყენა, შედეგი 1.33 G იყო, რაც ყველაზე მაღალი შედეგია რაც ფერრარის ავტომობილებს დაუფიქსირებიათ.

წყარო:
http://458speciale.ferrari.com/en#overview
Ferrari is scaled down version of God, Porsche is jumped up version of VW Beatle
We don`t sell a car we sell a dream © Luca di Montezemolo
ბუმბერაზი კლასიკოსები
Squadra Azzurra
მენეჯერობა მურტალი რამეა © რასტრელი