ბლოგზე იდო და საინტერესოა
ფოთში ტრეფიკინგში ბრალდებული ირინა ალანიას დაკითხვა მიმდინარეობს. ხობის მკვიდრი ალანია ფოთის პროკურატურამ დღეს დილით დააკავა. ალანიამ სამეგრელოს სხვადასხვა სოფლიდან 130 ადამიანი წინასწარი გარიგებით თურქეთში სამუშაოდ და სასწავლებლად გადაიყვანა, რომელთა უმრავლესობა 17-18 წლის გოგონები იყვნენ. რამდენიმე მათგანმა გაქცევა მოახერხა თურქეთიდან. ცნობილი გახდა, რომ ირინა ალანიას შუამდგომლობით ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ და ოთხი თვის განმავლობაში უცხო მამაკაცებთან ურთიერთობას აიძულებდნენ, ზოგს კი მონურად ამუშავებდნენ. დაკითხვის დასრულებამდე ძალოვნები კომენტარისგან თავს იკავებენ.
რიყეზე რესტორან 'ნატვრის ხეში' წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მოკლულია ლევან ჭკადუა. მოკლულს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თანამშრომლებს რესტორანი დღეს დილით დაკეტილი დახვდათ.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რასაც რესტორნის ეზოში გავლებული ლენტიც ადასტურებს. მომხდარის შესახებ 'ნატვრის ხის' თანამშრომელთა დღევანდელმა ცვლამ არაფერი იცის. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობა გახსნილია, ეჭვმიტანილი კი - დაკავებული. ასევე ცნობილი ხდება, რომ დაღუპულის დედა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ჭკადუა უცხოეთიდან სამშობლოში გასული წლის ზაფხულში დაბრუნდა.
16 წლის რევაზ ფუხაშვილი თანატოლებმა დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. მკვლელობა წუხელ დოლიძის ქუჩაზე, 61-ე სკოლის ეზოში მოხდა. დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაჭრილია მისი თანაკლასელი გივი ვაშაკიძე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფუხაშვილს თანატოლებმა ავტომანქანის საჭესთან დასმა სთხოვეს, რაზეც მან უარი უთხრა. ამის შემდეგ მოზარდებს შორის ჩხუბი გაიმართა და სწორედ ამ დროს მიაყენეს ფუხაშვილს სასიკვდილო ჭრილობა.
23 მარტს, გამთენიისას თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 35 წლის გიორგი ჩალაძე მოკლეს. როგორც ტელეკომპანია ”რუსთავი -2” იუწყება, პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ჩალაძე საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. მას მკერდის არეში სამი ჭრილობა ქონდა მიყენებული. სავარაუდოდ, ინციდენტი ვაზისუბნის დასახლებაში მოხდა.
16 აპრილს, გამთენიისას თბილისში მორიგი მკვლელობა მოხდა. მოკლულია 15 წლის მოზარდი, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ის რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან ”ნიკალასთან” ჩაცხრილეს. როგორც ტელეკომპანია ”მზე” იუწყება, მოზარდს 15 ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. მოზარდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ექიმებმა მიიყვანეს, თუმცა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციის თანახმად, მოკლულის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ამჟამად მას ექსპერტიზა უტარდება. სხვა ინფორმაცია არ ხმაურდება.
თბილისში პოლიციელი მოკლეს - წუხელ საკუთარი სახლის სადარბაზოსთან შსს-ს 38 წლის თანამშრომლის გიგი კანდელაკის ცხედარი აღმოაჩინეს მრავალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, მოკლულის ოჯახი ვარაუდობს, რომ მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს უკანონო მშენებლობის შესახებ საქმის განხილვას - რამდენიმე წლის წინ კანდელაკმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში შეიტანა განცხადება უკანონო მშენებლობის შესახებ ქინძმარაულის ქუჩაზე, რომელშიც მისი ნათესავი მონაწილეობდა.
გვიან ღამით დადიანის 12 ნომერში მცხოვრებლებმა სადარბაზოს წინ მოკლული გოგონას გვამი იპოვეს. გარდაცვლილი 14 წლისაა. მას მრავალჯერადი ჭრილობა ყელისა და მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული. სალომე მამაცაშვილის ცხედარი პროზექტურაში დედამ ამოიცნო. მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სალომე მამაცაშვილი მეგობარ ბიჭთან ერთად ღამის კლუბ 'გვირაბში' იმყოფებოდა. მოკლული გოგონა იმავე სკოლის მოსწავლეა, სადაც რამდენიმე დღის წინ მოკლული ნიკა ჩანქსელიანი სწავლობდა.
ყვარელში 17 წლის გიორგი გენგაშვილმა დედა ლიანა გენგაშვილი დანით მოკლა. გარდაცვლილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი გიორგი გენგაშვილის ფსიქიკური მდგომარეობაა. ეჭვმიტანილი დაკავებულია და მან დანაშაულიც აღიარა.
16 მაისს, საღამოს კასპის რაიონის სოფელ იგლეთში 26 წლის ადგილობრივი მკვიდრი ვანო ბასიაშვილი მოკლეს. მკვლელობაში მოკლულის თანასოფლელია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ტელეკომპანია ”იმედი” იუწყება. სოფლის მოსახლეობა მკვლელობის მოტივად თანასოფლელთა შორის ჩხუბს ასახელებს. მიმდინარეობს გამოძიება.
17 მაისს, გვიან საღამოს, თბილისის ცენტრში, აბაშიძის ქუჩაზე კიდევ ერთი სისხლიანი შელაპარაკება მოხდა, რის შედეგად მოკლულია 15 წლის ნიკა ბუსკანაძე. ამის შესახებ ტელეკომპანია ”რუსთავი-2” იუწყება. 165-ე სკოლის მოსწავლე ნიკა ბუსკანაძე ოთხი გასროლით მოკლეს, ერთი ტყვია კი მას გულში აქვს ნასროლი. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი მოზარდებს შორის სკოლაში დაიწყო. მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე ცნობილია, თუმცა, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
17 მაისს, თბილისში, გლდანის მე-7 მიკრორაიონში კიდევ ერთი გარჩევა მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილის - 23 წლის გიორგი შოშიაშვილის მდგომარეობა მძიმეა. შოშიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში თბილისის №4 საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. კიდევ ორი ახალგაზრდის მდგომარეობა, რომლებიც ასევე აღნიშნული ინციდენტის დროს დაიჭრნენ, დამაკმაყოფილებელია.
იმედი უნდა გაგიცრუოთ, ეს 2007 წლის რამდენიმე თვის კრიმინალური ქრონიკაა, ეს პასუხი იმაზე, ხდებოდა თუ არა ადრე კრიმინალი, უბრალოდ როგორც ჩანს კრიმინალი რომ ვიგრძნოთ ამისთის საჭიროა ვინმემ გვითხრას.
http://witeli.blogspot.com/2013/08/blog-post_2880.html This post has been edited by burke on 25 Aug 2013, 03:07