როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პირობითი მსჯავრისა და ნასამართლევობის მოხსნის შესახებ ინიციატივა გააჟღერა. ამჟამად მოქალაქეები, რომელთაც პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით სარგებლობის სურვილი და შესაძლებლობა აქვთ, რეზიდენციასთან რეგისტრაციას გადიან.
რეგისტრაცია უკვე ათობით ადამიანმა გაიარა, ნაწილიც რიგს ელოდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით დაინტერესებულ პირებს წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია შესთავაზა. ამ მიზნით მსურველებს შეუძლიათ, დარეკონ ნომრებზე 2 28 27 36 ; 2 28 26 81.
როგორც გუშინვე პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული ინიციატივა ეხება ფაქტობრივად, ყველა მუხლს, გარდა განზრახ მკლელობისა და განხრახ მკვლელობისა დამამძიმებელ გარემოებებში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობისა, სქესობრივი კავშირისა ან სხვა სსქესობრივი მოქმედებებისა მცირეწლოვანთან, ადამიანებით ვაჭრობისა, ტრეფიკინგისა, წამებისა, ქურდული სამყაროს წევრობისა, კანონიერი ქურდობისა, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული დანაშუალისა, დანაშაულებებისა კაცობრიობის წინააღმდეგ.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/4444#sthash.8V...n.oNc6Eljh.dpuf