მთავარი პროკურატურის ცნობით, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამებისა და მათ მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ დანაყოფებში წარმოებული სისხლის სამართლის ათეულობით საქმის, აგრეთვე, ამ საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების დეტალური შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ქმედებებზე უფლებამოსილი სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლის ფუნქციის რეგულარული შეუსრულებლობის, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები.
კერძოდ, დადგენილია, რომ წლების განმავლობაში პატიმართა ცემა-წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში და ხორციელდებოდა სისტემატურად, ჯგუფურად, რამოდენიმე წლის მანძილზე, ყოველდღიურად, სხვადასხვა საშუალებებითა და მეთოდებით, როგორც საკნებში, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულების ღია ტერიტორიაზე.
აღნიშნული ფაქტები წლების განმავლობაში რჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ ფაქტების შესახებ რეგულარულად აისახებოდა საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში და ვრცელდებოდა მასმედიის საშუალებებით.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის
ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით, გამოძახებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი.
ამავე საქმეზე, უახლოეს დღეებში, მოწმის სტატუსით ასევე დაიკითხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია.
http://info9.ge/?l=G&m=108&f=0&id=17111
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"