მიხეილ მურვანიშვილი დაბიადა 1875 წელს (სამწუხაროდ დაბადების თვე და რიცხვი ვერ მოვიძიე). 1893 წელს დაამთვრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი.იმავე წელს დანიშნეს მარტყოფის (გარე კახეთის) სატყეოს უფროსის თანაშემწედ. მარტყოფსა და საგარეჯოში ჩასვლისთანავე მიხეილმა დააფუძნა სამკიხევლო, სადაც თავმოყრილ ახალგაზრდებს ადგილობრივი მასწავლებლები ხმამღლა უკითხავდნენ წიგნებს. ახალგაზრდა მეტყევე აქტიურად ერეოდა სოფლის ცხოვრებაში, ის ხშირად შებრძოლებია გათავხედებულ მოხელეებს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მიხეილმა ”ივერიის” ფურცლებზე საჯაროდ გაილაშქრა რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანების წინააღმდეგ, დაასაბუთა რომ მინისტრის ახლად გამოცემული ბრძანება, რომელიც ნებას რთავდა ყველას გაეჩეხათ სანადელო ტყეები არის უაღრესად მავნე განკარგულება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ბუნების განადგურებას.მეფის მოხელეებმა ეს არ აპატიეს, უმალ თარგმენს ”ივერიაში” დაბეჭდილი წერილი და მეფისნაცვლის კანცელარიას წარუდგინეს. ბობოლა მოხელენი გაცოფებულნი იყვნენ -როგორ ბედავს ეს ახალგაზრდა ყმაწვილი, ჩვენივე უწყების მინისტრის განკარგულების დაგმობასო და მურვანიშვილი საგარეჯოს მოაშორეს და ლორეს სატყეოში გადაიყვანეს(რაც საგრძნობლად დაქვეითებას ნიშნავდა).
ახალგაზრდა მიხეილის დასაცავად თვითონ ილია ჭავჭავაძე გამოვიდა, რომელმაც იმავე 1897 წელს ”ივერიის” ფურცლებზე ასეთი შინაარსის წერილი დაწერა:
”სოფ.საგარეჯოდან გადაყვანილი იქნა ტყის მცველის თანაშემწე ბ-ნი მურვანიშვილი. მისმა მოშორებამ ძალიან დააღონა მთელი სოფელი. მან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა ხალხისა რადგან ყველას ძმური სიყვარულით ეპყრობოდა. აქ არ მოიპოვება ერთი კაცი, რომ მასთან სამდურავი ქონდეს, თუმცა მან 4 წელი დაყო გარე კახეთში. ამ ხნის განმავლობაში გლეხობისგან ქურდულად ტყის ჩეხვას აქ ჰქონია ადგილი და ამიტომაც ოქმის შედგენა ძალიან იშვიათი მოვლენა იყო. თუ გლეხობს ტყიდან რამე ჭირდებოდა მიხეილი თვითონ შუამდგომლობდა მთავრობის წინაშე. საზოგადო საქმეებშიც მხურვალე მონაწილოებას იღებდა; იგი ითვლებოდა საგარეჯოს სახალხო წინგთსაცავის გამგეობის წევრად და როგორც გამგეობის წევრი სულ იმის ცდაში იყო, გაემდიდრებინა ეს წიგნსაცავი.
შარშან ყოველ ღონისძიებას ხმარობდა აელაგმა ახალი ჯურის ჩარჩები, რომელიც ვენახის წამლობამ დაჰბადა; ამიტომ ხელის მოწერა გამართა, შეაგროვა ფული და ამ ფულით გლეხებისათვის იყიდა ვაზის სასხურებელი მანქანა და გოგირდის შესაბერი. ყველა გლეხს შეეძლო უფასოდ გამოეყენებინა.
ნეტავ რა ავ-ენამ დააშორა ამ სოფელს ეს სასარგებლო და ხალხის გულშემატკივარი კაცი?” - ილია ჭავწავაძე. გაზეთი ”ივერია” 1897წ.
ამის შემდეგ მალე მიხეილი ყვარლის სატყოში გადაყავთ მან ბინა დაიდო სოფელ გავაზში. სადაც მან გატაცებით მოკიდა ხელი ტყის დავის საქმეს და როგორც სჩვეოდა ამით არ დაკმაყოფილდა. მანამდე სოფელში არ იყო სკოლა, ახალმა მეტყევემ ორი სასოფლო დაწყებითი სკოლა გახსნა, სამკითხველო-ბიბლიოთეკაც და ააშენა ქვითკირის შენობა სადაც იმართებოდა წარმოდგენები.
მიხეილი სურამიდან იყო ამიტომ სურამს განსაკუთრბულ ყურადღებას აქცევდა. 1896 წელს მიუხედავად იმისა რომ უკვე საგაერეჯოში იყო სურამში დაარსა სამკითხველო. ამავე დროს აქვეყნებს წერილს ”ივერიაში”, სადაც ითხოვს რომ დაეხმარონ სამკითხველოს და შესწირონ წიგნები. 1895 წელს გამოქვეყნებულ წერილში კი ამხელს სურამის მამსახილსს, რომელიც სასკოლო ფულს არ უხდის მასწავლებლებს.
