"კანონიერი ქურდი" ადვოკატის მეშვეობით შს მინისტრს აფრთხილებს
15:39 26.07.2013
ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას, იგივე "ტარასას" ადვოკატი აცხადებს, რომ ციხეებში მასშტაბური ბუნტი იგეგმება, რომლის ორგანიზება, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაბრალდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "აფსნი.ჯი" აქვეყნებს, ხოლო თავად ადვოკატი თინა ნაკაშიძე "ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ ტარიელ ფოცხვერია არანაირ ბუნტს არ გეგმავს, და რომ ის გარედან იქნება ინსპირირებული. ადვოკატი შს მინისტრს მიმართავს და მინიშნებებსაც აკეთებს:
"ამჟამად პატიმრები შიმშილობენ სასჯელაღსრულების მე–17 დაწესებულებაში, მე–8 დაწესებულებაში და მათ სხვა დაწესებულებებიც შეუერთდებიან. ჩემი ინფორმაციით, ეს არის გარედან აგორებული პროცესი და ვიღაცას სურს, რომ არეულობა და ე.წ. ბუნტი მოხდეს ციხეში. ვიღაცას უნდა, რომ პატიმრების მეშვეობით ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს.
საუბარია იმაზე, ვისაც აწყობს ქვეყანაში არეულობა – "ნაციონალების" ნარჩენებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბუნტით დაწყებული არეულობით მათთვის სასარგებლო გარკვეული შედეგები დადგება", - ამბობს "კანონიერი ქურდის" ადვოკატი "ნეტგაზეთთან".
http://www.newposts.ge/samarthali/16985-ka...aprtxilebs.htmlკანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია რუსთავის ციხეს მართავს
19 Aug 2013, 20:08
რუსთავის #17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მთელი დღეა გრძელდება. ციხის ე.წ. მაყურებლები პატიმრების იმ ნაწილისგან, რომლებიც სამურნეო ნაწილში არიან დასაქმებულნი ე.წ. ობშიაკში ფულისა და სიგარეტის შეტანას ითხოვენ. ერთ–ერთი მსჯავდებულის განცხადებით წინააღმდეგ შემთხვევაში მაყურებლები მათ ოჯახის წევრების მოკვლითაც ემუქრებიან, ასევე, პატიმრებს დასდევენ შტირებით. სამეურნეოს პატიმრის განცხადებით ამ სიტუაციას ციხეში კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია მართავს. სამეურნეოს “აბსლუგის” 90–მდე პატიმარი ამ დრომდე დამალულია ცალკე სართულზე.
http://www.ireporter.ge/%E1%83%99%E1%83%90...3%9A-%E1%83%A4/ სუბარ გადადექი კაცურად რა
This post has been edited by Shiva on 21 Aug 2013, 15:05