1903 წლიდან აბასთუმნის სატყეოს უფროსის თანაშემწეა, ხოლო 1907 წელს ბაკურიანში გადაყავთ.ცხვორობს სოფ. თორში. სოფელს არ ქონდა სასმელი წყალი, მიხეილის მეთაურობით დაიწყო წყალსადენის გაყვანა. შენდება სკოლა და კეთდება სოფლამდე მისასვლელი საურმე გზა. თორიდან-ბორჯომამდე 14 კილომეტრის მანძილზე. დღმედე ამ გზას ”მურვანიშვილის გზას” უწოდებენ.
1910 წლიდან წაღვერი სატყეოს უფროსია. აქ მან ყველაზე დიდხანს - 8 წელი იმუშავა. პირველ რიგში ააშენა ქვითკირის 2 შენობა ერთი სკოლისთვის და ერთიც მასწავლებელთა ბინისათვის.მერე შემოიკრიბა იქაური ახალგაზრდობა და დაიწყო წარმოდგენების გამართვა და აქედან შემოსული თანხებით ააგო თეატრის შენობა.მოაწყო სამკითხველო და სპორტის მოედანი.სამი კილომეტრის მანძილიდან გამოიყვანა სასმელი წყალი. აღმოაჩინა და მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები, ააშენა ტყე-პარკი დამსვენებელისათვის. თუ დღეს წაღვერი განთქული კურორტია ამას მნიშვნელოვნად მურავნიშვილს უნდა ვუმადლოდეთ. მისი თაოსნობით გამოყოფილი იქნება ყველაზე საუკეთესო კუთხე წაღვერში -კეჩხობი, სადაც მიხეილმა გააშენა ტყე და დაგეგმა აგარაკების ასაშენებლად.
წაღვერში ყოფნისას ნახანძრალ ადგილზე - გვირგვინას უბანზე, საყდრის ღელეზე მან 455 ჰექტარ ფრთობზე გააშენა ფიჭვის ტყე.
1913 წელს იგი დაუკავშირდა მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებას და წინადადება შეიტანა დაეწყოთ გათხრები წაღვერში, უზნარიანის ციხის მიდამოებში. ერთი თვის განმავლობაში აქ აღმოაჩინეს ნივთები ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული თამარი ეპოქით დამთავრებული. 1918 წლიდან სურამის სატყეოშია, მაგრამ მალევე გადაყავთ ბორჯომში. ბორჯომის უნიკალურ ტყეები მაშინ უამრავი მრეწველის ინეტერესის სფეროს წარმოადგენდა. მიხეილმა თავდაუზოგავი შრომით მოახერხა და სრულად გადაარჩინა ეს უნიკალური ტყეთა მასივი.
1924 წელს დაარსა თესლის საშრობი ქარხანა ( რომელსაც იმ დროს ყოფილი საბჭოეთა კავშირში ანალოგი არ ქონდა), დაამზადა წიწვოვანთა ჯიშების თესლი, რომელიც ტონობით იგზავნებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირის ქალაქებში, არამედ ევროპაშიც.
მურვანიშვილმნა მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოში,ბახმაროში. გააშენა ტყეთა მასივი მცხეთაში და კასპში.
1934 დეკემბრიან ის სურამის სატყეოს დირექტორია. აქ მან ჯერ სანერგე მოაწუო ხოლო შემდეგ 131 ჰექტაზრე (ბაინათხევის და კვირაცხოვლის სერებზე) გააშენა უნიკალური ჯიშის ფიჭვი.
მურვანიშვილი მეგობრობდა საზოგად მოღვაწეებთან: ი.გრიშაშვილი. ვ.ანჯაფარიძე. ირ. ევდოშვილი. არჩ. ჯორჯაძე.აკ. ფაღავა, მარიჯანი,ზ. ფალიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი და სხვები. რომელიბი მის ოჯახში კვირის განმავლობაში რჩებოდნენ ხოლმე. მიხეილის ხშირი სტუმარი იყო კ. გმასახურდია.
გარდა სასოფლო სამეურნეო საქმეებისა მ.მურვანიშვილი ატიურად თანამაშრომლობდა პრესასთან. მისი წერილები იბეჭდებოდა ”ივერიის”, ”ცნობის ფურცლის”, ”დროების” და სხვა გაზეთების ფურცლებზე. ის წერდა მოთხრობებსაც რომლებსაც დიდი გამოხმაურება ქონდა.
მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან ის პენსიაში გადის. მისადმი პატივისცემის გამოსახატავად საბჭოთა ხელისუფლებამ დაარსა მედალი მეტყევეებისათვის რომელიც მიხეილ მურავნიშვილის სახელობის იყო, ამას გარდა მას დაენიშნა პირადი პენსია.
1959 წლის 24 დეკემებერს მიხეილ მურვანიშვილი გარდაიცვალა. ის დაკრძალულია დაბა სურამში, მის მიერვე გაშებებული ბაინათხევის ტყის შესასვლელში.
ასეთი დიდი ადამიანის ღვაწლის ძალიან დაუფასებელია
* * *
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se..._ref_map=%5B%5D